გიორგი კალანდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი კალანდაძე
გიორგი კალანდაძე
ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ოქტომბერი, 2012 – 11 ნოემბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ვანო მერაბიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიდევი ჭანკოტაძე
მემკვიდრევახტანგ კაპანაძე

დაბადებული24 ივნისი, 1980 (1980-06-24) (43 წლის)
თბილისი
ეროვნებაქართველი
ჯილდოებიმედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“

მედალი „გენერალი კვინიტაძე“ II ხარისხის მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ საქართველოს ღირსების ორდენი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის - III ხარისხი"
"საბრძოლო იარისათვის"

"ЗА СПІВПРАЦЮ"

გიორგი კალანდაძე (დ. 24 ივნისი, 1980, თბილისი) — საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. 1995–1997 წლებში გიორგი კალანდაძე სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში, ხოლო 1997–2001 წლებში გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2005 - ქვეითი საბაზო ოფიცერთა სკოლა, აშშ;
  • 2005 - საჰაერო სადესანტო სკოლა, აშშ;
  • 2006 - ინსტრუქტორთა სკოლა, აშშ;
  • 2006 - პრე-რეინჯერის კურსი;
  • 2006 - რეინჯერთა სკოლა;
  • 2007 - ბალტიის თავდაცვის ინსტიტუტი, ესტონეთი;
  • 2009 - სამეთაურო სწავლებ, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა;
  • 2010 ბრიგადის მეთაურის კურსი, ჰოჰენფელსი, გერმანია, აშშ-ს სამხედრო ბაზა;
  • 2009-2011 - მონაწილეობდა მიიღო ნატოს სამიტებში.

სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო კარიერა 1995 წელს დაიწყო, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა ინსტიტუტის კადეტმა. სწავლის გასაგრძელებლად სამხედრო აკადემიაში 1997 წელს ჩაირიცხა. 2001 წელს სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ განაგრძო მსახურება სამთო (სამთო) სასწავლო ოცეულის უმცროსი ლეიტენანტად. უმაღლესი სამხედრო თანამდებობის დაკავებამდე გენერალი კალანდაძე მეთაურობდა ყველა დონეზე. 2001 წლიდან 2002 წლამდე მსახურობდა თავდაცვის აკადემიის ასეულის მეთაურის მოადგილედ, შემდეგ 2002 წლიდან 2004 წლამდე თავდაცვის აკადემიის ასეულის მეთაურად.

2004 წლიდან 2006 წლამდე იყო თავდაცვის აკადემიის s2-s3 სასწავლო ბატალიონის მეთაური. გენერალი კალანდაძე სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსად 2006 წლიდან 2007 წლამდე მსახურობდა. შემდეგ ის მეთაურობდა სახმელეთო შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბატალიონს 2007-2008 წლებში. 2008-2009 წლებში მეთაურობდა სახმელეთო შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეით ბრიგადას. 2009-2010 წლებში მსახურობდა სახმელეთო შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილედ. 2010 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა სახმელეთო ჯარების მეთაურად.

გენერალი კალანდაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ (2011 წლიდან 2012 წლამდე) და შტაბის უფროსად (2012 წლიდან 2013 წლამდე).

გენერალი კალანდაძე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა (2007 წლიდან 2008 წლამდე) და ავღანეთში (2010 წლიდან 2012 წლამდე).

საბრძოლო გამოცდილება: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მეთაურობდა მეოთხე ქვეით ბრიგადას.

2014 წლიდან იგი მოხალისეობდა რაზმის მებრძოლ-ინსტრუქტორად უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ. 2014 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა სასწავლო-ცენტრ „პატრიოტის“ მთავარ ინსტრუქტორად.

2015-2018 წლებში იყო უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მრჩეველი.

2022 - უკრაინის უმაღლესი რადას, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, ფეოდორ ვენისლავსკის მრჩეველი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]