პეტრონილა არაგონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრონილა არაგონელი
Petronila de Aragón
PetronilaAragonska.png
არაგონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1137
მმართ. დასასრული: 1164
წინამორბედი: რამირო II
მემკვიდრე: ალფონსო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ივნისი, 1139
დაბ. ადგილი: უესკა
გარდ. თარიღი: 15 ოქტომბერი, 1173
გარდ. ადგილი: ბარსელონა
მეუღლე: რამონ ბერენგერ IV
შვილები: პედრო, ალფონსო II, რაიმუნდი, დულსა, სანჩო
მამა: რამირო II
დედა: აგნესა აკვიტანიელი

პეტრონილა არაგონელი (ესპ. Petronila de Aragón; დ. 29 ივნისი, 1139 — გ. 15 ოქტომბერი, 1173) — არაგონიის დედოფალი 1157-1164 წლებში. არაგონის მეფის რამირო II-ისა და მისი ცოლის აგნესა აკვიტანიელის შვილი. 1164 წელს უარყო ყველა ტიტული ალფონსო II-ს სასარგებლოდ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონსო I დამპყრობელი გარდაიცვალა 1134 წლის 7 სექტემბერს ომში ალმორავიდებთან დამარცხების შემდეგ ფრაგთან სიახლოვეს, ისე რომ არ დაუტოვებია მემკვიდრე. ანდერძის თანახმად სამეფოს კარზე უნდა ასულიყო სამხედრო-რელიგიური ორდენის იოანიტებისა და ტამპლიერების ეპისკოპოსი, მისი ძმა რამირო, რომელიც კიდეც აირჩიეს არაგონის მეფედ.

რამირო II-მ 1135 წელს ცოლად შეირთო აგნესა დე პუატუ. ამ ქორწინებიდან 1136 წლის 29 ივლისს დაიბადა პეტრონილა. თავიდან რამირო II-ს უნდოდა იგი გაეთხოვებინა სანჩო კასტილიელზე და დადო მასთან ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად რამირო ინარჩუნებდა სიუზერენიტეტს სარაგოსას სახელმწიფოზე. ალფონსოს მიზანი იყო ლეონის, კასტილიისა და არაგონის გაერთიანება.

მაგრამ, ეს ალიანსი არაგონიის მმართველებისა და ნავარიის მეფის გარსია IV-ის წინააღმდეგობას წააწყდა.

ერთი წლის შემდეგ 1137 წლის 11 აგვისტოს რამირო II და რამონ ბერენგერმა რომელიც ბარსელონის საგრაფოს ხელმძვანელობდა ხელი მოაწერეს საქორწინო ხელშეკრულებას რომლის თანახმადაც პრინცესა პეტრონილა ხდებოდა გრაფის საცოლე რამირო მეორე წავიდა მონასტერში თუმცა შეინარჩუნა მეფის ტიტული. მისი ცოლი აგნესა კი დაბრუნდა აკვიტანიაში.

პეტრონილა გაემგზავრა ბარსელონაში, მისი ქორწილი რამირო ბერენგერთან დიდი ზარზეიმით აღნიშნეს 1150 წელს როდესაც ის გახდა 14 წლის.

1162 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ პეტრონილა ორი წლის განმავლობაში რჩებოდა ტახტის მმართველი. მან 1164 წელს უარყო ყველა თავისი ტიტული თავისი შვილის სასარგებლოდ. იგი აღარ გათხოვილა და ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით.

პეტრონილა არაგონელი გარდაიცვალა 1173 წლის 15 ოქტომბერს იგი დაკრძალეს ბარსელონის საკათედრო ტაძარში.

პეტრონილას ერთადერთი მეუღლე იყო რამონ ბერენგერი ბარსელონის გრაფი, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო, მათი ქორწილი შედგა 1150 წელს ლერიდაში. ამ ქორწინებიდან დაიბადა 5 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]