მარტინი (არაგონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტინი
Martín I de Aragón
Martín I de Aragón.jpg
არაგონის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1409
მმართ. დასასრული: 1410
წინამორბედი: ხუან I
მემკვიდრე: ფერდინანდ I
სიცილიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1409
მმართ. დასასრული: 1410
(მარტინ II-ის სახელით)
წინამორბედი: მარტინ I
მემკვიდრე: ფერდინანდ I
სარდინიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1396
მმართ. დასასრული: 1410
(მარტინ I-ის სახელით)
წინამორბედი: ჯოვანი I
მემკვიდრე: ფერდინანდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ივლისი, 1356
დაბ. ადგილი: პერპინიანი
გარდ. თარიღი: 31 მაისი, 1410
გარდ. ადგილი: ბარსელონა
დინასტია: ბარსელონის დინასტია
მამა: პედრო IV
დედა: ელეონორა სიცილიელი
რელიგია: კათოლიკე

მარტინი (ესპ. Martín I de Aragón; დ. 29 ივლისი, 1356 — გ. 31 მაისი, 1410) — არაგონის, სიცილიისა და სარდინიის მეფე. იგი იყო უკანასკნელი შთამომავალი ვიფრედ I-ის, ლეგიტიმური მამრობითი ხაზით და მისი სიკვდილის შემდეგ ბარსელონის დინასტია მოისპო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტინი დაიბადა 1356 წელს ( ჟირონში ან პერპინიანში ). იგი იყო არაგონის მეფის პედრო IV-ის და ელეონორა სიცილიელის მეორე ძე. 1373 წლის 13 ივნისს მარტინი დაქორწინდა მარია ლოპეს დე ლუნაზე.

არაგონული სამეფო სახლის პრინცს, მარტინს სამართავად გადაეცა მონბლანის საჰერცოგო. 1380 წელს მამამ დანიშნა სიცილიის სამეფოს მმართველად და რეგენტად. 1396 წელს მარტინმა გარდაცვლილი ძმისგან ხუან I-ისგან მემკვიდრეობით მიიღო არაგონის სამეფო ტახტი. მაგრამ სიცილიელი ფეოდალები ამ დროს იმუქრებოდნენ ბუნტის ატეხვით და მარტინმა გადაწყვიტა სიცილიაზე დარჩენილიყო. მისმა მეუღლემ მარია ლოპეს დე ლუნამ მიიღო სამეფო ტახტი მისი სახელით და მოქმედებდა როგორც მისი წარმომადგენელი მის ჩამოსვლამდე - 1397 წლამდე. ამ დაგვიანებამ გამოიწვია პრობლემები: მარტინის უფლება სამეფო ტახტზე იყო სადავო გრაფ დე ფუას მიერ, რომლის მეუღლე ჟანა იყო ხუან I-ის უფროსი ქალიშვილი. მარტინმა შეძლო წარმატებულად მოეგერიებინა გრაფის ჯარის შემოჭრა.

უშვილო ჟანას გარდაცვალებუს შემდეგ ხუან I-ის მეორე ქალიშვილი იოლანდა არაგონელი ცოლად გაჰყვა ლუდოვიკო II ანჟუელს და მანაც განაცხადა უფლება სამეფო ტახტზე. მოგვიანებით არაგონის სამეფო ტახტზე პრეტენზია განაცხადეს მისმა შვილებმა.

1398 და 1399 წლებში მარტინმა გაილაშქრა მავრების წინააღმდეგ ჩრდილოეთ აფრიკაში.

ხაიმე II-ის მმართველობის დროიდან არაგონმა სცადა სარდინიის და თანდათან მთელი კუნძულის დაპყრობა. მაგრამ 1380 წელს პედრო IV-ეს (მარტინის მამის) მმართველობის პერიოდში, დამოუკიდებლად დარჩენილი არბორია გახდა წინააღდეგონის გაწევას საყრდენი და ელეონორა არბორიელმა სწრაფად გაათავისუფლა მთელი კუნძული არაგონელებისგან. მეფე მარტინმა გაგზავნა თვისი შვილი, მარტინი უმცროსი, რათა კიდევ ეცადა სარდინიის დაპყრობა. სიკვდილი წინ 1409 წელს შვილმა მოუგო ბრძოლა სანლურისთან, გარეკა კუნძულიდან სარდინელების მოკავშირეები - გენუელები და ტყვედ ჩაიგდეს წარჩინებული სარდინიელების დიდი ნაწილი. შვილის სიკვდილის შემდეგ მარტინმა მემკვიდრეობით მიიღო სიცილია და ეწოდა მარტინ II.

მარტინის მმართველობის პერიოდში არაგონმა მიაღწია მშვიდობას საზღვრებს შიგნით და დაიწყო ქვეყნის შინაგანი გაძლიერება. საგარეო პოლიტიკაში მარტინი მხარს უჭერდა პაპების ავინიონელების ხაზს და მისი მმართველობის პერიოდში ანტიპაპი გახდა არაგონელი ბენედიქტ XIII.

სამივე კანონერი შვილის გარდაცვალების შემდეგ მარტინმა არაგონელი სახლის მემკვიდრედ დანიშნა თავისი დეიდაშილი ხაიმე II ურხელელი. მან მოასწრო კიდევ დაქორწინებულიყო მეორედ თავის დეიდაშვილზე, მარგარიტა დე პრადესზე, მაგრამ მისი ხანმოკლე ქორწინება უნაყოფო გამოდგა. მარტინი სიკვდილის შემდეგ 1410 წ. მისი კანონიერი შვილებიდან ცოცხალი არცერთი არ იყო, მისი ხაზი გააგრძელა ფადრიკემ (მარტინ უმცროსის უკანონო შვილმა), რომელიც მეფემ კანონიერ მემკვიდრედ ვერა და ვერ მიიჩნია. ამიტომ მარტინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო ორწლიანი ბრძოლა ტახტის მემკვიდრეობისთვის, რომელიც დამთავრდა კასპიის კომპრიომისით, რისი თანახმადან შემდეგ მეფედ ექვსი პრეტენდენტისაგან იყო არჩეული ფერდინანდ I არაგონელი, მარტინის ნათესავი ტრასტამარების დინასტიიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ÁLVAREZ PALENZUELA, Vicente Ángel: Historia de España de la Edad Media, Barcelona, 2008
  • LARIOS MARTIN, Jesús: Dinastías reales de España: Geografía política y eclesiástica , Madrid, 1986