ცინის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცინის სამეფოს ტერიტორია ძვ. წ. 260 წელს.

ცინის სამეფო (ჩინ.: ) — ძველი ჩინური სამეფო. შეიქმნა ძვ. წ. IX საუკუნეში. თავდაპირველად ჯოუს დინასტიაზე იყო დამოკიდებული. მოიცავდა ახლანდელ შენსის პროვინციის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებს, განსუს აღმოსავლეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ სიჩუანს. ცინის სამეფოს გაძლიერება დაკავშირებულია შან იანის რეფორმებთან. ძვ. წ. IV საუკუნეში ცინმა დაიწყო ბრძოლა ძველი სამეფოების წინააღმდეგ, ძვ. წ. 221 წელს დაიმორჩილა ისინი და შეიქმნა ცინის ცენტრალიზებული იმპერია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]