სოფლის მეურნეობა ჩინეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხანი ფერმერი ჩინეთში. ხანები ბრინჯის ტერასებიანი მთებით არიან ცნობილი.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტებია: ბრინჯი, ხორბალი, კარტოფილი, პომიდორი, სორგო, არაქისი, ჩაი, ქერი, ბამბა, სიმინდი, ბოსტნეულის ზეთი და სოიოს მარცვლები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობის პროდუქციის განვითარება 1961-2015 წლებში

ჩინეთის სამოქალაქო ომში ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამარჯვების შემდეგ, ფერმები ლენდლორდებს ჩამოერთვათ და 300 000 მილიონ გლეხს დაურიგდა.[1]1952 წელს, ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ მთავრობამ გლეხების დაჯგუფება დაიწყო. სამი წლის შემდეგ ჯგუფები მწარმოებელთა კოოპერატივებად გარდაიქმნა, მიწების კოლექტიური მფლობელობის სოციალისტური მიზნების შესაბამისად. 1956 წელს მიწებზე კონტროლი ფორმალურად მთავრობამ აიღო და მიწები მთავრობის მიერ მართულ კოლექტიურ ფერმებად გადააქცია.

სოფლის მეურნეობის კულტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსავლის აღება ჩინეთში

ჩინეთის სოფლის მეურნეობის პროდუქცია უმსხვილესია მსოფლიოში, თუმცა ქვეყნის მიწების მხოლოდ 10%-ის კულტივაციაა შესაძლებელი. კულტივირებული მიწების 75% გამოყენება სურსათისთვის. მთავარი კულტურა ბრინჯია, რომელიც კულტივირებული მიწის 25%-ზე მოჰყავთ. ბრინჯის დიდი ნაწილი მდინარე ხუაიხეს სამხრეთით, ჩჟუძიანის დელტაში, იუნანის, გუანჟოუსა და სიჩუანის პროვინციებში მოჰყავთ.

მეორე მთავარი კულტურა ხორბალია, რომელიც ქვეყნის ბევრ რეგიონში მოჰყავთ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკეზე, მდინარეების: ვეისა და ფენის ხეობებში, ჯიანგსუს, ჰუბეისა და სიჩუანის პროვინციებში. სიმინდი ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილ-აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. ჩვეულებრივი შვრია შიდა მონღოლეთსა და ტიბეტშია გავრცელებული.

თეთრი კარტოფილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოჰყავთ (ჩინეთი უმსვილესი მწარმოებელია მსოფლიოში), ხოლო ტკბილი კარტოფილი ― სამხრეთ ნაწილში. ტროპიკული ხილი კუნძულ ხაინანზე მოჰყავთ, ხოლო ვაშლი და ატამი ლიაონინისა და შანდუნის პროვინციებში. ციტრუსები სამხრეთ ჩინეთში მოჰყავთ, მეტწილად მდინარე იანძის სამხრეთ ნაწილში. ყველაზე პოპულარული ციტრუსი მანდარინია.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მთავარ პროდუქტებს მიეკუთვნება მწვანე და ჟასმინის ჩაი (პოპულარულია ჩინეთის მოსახლეობას შორის), შავი ჩაი, შაქრის ლერწამი და შაქრის ჭარხალი. ჩაის პლანტაციები მდინარე იანძის შუა წელში, ფუჯიანისა და ჟეძიანის პროვინციებში მდებარეობს. შაქრის ლერწამი გუანდუნისა და სიჩუანის პროვინციებში, ხოლო შაქრის ჭარხალი ხეილუნძიანის პროვინციასა და შიდა მონღოლეთის ირიგირებულ მიწებზე მოჰყავთ. სამხრეთ ჩინეთში ფართოდაა

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობის რეგიონები კონტინენტურ ჩინეთში 1986 წელს

2011 წლისთვის ჩინეთი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელი იყო.[2][3] Lin Erda-ს კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის წყლის მომარაგებისა და კლიმატის ცვლილების გამო წარმოების რაოდენობამ შეიძლება 14-23%-ით დაიკლოს. 2009 წელს ჩინეთმა სოფლის მეურნეობის სექტორის ბიუჯეტი 20%-ით გაზარდა. ქვეყანა მხარს უჭერს ენერგიის ეფექტურობის გაზრდას, განახლებად ტექნოლოგიასა და ინვესტირებას.[4]

2018 წელს ჩინეთმა აწარმოა: 257.1 მლნ ტონა სიმინდი (მეორე ადგილი მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ), 212.1 მლნ ტონა ბრინჯი (უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში), 131.4 მლნ ტონა ხორბალი (პირველი ადგილი), 108 მლნ ტონა შაქრის ლერწამი (მესამე ადგილი მსოფლიოში, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ), 17.7 მლნ ტონა ბამბა (მესამე ადგილი მსოფლიოში, ინდოეთისა და აშშ-ის შემდეგ), 14.1 მლნ ტონა სოიო (მე-4 ადგილი, აშშ-ის, ბრაზილიისა და არგენტინის შემდეგ), 13.2 მლნ ტონა რაფსი (მეორე ადგილი მსოფლიოში კანადის შემდეგ), 12 მლნ ტონა შაქრის ჭარხალი (მე-8 ადგილი), 11.2 მლნ ტონა ბანანი (მე-2 ადგილი ინდოეთის შემდეგ).

ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს შემდეგი პროდუქტების წარმოების მხრივ: კარტოფილი (90.2 მლნ ტონა), საზამთრო (62.8 მლნ ტონა), პომიდორი (61.5 მლნ ტონა), კიტრი (61.5 მლნ ტონა), ტკბილი კარტოფილი (53 მლნ ტონა), ვაშლი (39.2 მლნ ტონა), ბადრიჯანი (34.1 მლნ ტონა), კომბოსტო (33.1 მლნ ტონა), ხახვი (24.7 მლნ ტონა), ნიორი (22.2 მლნ ტონა), მწვანე ლობიო (19.9 მლნ ტონა), მანდარინი (19 მლნ ტონა), სტაფილო (17.9 მლნ ტონა), არაქისი (17.3 მლნ ტონა), მსხალი (16 მლნ ტონა), ყურძენი (13.3 მლნ ტონა), ნესვი (12.7 მლნ ტონა), გოგრა (8.1 მლნ ტონა), ბაღის სატაცური (7.9 მლნ ტონა), ქლიავი (6.7 მლნ ტონა).[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]