შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე გურული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურული.
სანდრო გურული
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრე გურული
დაბადების
თარიღი
9 ნოემბერი, 1985 (1985-11-09) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი, საქართველო
სიმაღლე 178 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003-2004 ბულონი 12 (2)
2004-2005 ლიონი 17 (1)
2005-2006 ლიონ დუჩერე 29 (4)
2006-2007 ლესქინი 19 (0)
2007-2008 ლიონ დუჩერე - (-)
2008-2012 კარპატი ლვოვი 71 (3)
2011-2013 დილა გორი 38 (5)
2012-2013 დინამო ბათუმი 9 (3)
2013 ზესტაფონი 13 (2)
2014 შახტიორი სოლიგორსკი 22 (0)
2015 სამტრედია 8 (0)
2015-2016 შუველიანი 25 (3)
2016-2017 შუქურა 43 (5)
2018 ოლიმპიკ-გრანდ სეტი 2 (0)
2018- სენტ-ომერი
ეროვნული ნაკრები
2004-2006 საქართველო 21 წლ. 4 (1)
2010-2012 საქართველო 6 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ალექსანდრე 'სანდრო' გურული (დ. 9 ნოემბერი, 1985, ბათუმი) — ქართველი ფეხბურთელი, ფრანგული „სენტ-ომერის“ ნახევარმცველი.

2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ის შეიძინა უკრაინულმა „კარპატმა“. კლუბში გატარებულ პირველ სეზონში მან 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა ერთი გოლი. შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ითამაშა სამ კლუბში: გორის „დილაში“, ბათუმის „დინამოსა“ და „ზესტაფონში“, ეს უკანასკნელი 2013 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იგი შეუერთდა ბელარუსის კლუბ „შახტიორს“, რომელთან ერთადაც პირველივე სეზონში შეძლო თასის მოგება.

ის არის ყოფილი ქართველი ფეხბურთელის, გია გურულის შვილი.

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1 17 ნოემბერი, 2010 კოპერი სლოვენიის დროშა სლოვენია 2-1 მოგება ამხანაგური

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]