ტანის დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტანის დინასტია 700 წელს.
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჯოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჯოუ
 აღმოსავლეთი ჯოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამთავროების პერიოდი
იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთის ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთის ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჯოუ 690–705)
5 მონარქია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

ტანის დინასტია (18 ივნისი 618 — 4 ივნისი 907, ჩინ. 唐朝, ტანჩაო) — ჩინეთის იმპერატორთა დინასტია. დინასტიის დამაარსებლად მიიჩნევენ გაოცზუს. მისი შვილი იმპერატორი ლი შიმინი, გლეხთა აჯანყებისა და სეპარატისტი ფეოდალების საბოლოო დამარცხების შემდეგ იწყებს პროგრესული პოლიტიკის გატარებას. ტრადიციულად, ტანის დინასტიის ეპოქა ჩინურ ისტორიოგრაფიაში მიიჩნევა ქვეყნის უმაღლესი ძლიერების ხანად, როდესაც იგი განვითარების დონით უსწრებს თავისი პერიოდის ყველა ქვეყანას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  ჩინეთის ტერიტორია ტანის დინასტიის დროს.
  ჩინეთის გავლენის სფერო

ტანის დინასტია დააარსა გაოცზუმ (ლი-იუანი), წარმოშობით ჩრდილოეთ ჩინელმა მსხვილმა მიწათმფლობელმა, რომელიც ტობასცების ტომის წარმომადგენელი იყო. ლი-იუანმა თავის შვილ ლი შიმინთან ერთად გაიმარჯვა სამოქალაქო ომში სუის დინასტიის უკანასკნელი მეფის იან-დის წინააღმდეგ და 618 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე ადის სამეფო ტახტზე სამეფო სახელით გაოცზუ. მოგვიანებით მას ტახტიდან გადააყენებს საკუთარი შვილი, მაგრამ ტანის დინასტია ხელისუფლების სათავეში რჩება 907 წლამდე 690-705 წლების გამოკლებით, როდესაც ხელისუფლებაში იყო იმპერატრიცა ვუ ზეტიანი (ე. წ. მეორე ჯოუ)[1].

იდეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად დინასტიის მმართველობის მთავარი მიზანი იყო ინტენსიური კულტურული გაცვლა ორ რეგიონს ჩინეთშა და სტეპს შორის. ჩინეთისა და სტეპის გაერთიანების იმპერიული იდეა ტანის დინასტიის იმპერატორების პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი მიმართულება იყო საშინაო და საგარეო პოლიტიკაში[1].

კულტურა და ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანის დინასტიის მმართველობის პერიოდში აყვავდა სოფლის მეურნეობა, კუსტარული მრეწველობა და ვაჭრობა. ახალ წარმატებებს მიაღწიეს ქსოვის ტექნიკაში, მეტალურგიაში და გემთმშენებლობაში. მთელი ქვეყანა დაფარული სახმელეთო და სამდინარო გზების ქსელებით. ჩინეთმა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა დაამყარა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა იაპონია, კორეა, ინდოეთი, სპარსეთი და არაბეთი.

განვითარდა მეცნიერება და ტექნიკა. 725 წელს ხელოსნებმა ი სინმა და ლიან ლიცზანმა დააპროექტეს და შექმნეს პირველი მექანიკური საათი ანკერის მექანიზმის გამოყენებით. განვითარდა დენთის იარაღის წარმოება: ფეიერვერკები, რაკეტები და „ცეცხლოვანი გველები“ ფლოტში.

განვითარდა ჩაის სმის ცერემონიალი. ჩაი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა სამკურნალოდ და ითვლებოდა ჩინეთის კულტურის განუყოფელ ნაწილად. ჩინურმა კლასიკურმა ლიტერატურამ უკვდავყო ტანის დინასტიის ჩაის სმის ცერემონიის ოსტატების სახელი - ლუ ტუნი და ლუ იუია.

