მეცნიერება და ტექნოლოგია ჩინეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონგაის ხიდი

მეცნიერება და ტექნოლოგია ჩინეთში — სწრაფად განვითარდა ქვეყანაში 1990 – 2010 – იან წლებში. ჩინეთის მთავრობამ ყურადღება გაამახვილა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე, დაფინანსების, რეფორმისა და სოციალური სტატუსის მეშვეობით, ვინაიდან ეს იყო როგორც  ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური ნაწილი, ასევე ეროვნული პრესტიჟის საკითხი. ჩინეთი სწრაფად დაწინაურდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ინფრასტრუქტურა, მაღალტექნოლოგიური წარმოება, სამეცნიერო პუბლიკაციები, პატენტები და კომერციული პროგრამები. ქვეყანა დღეისათვის მსოფლიო ლიდერია ზოგიერთ სფეროში . ჩინეთი ახლა უფრო მეტად აქცენტს აკეთებს ადგილობრივ ინოვაციებზე და ცდილობს დარჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას.

როგორც ძველი, ისე თანამედროვე ჩინეთი ცნობილი იყო სამეცნიერო მოვლენებით (R&D) და მიღწევებით (აღმოჩენები, გამოგონებები და ა.შ.) [1]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეროვნული სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების ხარჯებმა 2012 წელს  შეადგინა დაახლოებით $ 166 მილიარდი. 2018 წელს ძირითად კვლევებზე გაწეული  მთავრობის ხარჯები იყო მშპ-ს 0.4% . 2019 წელს ჩინეთმა აჯობა შეერთებულ შტატებს მთლიანი კვლევითი ხარჯებით (ზოგიერთ სფეროში ტექნოლოგიურად მან უკვე აჯობა აშშ-ს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დაკარგა ლიდერობა ამ სფეროში - თუ 1990 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდიოდა ნახევარგამტარული მსოფლიო წარმოების 37%,  2021 წელს უკვე 12% იყო).

ჩინელი სტუდენტები შეადგენენ უცხოელ სტუდენტთა საერთო რაოდენობის მესამედს ამერიკის უნივერსიტეტებში, ხოლო ეთნიკური ჩინელები შეადგენენ ამერიკის ლაბორატორიებში დასაქმებულთა ნახევარზე მეტს; ჩინური გვარების მქონე ადამიანებზე მოდის აშშ – ს პატენტების 10%.

ქვეყანა მსოფლიო ლიდერია პატენტებზე განაცხადების რაოდენობით.

ჩინეთისთვის დამახასიათებელია "უცხოური ტვინების" აქტიური გამოყენება:  უცხოელი მეცნიერების რიცხვი  სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში 1989 წლიდან 2009 წლამდე 2,5 ათასიდან 480 ათასამდე გაიზარდა (შედარებისთვის, 2000-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით 1, 6 მილიონი მეცნიერი მუშაობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში).[2][3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაბეჭდი წიგნები, ფაიფური, აბრეშუმი, სარკეები, ქოლგები და ქაღალდის ფრანები იმ ყოველდღიური საგნების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც ჩინელებმა გამოიგონეს და რომლებსაც ხალხი დღემდე იყენებს მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ჩინელებმა ევროპელებამდე ათასი წლით ადრე განავითარეს ფაიფურის წარმოების ტექნოლოგია, ხოლო უკვდავების ელექსირის ძიებაში, დაოს ალქიმიკოსებმა შემთხვევით შექმნეს დენთის ფორმულა. მაგნიტური კომპასი შეიქმნა ინსტრუმენტის საფუძველზე, რომელიც გამოიყენებოდა გეომანტიისა და ფენ შუისთვის.

