პედრო III (არაგონი)
პედრო III | |
---|---|
Pedro III | |
არაგონის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 27 ივლისი, 1276 |
მმართ. დასასრული: | 11 ნოემბერი, 1285 |
წინამორბედი: | ხაიმე I |
მემკვიდრე: | ალფონსო III |
ვალენსიის მეფე პედრო I-ის სახელით | |
მმართ. დასაწყისი: | 27 ივლისი, 1276 |
მმართ. დასასრული: | 11 ნოემბერი, 1285 |
წინამორბედი: | ხაიმე I |
მემკვიდრე: | ალფონსო III |
სიცილიის მეფე პედრო I-ის სახელით | |
მმართ. დასაწყისი: | 4 სექტემბერი, 1282 |
მმართ. დასასრული: | 11 ნოემბერი, 1285 |
წინამორბედი: | შარლ I ანჟუელი |
მემკვიდრე: | ხაიმე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1239 |
დაბ. ადგილი: | ვალენსია |
გარდ. თარიღი: | 11 ნოემბერი, 1285 |
გარდ. ადგილი: | კატალონია |
მეუღლე: | კონსტანცია ჰოჰენშტაუფენი |
შვილები: | ალფონსო III, ხაიმე II, ფედერიგო II, პედრო, ისაბელა, იოლანდა. |
დინასტია: | ბარსელონის დინასტია |
მამა: | ხაიმე I |
დედა: | იოლანდა უნგრელი |
რელიგია: | კათოლიკე |
პედრო III (ესპ. Pedro III; დ. 1239 — გ. 11 ნოემბერი, 1285) — არაგონის, ვალენსიის, სიცილიის მეფე და ბარსელონის გრაფი. იგი იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონარქი. ხაიმე I დამპყრობელის და იოლანდა უნგრელის შვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1260 წელს იგი დაინიშნა თეოდორე II ლასკარისის უმცროს ქალიშვილზე ევდოკია ლასკარისზე. ისინი გაშორდნენ მას შემდეგ რაც ევდოკიას ძმამ დაკარგა სამეფო ტახტი და ევდოკია დაქორწინდა ტენდის გრაფზე. 1262 წლის 13 ივნისს პედრო დაქორწინდა კონსტანციაზე, მანფრედის შვილსა და მემკვიდრეზე. მისი ახალგაზრდობის განმავლობაში სრულწლოვანებამდე პედრომ მოიპოვა დიდი სამხედრო გამოცდილება მამამისის ომებში რეკონკისტის დროს მავრების წინააღმდეგ.
ხაიმეს სიკვდილის შემდეგ არაგონის მიწები გაიყო არაგონად და ვალენსიად. კატალონია შეხვდა უფროს ვაჟს პედრო, ხოლო მაიორკაში მეორე ვაჟი ხაიმე. პედრო დაქორწინდა კონსტანციაზე სარაგოსაში ტარაგონის მთავარეპისკოპოსის მიერ.
1285 წლის 2 ნოემბერს პედრო უცნობი მიზეზების გამო გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სანტეს-კრეიოს მონასტერში. არაგონის აღმოსავლეთ მხარეები ერგო ალფონსო III-ს, ხოლო სიცილიის ტერიტორია ხაიმე I-ს. პედროს ასევე ჰყავდა ორი ქალიშვილი, ელისაბედი, რომელიც პორტუგალიის მეფეს გაჰყვა ცოლად, ხოლო მეორე ქალიშვილმა იოლანდამ ნეაპოლის მმართველ რობერტთან იქორწინა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Runciman, Steven. The Sicilian Vespers. 1958. ISBN 0-521-43774-1
- Chaytor, H. J. A History of Aragon and Catalonia. London: Methuen, 1933.
|