დაქვეითება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანის დინასტიის დაქვეიტების ზუსტი მიზეზები არა ცნობილი, მაგრამ VIII საუკუნის დასაწყისში გახშირდა აჯანყებები და საომარი მარცხები, რამაც განაპირობა ცენტრალური ხელისუფლების დაქვეითება. ტანის დინასტიას შეუტიეს არაბებმა. ტალასის ბრძოლის დროს (751 წ.) ჩინეთის ჯარი დამარცხდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა. ამ მოვლენებიდან ძალიან მალე მოხდა ან ლუშანის აჯანყება (756-761 წწ.), რომელმაც დაანგრია წლების მანძილზე ნაშენები ქვეყანა. ან ლუშანმა შექმნა იანის სახელმწიფო (756-763 წწ.), რომელმაც დაიკავა ორივე დედაქალაქი (ჩანანი და ლოიანი) და ქვეყნის დიდი ტერიტორია. დინასტია დასუსტდა და ვერასოდეს ვეღარ მიაღწია არსებულ დიდებას. იმპერიამ კონტროლი დაკარგა ცენტრალურ აზიაზე.

858 წელს დიდი არხის რეგიონში საშინელი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი. ჩინელების რწმენა, რომ ისინი ღვთის რჩეული ხალხია, შეირყა და მოსახლეობა ფიქრობდა, რომ დინასტიის წარმომადგენლებმა დაკარგეს ტახტზე ყოფნის უფლება. ამას ტან დაერთო 873 წლის საშინელი მოუსავლიანობა. ათობით ათასი ადამიანი შიმშილობდა.

ტრადიციული ჩინური ისტორიოგრაფიის მიხედვით ტანის დინასტიის დასუსტება გამოიწვია იმპერატორის კარზე საჭურისების გაძლიერებამ.

დინასტიის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანის დინასტიის მმართველობის ბოლო პერიოდში შესუსტდა ცენტრალური ხელისუფლება და გაძლიერდა პროვინციის სამხედრო გუბერნატორები, რომლებიც ისე იქცეოდნენ, როგორც დამოუკიდებელი მმართველები. იმპერატორების არაკომპეტენტურობამ და თანამდებობის პირების კორუფციამ, ამასთან ერთად გვალვამ და შიმშილობამ გამოიწვია მთელი რიგი აჯანყებები. უკანასკნელი დამანგრეველი აჯანყება იყო ხუან ჩაოს აჯანყება. ამბოხებულებმა ხელში ჩაიგდეს და გაანადგურეს ორივე დედაქალაქი. აჯანყება 10 წელი მიმდინარეობდა და დინასტიას უკვე აღარ შეეძლო ფეხზე დგომა მსგავსი დარტყმების შედეგად. დინასტიის უკანასკნელი იმპერატორი ლი ჯუ დაამხო ტაი-ცზუმ 907 წელს. მან შექმნა ხოუ ლიანის დინასტია. მისი გადატრიალების შედეგად ჩინეთის ისტორიაში დაიწყო 5 მონარქიისა და 10 სამეფოს პერიოდი (907-960 წწ.).

