სუნის დინასტია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სუნის დინასტია}} |
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჭოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჭოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამეფოების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთი ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთი ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჭოუ 690–705) | |||||||
5 დინასტია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინგის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
სუნის დინასტია — ჩინეთის იმპერატორთა დინასტია (960-1279 წწ.). მისი დამაარსებელია მხედართუფროსი ჯაო კუანინი, რომელიც ცნობილია სატაძრო სახელით ტაიძუ (960-976 წწ.). მისი და მისი მემკვიდრის ტაიძუნის (976-997 წწ.) დროს მიმდინარეობდა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის. 1127 წლიდან ჯურჯენების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთის მიტაცების შემდეგ სუნის ხელისუფლება გავრცელდა მხოლოდ სამხრეთ ჩინეთზე. 1279 წელს სუნის დინასტია მოსპეს მონღოლმა დამპყრობლებმა, რომლებმაც ჩინეთში იუანის დინასტია (1279-1368 წწ.) გააბატონეს.
სუნის დინასტია დაარსების პერიოდშივე ბევრად უფრო მცირე ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე თანგის დინასტიის მიწებია. XI-XII საუკუნიდან, სუნი იძულებულია გამოუცხადოს ვასალიტეტი სახელმწიფოს, რომელიც ყალიბდება ჩრდილოეთით. ამავე პერიოდში კიდევ უფრო ჩრდილოეთით, მონღოლეთში ძალიან მნიშვნელოვანი პოცესები მიმდინარეობს, ისინი ტომური გაერთიანებების შექმნას იწყებენ.
ჩინეთმა მიიღო მხედველობაში ეს ახალი ძლიერი ძალა, რომელიც გამოჩნდა ჩრდლოეთით და გადაწყვიტა რომ ის შეიძლება ყოფილიყო მისი ახალი მოკავშირე ამ ჩრდილოეთის ბარბაროსებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად მიაღწიეს კიდეც შეთანხმებას თუკი გაერთიანებული ძალებით ჩინეთი და მონღოლეთი დაამხობდნენ ძინის დინასტიას ჩინეთი მიიღებდა სანაცვლოდ ხენანის პროვინციას და ნამდვილად გაილაშქრეს ერთად ძინის წინააღმდეგ. 1234 წელს დაეცა ძინი და ეს არის ამავე დროს თარიღი როცა მონღოლებმა მთლიანად დაიმორჩილეს ჩრდილოეთ ჩინეთი. თუმცა მას შემდეგ რაც მონღოლებმა მთლიანად თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ჩრდილოეთი აღარ სჭირდებათ სუნთნ მოკავშირეობა და უკვე შემდეგივე წელს 1235 წელს პირველად ილაშქრებენ სუნის წინააღმდეგ. თუმცა აქ დახვდათ იმაზე ბევრად უფრო დიდი წინააღმდეგობა,ვიდრე მოელოდნენ.1251 წელს მიიღეს გადაწყვეტლება, რომ გაორმაგებული სამხედრო ძალები გადმოესხათ ამ ტერიტორიაზე. და უკვე 1257 წლიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ალყაშია სუნი. ამ დროს მას უტევენ ჩრდილოეთ ჩინეთიდან, ტიბეტიდან.
1276 წელს მონღოლებმა მოახერხეს და ხუბილაი ხანის მეთაურობით დაიპყრეს სუნის დედაქალაქი ხანჭოუ. ეს არის წელი, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუნის დინასტია დაეცა და ამავე წელს ხუბილაი ხანმა გამოაცხადა მონღოლური იუანის სახელმწიფო - იუანის დინასტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 607.
- "A HISTORY OF CHINA", WOLFRAM EBERHARD (2004). ISO-8859-1