ხეცქვარა
| სოფელი | |
|---|---|
|
ხეცქვარა | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
| მუნიციპალიტეტი | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| თემი | აჟარა |
| კოორდინატები | 43°07′54″ ჩ. გ. 41°44′53″ ა. გ. / 43.13167° ჩ. გ. 41.74806° ა. გ. |
| მოსახლეობა | 9 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ხეცქვარა[1] (ხეცკვარა) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში (აჟარის თემი).[2] მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ხეცკვარის (კოდორის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 880 მეტრზე, გულრიფშიდან დაშორებულია 87 კილომეტრით. 1949 წელს აჟარის სასოფლო საბჭოში შედიოდა.[3]
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[4]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება ხეცკვარა აფხაზური წარმომავლობისაა. მისი ამოსავალია „ახაცა“ (აფხ. „რცხილა“) და „რცხილის ღელეს“ ნიშნავს. როგორც ჩანს, ხეცკვარა თავდაპირველად ერქვა ღელეს და შემდეგ სოფელს დაერქვა.[5]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9 ადამიანი.[6]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1959[7][8] | 86 | --- | --- |
| 1989[9] | 35 | --- | --- |
| 2002[6] | 9 | 8 | 1 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 474.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
- ↑ მუნიციპალიტეტების რეესტრი
- ↑ პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 90, ISBN 978-9941-461-55-2.
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 90, ISBN 978-9941-461-55-2.
- ↑ 6.0 6.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საკავშირო მოსახლეობის აღწერა 1959. სოხუმის რაიონი (თანამედროვე გულრიფშის ოლქის ჩათვლით). ციტირების თარიღი: 2013-03-01
- ↑ აფხაზეთის ასსრ ეთნიკური რუკა 1959 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
- ↑ აფხაზეთის ეთნოლინგვისტური რუკები 1989 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
| ||||||