წიგნის ბეჭდვა: მოძრავი შრიფტის გამოგონებამ მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა ჩინურ საზოგადოებაზე და ტიპოგრაფების უმეტესობამ განაგრძო ძველი ფორმების გამოყენება. ევროპაში მოძრავი შრიფტის გამოგონებამ რევოლუცია მოახდინა —ლათინური ანბანის 30 დაბეჭდილი ფორმით მუშაობა უფრო ადვილია, ვიდრე 3000 ან მეტი იეროგლიფის ფორმით, რომლებიც გამოიყენება ჩინურ საგაზეთო გამოცემაში. იეროგლიფების ანაბეჭდების დამზადება ერთ დაბეჭდილ ფორმაზე ბევრად მეტ ძალისხმევას და ხარჯებს მოითხოვს.[4]

დარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტრონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუნჰუანგის რუკა, ვარსკვლავური რუკა, რომელიც აჩვენებს ჩრდილოეთ პოლარული რეგიონს. დაახლოებით 700. დუნჰუანგის ვარსკვლავური რუკა დღეს არის მსოფლიოში უძველესი სრული ვარსკვლავური ატლასი . ვარსკვლავური რუკების მთელი ნაკრები შეიცავს 1300-ზე მეტ ვარსკვლავს.

ასტრონომებმა, რომლებიც ძველ ჩინეთში ცას აკვირდებოდნენ, შექმნეს საკუთარი წარმოდგენა ციურ სხეულებზე —ჩინეთის თანავარსკვლავედები ნახსენებია ჩინეთის ტრადიციულ კულტურაში და ძალიან განსხვავდება ძველი ბერძნული ასტრონომიის საფუძველზე შექმნილი თანამედროვე თანავარსკვლავედებისგან.

დუნჰუანგის რუქა ან დუნჰუანგის ვარსკვლავური რუკა ერთ – ერთი ყველაზე ადრეულია, სადაც  ვარსკვლავების  გრაფიკული გამოსახულებაა ძველი ჩინური ასტრონომიის მიხედვით. იგი თარიღდება ტანგის დინასტიის დროიდან (618–907) და დღეს  მსოფლიოში ყველაზე ძველი სრულად შემონახული  ატლასია ვარსკვლავებზე.

Gaocheng (Dengfeng) ობსერვატორია — შუასაუკუნეების ობსერვატორია, სადაც ინახება მონუმენტური ასტრონომიული ინსტრუმენტები ტანის (723) და იუანის (1279) პერიოდებიდან.

პეკინის ძველი ობსერვატორია —  ამ ობსერვატორიისთვის ტელესკოპის გამოგონებამდე შეიქმნა იმ დროისათვის რევოლუციური ინსტრუმენტები  1442 წელს მინის დინასტიის დროს და გაუმჯობესდა ცინის დინასტიის დროს.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქსინლონგის სადამკვირვებლო სადგური ასტრონომიული ობსერვატორიაა, რომელიც დაარსდა 1980-იან წლებში იანშანის მთებში.

სპექტროსკოპი LAMOST, რომელიც მდებარეობს ქსინლონგის სადამკვირვებლო სადგურთან, პეკინთან ახლოს, ყველაზე დიდია ამ დრომდე,  მისი სიმაღლე 15 სართულიან შენობას აღემატება.

FAST რადიო ტელესკოპი ("სფერული ტელესკოპი ხუთასი მეტრის დიაფრაგმით", ასევე ცნობილი როგორც "ტიანიანი", "ზეციური თვალი"), 2016 წელს მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიო ტელესკოპი, მისი დიამეტრია 500 მეტრი.[5]

ფიზიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ფიზიკა ჩინეთში წარმოიშვა უძველესი დროიდან, მისი განვითარების პროცესი რამდენიმე ათას წელს ითვლის. ჩინური სიტყვა "ფიზიკა" ("wi" - "ნივთების კანონები") პირველად გვხვდება ჰანის ტრაქტატის  თავში "საიდუმლოების გამოკვლევა" ("Lan Ming Xun") (თუმცა, როგორც ჩანს, ეს ტერმინი გულისხმობდა მარტივი ფენომენის არსის ახსნას და ის არ შეიძლება გაიგივდეს თანამედროვე ფიზიკასთან). მინგის ეპოქის ბოლო წლებში მეცნიერების სახელი "ფიზიკა"  რომელიც დასავლეთიდან მოვიდა, ითარგმნა როგორც "geuxue" ("მეცნიერება ნივთების არსის გააზრების შესახებ") ან "gezhisue" ( "მეცნიერება საგნების ბუნების გააზრების შესახებ"). XIX საუკუნის 90-იან წლებში. ჩინურ ენაში იაპონური ნათარგმნი სახელმძღვანელოებიდან შემოვიდა  სიტყვა "ულისიუე", რაც დღეს ფიზიკას ნიშნავს.

