ლილი კოლინზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლილი კოლინზი
Tolkien (47748801472) Cropped.jpg
ლილი 2019 წელს, ფილმ „ტოლკინის“ პრემიერაზე
დაბ. სახელი ლილი ჯეინ კოლინზი
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1989 (1989-03-18) (31 წლის)
გუილდფორდი, სურეი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი, ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მოდელი
  • მწერალი
აქტიური 1992-დღემდე
მშობლები მამა: ფილ კოლინზი
დედა: ჯილ ტაველმენი
ნათესავები საიმონ კოლინზი
ჯოელი კოლინზი
ხელმოწერა Lily Collins' Signature.png

ლილი ჯეინ კოლინზი (ინგლ. Lily Collins; დ. 18 მარტი, 1989) — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მწერალი.[1]

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელი მუსიკოსის, ფილ კოლინზის და ამერიკელის, ჯილ ტაველმანის ქალიშვილი. დაიბადა სურეიში.[2] როდესაც, 1996 წელს, ლილის მშობლები განქორწინდნენ, კოლინზი დედასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მან დაამთავრა „ჰარვარდ-ვესტლეიკის სკოლა“, ხოლო სწავლა „სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში“ განაგრძო, სადაც იგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.[3] ლილის, მამის პირველი ქორწინებიდან, ორი ნახევარ და-ძმა ჰყავს, ბრიტანელ-ინგლისელი მუსიკოსი, საიმონ კოლინზი და კანადელ-ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერი ჯოელი კოლინზი, მამის მესამე ქორწინებიდან ჰყავს ორი უმცროსი ნახევარძმა. მოზარდობის პერიოდში მას ჰქონდა წონის პრობლემები, რაც შემდგომ თავის წიგნში ასახა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი ესპანეთის ჟურნალმა, Glamour-მა წლის საერთაშორისო მოდელად დაასახელა მას შემდეგ, რაც 2007 წელს ლილიმ Chanel-ის ტანისამოსი მოირგო, Hotel de Crillon-ში.

2009 წელს იგი გამოჩნდა დრამა სერიალის „90210“-ის ორ ეპიზოდში. ამავე წელს გადაღებული იქნა ბიოგრაფიულ ფილმში, სახელად „უხილავი მხარე“, სადაც მან ქოლინს ტუჰის როლი შეასრულა. 2011 წელს მან მღვდლის ქალიშვილის ლუსის როლი მოირგო, ფილმ „მღვდელში“. MTV Networks' NextMovie.com-მა 2011 წელს, დაასახელა იმ მსახიობებს შორის, რომელსაც 2011 წელს უნდა უყურო. 2011 წელს ასევე გადაღებული იქნა ფილმ „დევნაში“, სადაც მან მონაწილეობა ტეილორ ლოტნერთან[4] ერთად მიიღო. მან ფანტაზიური ჟანრის ფილმში, „ფიფქიაში“ სნოუ ვაითის როლი შეასრულა. ბრიტანელი რობი ქოლინი, გაზეთ The Daily Telegraph-ში ქოლინსის შესახებ წერს: „მას აქვს სენსაციური, თითქმის სრულყოფილი სახე კინოსთვის.“ [5]ქოლინზმა თავისი სასიმღერო კარიერის დებიუტი, ფილმში შექმნა, როდესაც „I Believe (in Love)“-ის ქავერი შეასრულა. ფილმ „სიკვდილის იარაღი:ძვლების ქალაქი“-ში, კლერი ფრეის როლის შესრულებით, მან ფართო აღიარება მოიპოვა და ნომინირდა Teen Choice Award-სა და MTV Movie Award-ზე.

იგი ასევე ცნობილია, თავისი შესრულებული როლებით, ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „სიყვარულში გაჭედილი“ (2012), „ინგლისურის მასწავლებელი“ (2013), „სიყვარულით როზი“ (2014). 2016 წელს მან New Hollywood Film Award-ი მოიგო, და ნომინირდა ოქროს გლობუსის ნომინაციაზე

2019 წელს იგი დრამატულ ფილმში „საოცრად ავი, შოკისმომგვრელად ბოროტი და საზარელი“ ზაკ ეფრონთან ერთად იქნა გადაღებული, მან ელიზაბეტ კენდალის როლი შეასრულა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქოლინსმა 2013 წელს განაცხადა რომ მას არ მოსწონს პირადი ურთიერთობების მედიაში გაშუქება, რადგან მისი მშობლების განქორწინების ერთ-ერთი მიზეზი მედია გახდა. [6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Willis, Jackie. 10 Things You Didn't Know About Lilly Collins. Lily Collins. ციტირების თარიღი: 26 February 2019
  2. Lansden, Pamela. (10 April 1989) Take One. People. ციტირების თარიღი: 29 November 2009.
  3. People
  4. Sneider, Jeff. (15 April 2010) Lily Collins Joins Taylor Lautner in 'Abduction'. TheWrap.
  5. Collin, Robbie. (30 March 2012) Mirror, Mirror – review. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 30 March 2012.
  6. Lily Collins in awe of Depp. The Belfast Telegraph (6 August 2013). ციტირების თარიღი: 15 August 2015.