იმპერატორების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანის დინასტია (618—690, 705—907)
ტაძრის სახელი პირადი სახელი მმართველობა მმართველობის პერიოდის დევიზი და წლები
ისტორიულად ყველაზე გავრცელებული ფორმა ტანი + ტაძრის სახელი
ტანის დინასტია (618—690)
გაო-ცზუ
高祖 Gāozǔ
ლი იუანი
李淵 Lǐ Yuān
618—626
ტაი-ცზუნი
太宗 Tàizōng
ლი შიმინი
李世民 Lǐ Shìmín
627—649
  • ჯენგუანი (貞觀 Zhēnguān) 627—649
გაოცზუნი
高宗 Gāozōng
ლი-ჯი
李治 Lǐ Zhì
650—683
  • იუნხუეი (永徽 Yǒnghūi) 650—655
  • სიანცინი (顯慶 Xiǎnqìng) 656—661
  • ლუნშო (龍朔 Lóngshuò) 661—663
  • ლინდე (麟德 Líndé) 664—665
  • ციანფენი (乾封 Qiánfēng) 666—668
  • ცზუნჟანი (總章 Zǒngzhāng) 668—670
  • სიანხენი (咸亨 Xiánhēng) 670—674
  • შანიუანი (上元 Shàngyuán) 674—676
  • იფენი (儀鳳 Yífèng) 676—679
  • ტიაოლუ (調露 Tiáolù) 679—680
  • იუნლუნი (永隆 Yǒnglóng) 680—681
  • კაიიაო (開耀 Kāiyào) 681—682
  • იუნჩუნი (永淳 Yǒngchún) 682—683
  • ხუნდაო (弘道 Hóngdào) 683
ჯუნ-ცზუნი
中宗 Zhōngzōng
ლი სიანი
李顯 Lǐ Xiǎn
ან ლი ჯე
李哲 Lǐ Zhé
684
და (705—710)
  • სიშენი (嗣聖 Sìshèng) 684
ჟუი-ცზუნი
睿宗 Rùizōng
ლი დანი
李旦 Lǐ Dàn
684—690
და (710—712)
  • ბენმინი (文明 Wénmíng) 684
  • გუანჯაი (光宅 Guāngzhái) 684
  • ჩუიგუნი (垂拱 Chúigǒng) 685—688
  • იუნჩანი (永昌 Yǒngchāng) 689
  • ცზაიჩუ (載初 Zàichū) 690
ჯოუს დინასტია (690—705)
ისტორიულად ყველაზე გავრცელებული ფორმა ტანი + გარდაცვალების შემდეგი სახელი
ვუ ზეტიანი
武則天 Wǔ Zétiān
(არ ჰქონდა ოფიციალური
ტაძრის სახელი)
უ ხოუ
聖神 Shèng Shén
690—705
  • ტიანშოუ (天授 Tiānshòu) 690—692
  • ჟუი (如意 Rúyì) 692
  • ჩანშოუ (長壽 Chángshòu) 692—694
  • იანცზაი (延載 Yánzài) 694
  • ჯენშენი (證聖 Zhèngshèng) 695
  • ტიანცევანსუი (天冊萬歲 Tiāncèwànsùi) 695—696
  • ვანსუიდენფენი (萬歲登封 Wànsùidēngfēng) 696
  • ვანსუიტუნტიანი (萬歲通天 Wànsùitōngtiān) 696—697
  • შენგუნი (神功 Shéngōng) 697
  • შენლი (聖曆 Shènglì) 698—700
  • ცზიუში (久視 Jiǔshì) 700
  • დაცზიუი (大足 Dàjú) 701
  • ჩანანი (長安 Cháng'ān) 701—705
ტანის დინასტიის გაგრძელება (705—907)
ჯუნ-ცზუნი (中宗)
(მეორე მმართველობა)
ლი სიანი (李顯)
ან ლი ჯე (李哲)
(და 684)
705—710
  • შენლუნი (神龍Shénlóng) 705—707
  • ცზინლუნი (景龍Jǐnglóng) 707—710
გარდაცვალების შემდეგი სახელი შაო-დი
殤帝 Shàodì
ლი ჩუნმაო
李重茂 Lǐ Chóngmào
710
  • ტაილუნი (唐隆 Tánglóng) 710
ჟუი-ცზუნი
睿宗 Rùizōng
ლი დანი
李旦 Lǐ Dàn
(და 684—690),
710—712
  • ცზინიუნი (景雲Jǐngyún) 710—711
  • ტაიცზი (太極Tàijí) 712
  • იანხე (延和Yánhé) 712
სიუან-ცზუნი
玄宗 Xuánzōng
ლი ლუნცზი
李隆基 Lǐ Lóngjī
712—756
  • სიანტიანი (先天 Xiāntiān) 712—713
  • კაიიუანი (開元 Kāiyuán) 713—741
  • ტაინბაო (天寶 Tiānbǎo) 742—756
სუ-ცზუნი
肅宗 Sùzōng
ლი ხენი
李亨 Lǐ Hēng
756—762
  • ჯიდე (至德 Zhìdé) 756—758
  • ციანიუანი (乾元 Qiányuán) 758—760
