შინაარსზე გადასვლა

შანგის დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შანი (დინასტია))
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთი ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჭოუ 690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინგის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე
შანგის დინასტია

შანგის იმპერია (ჩინ. , ფინინი: Shāng), ინის იმპერია (ჩინ. , ფინინი: Yīn), ან შანგ-ინის იმპერია — სახელმწიფო ფორმირება ძვ. წ. 1600-დან ძვ. წ. 1027-მდე წლებში, მდინარე ხუანხეს ჩრდილოეთის ველებზე. შანგის დინასტია წინ უძღოდა ჯოუს დინასტიას.

შანგის იმპერია არის პირველი ჩინური სახელმწიფო წარმონაქმნი, რომლის არსებობაც დასტურდება არა მხოლოდ არქეოლოგიური მასალებით, არამედ ზეპირი და წერილობით წყაროებითაც. შანგის იმპერიის ისტორიის ყველაზე სრულყოფილ აღწერას სიმა ციანის „ისტორიული ჩანაწერები” შეიცავს. გათხრების შედეგად იპოვნეს ძიაგუვენი — იეროგლიფური წარწერები კუს ბაკანსა და ცხოველის ძვლებზე, აგრეთვე ბრინჯაოს, ნეფრიტს, კერამიკასა და ქვის ნაწარმზე. დიდი აღმოჩენები გაკეთდა შანგის დინასტიის დედაქალაქის — ინსიუს (ჩინ.:殷墟))ტერიტორიაზე, რომელიც თანამედროვე ქალაქის ანიანის, ხენანის პროვინციაში მდებარეობს. უძველესი ქალაქი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

პოლიტიკური სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში პოლიტიკური სტატუსი იყო განსხვავებული. ვანი წარმოადგენდა საკრალურ ფიგურას და ჰქონდა დიდი ძალაუფლება. ის გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად ასრულებდა საზეიმო რიტუალ დის. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ყოფილიყო შუამავალი გარდაცვლილებსა და ცოცხლებს შორის. ტიტული ან ძმიდან ძმას ან ბიძიდან უფროს ძმისშვილს გადაეცემოდა, ხოლო ვან ი-დან მოყოლებული ძალაუფლება მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა. ვანის ახალგაზრდა ნათესავები, რომლებიც ვერ აცხადებდნენ ძალაუფლებაზე პრეტენზიას, შეადგენდნენ არისტოკრატულ კლანს.

გლეხებთან შედარებით, ვანის გარემოცვას (ადმინისტრაციული აპარატი, მებრძოლები) პრივილეგირებული სტატუსი ჰქონდა. თანამდებობის პირები იყოფოდა ადმინისტრატორებად, მცირე რანგის მენეჯერებად და სამხედრო წვრთნებსა და ნადირობაზე პასუხისმგებელ პირებად.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შანგის სახელმწიფო დაიყო სტრუქტურულად უთანასწორო ნაწილებად:

  1. ზონა (რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში), დედაქალაქით, რომელსაც უშუალოდ განაგებდა ვანი.
  2. რეგიონული მმართველობის ტერიტორიები, რომელთაც ვანი, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლები მართავდნენ. ასეთი ტერიტორია იყო — ჯოუ.
  3. მეორე ზონა — დასახლებული უცხოური ტომებით.

შანგის დინასტიის მმართველები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვან მეფეთა სამეფო სახელების გარდა, ჩინეთის ისტორიამ მათი ადრინდელი სახელებიც შემოინახა (მაგ, სიან ტუ zh:相土, აგრეთვე, მოიხსენიება როგორც „ში ძინე”).

