რამირო II (არაგონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რამირო II
Ramiro II el Monje
Ramiro II el Monje-1157.jpg
არაგონის მე-5 მეფე
მმართ. დასაწყისი: 1134
მმართ. დასასრული: 1137
წინამორბედი: ალფონსო I
მემკვიდრე: პეტრონილა არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1075
გარდ. თარიღი: 16 აგვისტო 1157
გარდ. ადგილი: უესკა
მეუღლე: აგნესა აკტივანელი
შვილები: პეტრონილა
მამა: სანჩო I
დედა: ფელიცია დე რუსი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signun Regis Remiro II d'Aragón.svg

რამირო II არაგონელი (ესპ. Ramiro II el Monje; დ. 1075 — გ. 16 აგვისტო 1157) — არაგონის მეფე 1134—1137 წლებში. სანჩო I-ის და ფელიცია დე რუსის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ ასაკაში რამირომ გადაწყვიტა სასულიერო პირი გამხდარიყო. ის წავიდა მონასტერში და თავდაპირველად სან-პონსე-დე-ტომერასის ბერი იყო, შემდეგ სან პედროს მონასტრის აბატი, მოგვიანებით კი როდა-ბარბასტროს ეპისკოპოსი.

მისმა ძმამ ალფონსო I-მა სიკვდილის წინ თავისი სამფლობელო ანდერძით დაუტოვა იონიტების და ტამპლიერთა რაინდთა ორდენს, მაგრამ არ ნავარის და არც არაგონის ელიტა არ ჩქარობდა შეესრულებინატ ეს განკარგულება. ნავარის მეფედ გარსიო რამირესი აირჩიეს, არაგონში ხაკების ყრილობაზე კი — რამირო. რომის პაპის წინასწარი ნებართვის შემდეგ რამირო ტახტზე ავიდა.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოსე კასადო დელ ალისალი. უესკის ზარები. პრადოს მუზეუმი

რამირო მართავდა არაგონის სამეფოს და სობრარბეს და რიბაგორსას საგრაფოებს. თავისი მმართველობის დასაწყისში, რამიროს მოუხდა არაგონელი დიდებულების სახით ოპოზიციასთან გამკლავება.

როდესაც გაიგო, რომ დიდებულები ამზადებდენ შეთქმულებას, რამირომ სანტ-პონს დე ტომრესის მონასტრის აბატთან გააგზავნა მაცნე, რომელიც ადრე აბატთან მსახურობდა. როდესაც მაცნე აბატთან მივიდა, ის ვარდებს სხლავდა და მაღალ თავებს აჭრიდა. აბატმა მეფეს ურჩია, რომ მასაც იგივე გაეკეთებინა.

ამის შემდეგ რამირო II-მ დაიბარა ყველაზე ცნობილი დიდებულები იმ საბაბით, რომ უნდა ეჩვენებინა ის ზარი, რომლის ხმასაც მთელ სამეფოში გაიგებდნენ და ბრძანა თავი მოეკვეთათ აჯანყების 12 სავარაუდო მოთავისათვის. დანარჩენები შეშინდნენ და უარი თქვეს მეფის საწინააღმდეგოთ გამოსვლაზე.

გარსია რამირესის აყვანის უშედეგო მცდელობის შემდეგ, რომის პაპის რჩევით რამირო II დაქორწინდა ქვრივ აგნესა აკტივანელზე (აგნესა დე პუატიეზე). ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ ქალიშვილი. 1137 წელს რამირო II და რამონ ბერენგერმა, რომელიც ბარსელონის საგრაფოს ხელმძვანელობდა, ხელი მოაწერეს საქორწინო ხელშეკრულებას რომლის თანახმადაც პრინცესა პეტრონილა ხდებოდა გრაფის საცოლე. ხოლო თვითონ რამირო კი ტახტიდან გადადგა და სან-პედროს მონასტერში დაბრუნდა, სადაც 1157 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Пискорский В. К., Рамиро // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Альтамира-и-Кревеа Рафаэль. История Средневековой Испании / Перевод с испанского Е. А. Вадковской и О. М. Гармсен. — СПб.: «Евразия», 2003. — 608 с. — 1 500 экз. — ISBN 5-8071-0128-6.