  • შანიუანი (上元 Shàngyuán) 760—761
დაი-ცზუნი
代宗 Dàizōng
ლი იუ
李豫 Lǐ Yù
762—779
  • ბაოინი (寶應 Bǎoyìng) 762—763
  • გუანდე (廣德 Guǎngdé) 763—764
  • იუნტაი (永泰 Yǒngtài) 765—766
  • დალი (大曆 Dàlì) 766—779
დე-ცზუნი
德宗 Dézōng
ლი კო
李适 Lǐ Guā
780—805
  • ცზიანჯუნი (建中 Jiànzhōng) 780—783
  • სინიუანი (興元 Xīngyuán) 784
  • ჯენიუანი (貞元 Zhēnyuán) 785—805
შუნ-ცზუნი
順宗 Shùnzōng
ლი სუნი
李誦 Lǐ Sòng
805
  • იუნჯენი (永貞 Yǒngzhēn) 805
სიან-ცზუნი
憲宗 Xiànzōng
ლი ჩუნი
李純 Lǐ Chún
806—820
  • იუანხე (元和 Yuánhé) 806—820
მუ-ცზუნი
穆宗 Mùzōng
ლი ჰენი
李恆 Lǐ Héng
821—824
  • ჩანცინი (長慶 Chángqìng) 821—824
ცზინ-ცზუნი
敬宗 Jìngzōng
ლი ჯანი
李湛 Lǐ Zhàn
824—826
ბენ-ცზუნი
文宗 Wénzōng
ლი ანი
李昂 Lǐ Áng
826—840
  • ბაოლი (寶曆 Bǎolì) 826
  • დაჰე (大和 Dàhé) ან ტაიჰე (Tàihé 太和) 827—835
  • კაიცენი (開成 Kāichéng) 836—840
უ-ცზუნი
武宗 Wǔzōng
ლი იანი
李炎 Lǐ Yán
840—846
  • ჰუეიჩანი (會昌 Hùichāng) 841—846
სიუან-ცზუნი
宣宗 Xuānzōng
ლი ჩენი
李忱 Lǐ Chén
846—859
  • დაჩუნი (大中 Dàchōng) 847—859
ი-ცზუნი
懿宗 Yìzōng
ლი ცუი
李漼 Lǐ Cǔi
859—873
  • დაჩუნი (大中 Dàchōng) 859
  • სიანტუნი (咸通 Xiántōng) 860—873
სი-ცზუნი
僖宗 Xīzōng
ლი სიუანი
李儇 Lǐ Xuān
873—888
  • სიანტუნი (咸通 Xiántōng) 873—874
  • ციანფუ (乾符 Qiánfú) 874—879
  • გუანმინი (廣明 Guǎngmíng) 880—881
  • ჯუნხე (中和 Zhōnghé) 881—885
  • გუანცი (光啟 Guāngqǐ) 885—888
  • ვენდე (文德 Wéndé) 888
ჯაო-ცზუნი
昭宗 Zhāozōng
ლი ე
李曄 Lǐ Yè
888—904
  • ლუნცზი (龍紀 Lóngjì) 889
  • დაშუნი (大順 Dàshùn) 890—891
  • ცზინფუ (景福 Jǐngfú) 892—893
  • ციანინი (乾寧 Qiánníng) 894—898
  • გუანჰუა (光化 Guānghuà) 898—901
  • ტიანფუ (天復 Tiānfù) 901—904
  • ტიანიუ (天佑 Tiānyòu) 904
გარდაცვალების შემდეგი სახელი აი-დი
哀帝 Āidì
ან ჯაო სიუან-დი
昭宣帝 Zhāoxuāndì
ლი ჯუ
李柷 Lǐ Zhù
904—907
  • ტიანიუ (天佑 Tiānyòu) 904—907

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Abramson, Marc S. (2008), Ethnic Identity in Tang China, Philadelphia: University of Pennsylvania Press, ISBN 978-0-8122-4052-8
  • Barrett, Timothy Hugh (2008), The Woman Who Discovered Printing, Great Britain: Yale University Press, ISBN 978-0-300-12728-7
  • Cotterell, Arthur (2007), The Imperial Capitals of China: An Inside View of the Celestial Empire, London: Pimlico, ISBN 978-1-84595-009-5
  • de la Vaissière, E. (2005), Sogdian Traders. A History, Leiden: Brill, ISBN 90-04-14252-5
  • Schafer, Edward H. (1967), The Vermilion Bird: T'ang Images of the South, Berkeley and Los Angeles: University of California Press
  • Wang, Zhenping (2013), Tang China in Multi-Polar Asia: A History of Diplomacy and War, ISBN 978-0-8248-3644-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]