ალფონსო V (არაგონი)
ალფონსო V | |
---|---|
Alfonso V | |
არაგონის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1416 |
მმართ. დასასრული: | 1458 |
წინამორბედი: | ფერდინანდ I |
მემკვიდრე: | ხუან II |
ნეაპოლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1435 |
მმართ. დასასრული: | 1458 |
წინამორბედი: | ჯოვანა II |
მემკვიდრე: | ფერდინანდ I |
სიცილიის სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1416 |
მმართ. დასასრული: | 1458 |
წინამორბედი: | ფერდინანდ I |
მემკვიდრე: | ხუან II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1396 |
დაბ. ადგილი: | მედინა-დელ-კამპო |
გარდ. თარიღი: | 27 ივნისი, 1458 |
გარდ. ადგილი: | ნეაპოლი |
მეუღლე: | მარია კასტილიელი |
შვილები: | ფერდინანდ I, მარია, ელეონორა |
დინასტია: | ტრასტამარა |
მამა: | ფერდინანდ I |
დედა: | ელეანორ ალბუკერკე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ალფონსო V (ესპ. Alfonso V; დ. 1396 — გ. 27 ივლისი, 1458) — არაგონის და სიცილიის მეფე 1416–1458 წლებში. ფერდინანდ I-ისა და ელეანორ ალბუკერკეს ვაჟი. 1415 წელს იქორწინა მარიაზე, კასტილიის მეფის ენრიკე III-ის ასულზე.
1420 წელს ალფონსო გენუელებს ებრძოდა კორსიკისთვის. მაშინ მას გამოუჩნდა შესაძლებლობა, დროთა განმავლობაში ნეაპოლის გვირგვინიც მოეღო. ნეაპოლის უშვილო დედოფალმა ჟან II-ემ ალფონსოს დახმარება სთხოვა ანჟუს ჰერცოგ ლუის წინააღმდეგ ბრძოლაში, სანაცვლოდ კი შვილებას და გარდაცვალების შემდეგ ნეაპოლის გვირგვინს დაპირდა. ალფონსო დათანხმდა და ოქტომბერში ნეაპოლში ჩავიდა. მალე მეფემ საჰერცოგო კოლაბრია მიიღო და გამოცხადდა დედოფლის მემკვიდრედ. მაგრამ მოგვიანებით ჟანისა და მისი გერის ურთიერთობები დაიძაბა და 1423 წელს, როდესაც ალფონსომ სცადა გადატრიალების მოწყობა და ჟანის დატყვევება, მათ შორის ღია ომი დაიწყო. არაგონელები იტალიიდან განდევნეს და ნეაპოლის მემკვიდრედ ჯერ ლუი ანჟუელი გამოცხადდა, შემდეგ კი მისი ძმა რემე.
ჟანის გარდაცვალების შემდეგ, 1435 წელს ალფონსომ დაიწყო ომი რენე ანჟუელთან, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. 1442 წელს იგი დაეუფლა ნეაპოლის სამეფოს და რენეს აიძულა დაეხია. იგი არ იყო კარგი მმართველი, მაგრამ ნეაპოლელები მას კარგად იხსენებდნენ, რადგან მის დროს აღარ იყო სამოქალაქო ომები. ალფონსოს თავის მამულებში ყველაზე მეტად იტალია უყვარდა, ამიტომ იგი ნეაპოლში დასახლდა და დაიახლოვა მეცნიერები და მხატვრები. მან დაარწმუნა ბევრი არაგონელი და სიცილიელი დიდებული, გადმოსახლებულიყვნენ ნეაპოლში. მას უყვარდა ფუფუნება და სახელი გაითქვა სასიყვარულო თავგადასავლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
|