რელიგია ჩინეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელიგია ჩინეთში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა ჩინეთში. ჩინეთი ოფიციალურად ათეისტური სახელმწიფოა და არ გააჩნია სახელმწიფო რელიგია, მიუხედავად იმის, რომ ისტორიულად ჩინეთი მსოფლიოს ბევრი რელიგიური და ფილოსოფიური ტრადიციის აკვანი ან მასპინძელი იყო, მათ შორისაა კონფუციანიზმი და დაოსიზმი, მოგვიანებით ბუდიზმი - "სამი სწავლება", რომლებისგანაც ჩინეთის კულტურა შედგება. არ რელიგიურ სისტემებს შორის მკაფიო საზღვრები არ არსებობს - ისინი ერთმანეთს არ გამორიცხავენ და ხშირად ეჯაჭვებიან და ამდიდრებენ ერთმანეთს. XX ს-ის დასაწყისში დაიწყო რელიგიის ინსტიტუტის კრიტიკა მოაზროვნეების და ჩინოვნიკების მიერ, რომლებიც ნებისმიერ რელიგიას "ცრურწმენას" ეძახდნენ. შემდგომში დაიწყო კომუნისტური პარტიის მმართველობა - ის არ აღიარებდა არც ერთ რელიგიას და უკრძალავდა პარტიის წევრებს რელიგიურ პრაქტიკებში მონაწილეობას. შემდგომში, ჩინეთის კულტურული რევოლუციის ფარგლებში, განხორციელდა ბევრი ანტირელიგიური რეფორმა, რომელთა შედეგად რელიგია უმეტესად ფარული გახდა. შემდგომ წლებში კანონები შემსუბუქდა. დღეს ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად ცნობს ხუთ რელიგიას: ბუდიზმი, დაოსიზმი, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და ისლამი (თუმცა ჩინეთის კათოლიკური ეკლესია რომის კათოლიკური ეკლესიისგან დამოუკიდებელია). XXI საუკუნის დასაწყისიდან გაიზარდა სახელმწიფოს მიერ კონფუციანიზმის და ჩინური ხალხური რელიგიების აღიარება, როგორც ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის.

ხალხური რელიგია, ჩინეთში რწმენისა და რელიგიური პრაქტიკების ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემა გაჩნდა სულ მცირე, ძვ. წ. II ათასწლეულში შანგის და ჟოუს დინასტიის დროს. ამ პერიოდში გაჩნდა წარმოდგენები სამყაროზე და ბუნებრივ ძალებზე. ძირითადად, ჩინური ხალხური რელიგია გულისხმობს შენების ანუ სულების თაყვანისცემის. ეს შეიძლება იყოს ბუნების, წინაპრების, ისტორიული პირების, კულტურული გმირების და მითოლოგიური პერსონაჟების სულები. კონფუციანიზმის ფილოსოფია და რელიგიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა ჟოუს, დაოსიზმი კი ტანგის დინასტიის დროს. ტანგთა დინასტიის პერიოდში ასევე ფართოდ გავრცელდა ბუდიზმში და ამის საპასუხოდ კონფუციანელმა მოაზროვნეებმა განავითარეს ნეოკონფუციანიზმის ფილოსოფია.

რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინური ხალხური რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინური ხალხური რელიგია (შენიზმი) ეფუძვნება სულების (შენების) თაყვანისცემას და სამყაროს ჰარმონიულობის რწმენას, რომელზე ადამიანებიც ახდენენ გავლენას. ეს რელიგის "დიფუზიურ" რელიგიად ითვლება - ის არ არის ორგანიზებული და მისი სისტემის ზუსტი განსაზღვრება და სტრუქტურა არ არსებობს, მაგრამ მისი გავლენა ყოველ ეთნიკურ ჯგუფში და ყოველ სხვა რელიგიაში იგრძნობა [1]. ბოლო მონაცემებით ჩინელთა უმეტესობა გარკვეული ფორმით მისდევს ხალხურ რელიგიას. ხალხური რელიგიის რიტუალებს ასევე კონფუციონიზმი და დაოსიზმი აღიარებს. [2]

ბუდიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდიზმი ჩინეთში უმსხვილესი და ერთ-ერთი უძველესი ორგანიზებული რელიგიაა, რომელსაც მისდევს ასობით მილიონი ჩინელი. ყველაზე გავრცელებულია მაჰაიანას სკოლის ბუდიზმი, თუმცა მიმდევრები ჰყავს ასევე თერავადას სკოლის, ტიბეტურ ბუდიზმს და სხვა მიმდინარეობებს. ბუდიზმის ელემენტები გაიზავა ჩინურ ხალხურ რელიგიაშიც.

ქრისტიანობა და ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობ ჩინეთში VII საუკუნეში გაჩნდა, თუმცა ფართო გავრცელება მხოლოდ XVI საუკუნეში შეძლო იეზუიტი მისიონერების შემოსვლის შემდეგ [3]. XX საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობა ვრცელდებოდა, მაგრამ 1949 წლის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმის დამყარების შედეგად, უცხოელი მისიონერები განდევნეს და ეკლესია მთავრობის სრული კონტროლის ქვეშ მოიქცა. 1970-იანი წლების ბოლოს ქრისტიანთა რელიგიური თავისუფლებები გაუმჯობესდა და გაჩნდა ქრისტიანობის ახალი ჩინური მიმდინარეობები.

ისლამის გავრცელება უკავშირდება 651 წლის სად იბნ ალ ვაქასის დიპლომატიურ მისიას ჩინეთში მუჰამედის გარდაცვალებიდან თვრამეტი წლის შემდეგ. იმპერატორმა გაოცონგმა პატივისცემა გამოიჩინა ისლამის მიმართ და ააგო ჰუაიშენგის (ხსოვნის) მეჩეთი - ლეგენდის თანახმად თვოთ მუჰამედის პატივსაცემად. შემდგომში ისლამს თანდათან არაბი ვაჭრები და იმიგრანტები ავრცელებდნენ. ქალაქი ნანჯინგი ისლამის შესწავლის მბიშვნელოვანი ცენტრიც გახდა. ამჟამად მუსულმანობა და ქრისტიანობა უმცირესობის რელიგიებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ch'en, Kenneth K. S. (1972). Buddhism in China, a Historical Survey. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 0691000158.
  • Paper, Jordan D. (1995). The Spirits are Drunk: Comparative Approaches to Chinese Religion. Albany, NY: State University of New York Press. ISBN 0791423158.
  • Sterckx, Roel. Ways of Heaven. An Introduction to Chinese Thought. New York: Basic Books, 2019.
  • Wright, Arthur F. (1959). Buddhism in Chinese History. Stanford University Press. ISBN 0804705488.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://web.archive.org/web/20170722112103/http://www.china-zentrum.de/fileadmin/downloads/rctc/2017-2/RCTC_2017-2.26-53_Wenzel-Teuber__Statistics_on_Religions_and_Churches_in_the_PRC_%E2%80%93_Update_for_the_Year_2016.pdf
  2. https://www2.kenyon.edu/Depts/Religion/Fac/Adler/Reln270/Waldron-revivals.htm