შანის დინასტია (ძვ. წ. 1600ძვ. წ. 1046)
მშობლიური სახელი ქრონოლოგია² სატაძრო სახელი³ მმართველობის წლები1 სახელი, რომლითაც მეტადაა ცნობილი
  ჩენ ტანი
成湯 Chéng Tāng
  ძვ. წ. 1600ძვ. წ. 1300 ტანი
  ვაი ბინი
外丙 Wài Bǐng
  ვაი ბინი
  ჯუნ ჟენი
仲壬 Zhòng Rén
  ჯუნ ჟენი
  ტაი ძია
太甲 Tài Jiǎ
  ტაი ძია
  ვო დინი
沃丁 Wò Dīng
  ვო დინი
  ტაი გენი
太庚 Tài Gēng
  ტაი გენი
  სიაო ძია
小甲 Xiǎo Jiǎ
  სიაო ძია
  იუნ ძი
雍己 Yōng Jǐ
  იუნ ძი
  ტაი უ
太戊 Tài Wù
  ტაი უ
  ჯუნ დინი
仲丁 Zhòng Dīng
  ჯუნ დინი
  ვაი ჟენი
外壬 Wài Rén
  ვაი ჟენი
  ჰე დან ძია
河亶甲 Hé Dǎn Jiǎ
  ჰე დან ძია
  ძუ ი
祖乙 Zǔ Yǐ
  ძუ ი
  ძუ სინი
祖辛 Zǔ Xīn
  ძუ სინი
  ვო ძია
沃甲 Wò Jiǎ
  ვო ძია
  ძუ დინი
祖丁 Zǔ Dīng
  ძუ დინი
  ნანი გენი
南庚 Nán Gēng
  ნან გენი
  იან ძია
陽甲 Yáng Jiǎ
  იან ძია
  პან გენი
盤庚 Pán Gēng
  ძვ. წ. 1300 ძვ. წ. 1251 პან გენი4
  სიაო სინი
小辛 Xiǎo Xīn
  სიაო სინი
  სიაო ი
小乙 Xiǎo Yǐ
  სიაო ი
  უ დინი
武丁 Wǔ Dīng
  ძვ. წ. 1250ძვ. წ. 1192 უ დინი
  ძუ გენი
祖庚 Zǔ Gēng
  ძვ. წ. 1191ძვ. წ. 1148 ძუ გენი
  ძუ ძია
祖甲 Zǔ Jiǎ
  ძუ ძია
  ლინ სინი
廩辛 Lǐn Xīn
  ლინ სინი
  გენ დინი
庚丁 Gēng Dīng
კან დინი
康丁 Kāng Dīng
კან დინი
  უ ი
武乙 Wǔ Yǐ
  ძვ. წ. 1147ძვ. წ. 1113 უ ი
  ვენ დინი5
文丁 Wén Dīng
  ძვ. წ. 1112ძვ. წ. 1102 ვენ დინი
  დი ი
帝乙 Dì Yǐ
  ძვ. წ. 1101ძვ. წ. 1076 დი ი
ძი ძოუ
子紂 Zǐ Zhòu
დი სინი
帝辛 Dì Xīn
  ძვ. წ. 1075ძვ. წ. 1046 დი სინი
1 ჩინური ისტორიის პირველი აღიარებული თარიღად ითვლება ძვ. წ. 841 წელი. ყველა დანარჩენი თარიღები დისკუსიის თემა წარმოადგენს. აქ ჩამოთვლილი თარიღები მოცემულია ქრონოლოგიურ პროექტ სია-შან-ჟოუ-ს მიხედვით, ჩინეთის მთავრობის დაკვეთით, რომელიც გამოქვეყნდა 2000 წელს. .
2 სამეფო სახელის წინ ასახელებენ დინასტიის სახელს, შანი (商), მაგალითად შან ტანი (商湯).
3 სახელი, რომელიც გვხდება სამსხვერპლო ორაკულის ძვალზე

4 შანის დინასტიის პერიოდს პანე გენიდან მოყოლებული, დედაქალაქის სახელწოდებიდან გამომდინარე, ასევე უწოდებენ ინის (殷) დინასტიას.
5 ცნობილია აგრეთვე, როგორც ტაი დინი (太丁 Tài Dīng).