ფიზიკა თანამედროვე მეცნიერების სახით  ჩინეთში მხოლოდ 1840-იანი წლების ოპიუმის ომის შემდეგ შევიდა. ევროპელმა მისიონერებმა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩინეთში გაავრცელეს ცოდნა თანამედროვე ფიზიკის შესახებ და მეცნიერული მეთოდები.

EAST (Experimental Advanced Superconducting Tokamak) — ექსპერიმენტული სუპერგამტარ ტოკამაკი ქალაქ ჰეფეიში, ეკუთვნის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის ინსტიტუტს და საერთაშორისო ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის შექმნის პროგრამის ნაწილია. იგი წარმოადგენს HT-7 ტოკამაკის მოდიფიკაციას, რომელიც აშენდა 1990-იანი წლების დასაწყისში.

კოსმოსური კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის ყველაზე ძლიერი გამშვები რაკეტა Long March 5

მულტიდისციპლინარული ასტრონავტიკის წყალობით 2003 წლიდან ჩინეთი გახდა მსოფლიოში მესამე კოსმოსური სუპერ ძალა, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს დაკომპლექტებულ ფრენებს.

1990 წლიდან, ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკამ დაიწყო კომერციული გაშვებები და 1990–2012 წლებში  ორბიტაზე 43 უცხოური სატელიტი გაგზავნა.  2012 წლის ივლისის მონაცემებით, ჩინეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა (ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ) მოქმედი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების რაოდენობით (96, მათ შორის 87, რომლებიც ორბიტაზე გაუშვეს).[6][7][8]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სახელმწიფო ასიგნებების წილი განათლების საერთო დაფინანსებაში 2000–2011 წლებში 66.5% -დან 77.8% -მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლის განსაკუთრებით მკვეთრი ნახტომი 2005–2011 წლებში მოხდა. ამავე დროს, მთავრობა მხარს უჭერს კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციებს; პირველი "კანონი კერძო განათლების ხელშეწყობის შესახებ" ძალაში შევიდა 2003 წლის 1 სექტემბერს.[9][10][11]

უმაღლესი განათლება: ჩინეთის უნივერსიტეტები აზიის საუკეთესო სასწავლებლების  ჩამონათვალში შედის. მრავალი მათგანის მიერ გაცემული დიპლომები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპასა და ამერიკაში.[12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Country Studies - China - Federal Research Division - The Library of Congress". loc.gov.
  2. Justin Yifu Lin (2011). "Demystifying the Chinese Economy"[მკვდარი ბმული] (PDF). Cambridge University Press, Preface xiv.
  3. "China dominates top supercomputers list". BBC News. November 13, 2017.
  4. Yip, George; McKern, Bruce (April 8, 2016). China's Next Strategic Advantage:from Imitation to Innovation. Boston: MIT Press 2016. ISBN 9780262034586.
  5. Daniels, Guy (September 22, 2017). "China Telecom deploys 5G-oriented C-RAN fronthaul network"[მკვდარი ბმული]. TelecomTV.
  6. Tania Branigan (September 20, 2010). "China could make moon landing in 2025". the Guardian. London.
  7. 颜筱箐. "China's growing space industry to become leading force". china.org.cn.
  8. Mike Wall (July 6, 2016). "China Finishes Building World's Largest Radio Telescope". Space.com. Retrieved April 6, 2018.
  9. "PISA 2018 Insights and Interpretations" (PDF).
  10. The PIE News. "International Education News l The PIE News l Number of returning Chinese students up 38%". thepienews.com.
  11. Cook, Chris (December 7, 20110) "Shanghai tops global state school rankings" Financial Times retrieved June 28, 2012
  12. "Which countries have the smartest kids?". World Economic Forum. Retrieved May 10, 2020.