Against All Odds (Take a Look at Me Now)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Against All Odds (Take a Look at Me Now)“
სინგლიფილ კოლინზი
ალბომიდან Against All Odds
გამოსვლის თარიღი თებერვალი 1984 (აშშ)
31 მარტი 1984 (ბრიტანეთი)
ჩაიწერა 1983
ჟანრი პოპ-როკი, სოფტ-როკი
ხანგრძლივობა 3:23
ხმისჩამწერი ლეიბლი Atlantic Records
ავტორ(ებ)ი ფილ კოლინზი
პროდიუსერი არიფ მარდენი
ფილ კოლინზი — სინგლების ქრონოლოგია
„Like China“
(1983)
Against All Odds (Take a Look at Me Now)
(1984)
„Easy Lover“
(1984)

Against All Odds (Take a Look at Me Now)“ (ქართ. ყოველგვარი უცნაურობის მიუხედავად) — ინგლისელი მომღერალ და სიმღერების ავტორ ფილ კოლინზის სიმღერა და სინგლი, რომელიც შეტანილია ფილმში „ყოველგვარი უცნაურობის მიუხედავად“. იგი კოლინზის ერთ-ერთი პოპულარული რომანტიკული ბალადაა, რომლის პერსონაჟი მისგან წასულ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. პირველად კოლინზის კარიერაში სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ პოზიციაზე.

სიმღერა შემდგომში შესრულებული იქნა სხვა მუსიკოსების მიერ, რომელთა ვერსიები წარმატებული იყო აშშ-სა და ბრიტანეთში. აღსანიშნავია მერაია კერისა და ჯგუფ Westlife-ის ვერსია, რომელიც ბრიტანეთში 2000 წლის სექტემბერში პირველ პოზიციაზე მოხვდა.[1]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფილ კოლინზი - Against All Odds (Take A Look At Me Now) - 3:24
  2. ლარი კარლტონი და მიშელ კოლომბიე - The Search (Main Title Theme From „Against All Odds“) - 3:33

მერაია კერის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Against All Odds (Take a Look at Me Now)“
სინგლიმერაია კერი
ალბომიდან Rainbow
გამოსვლის თარიღი 3 ოქტომბერი 2000
ჟანრი პოპი, R&B
ხანგრძლივობა 3:25
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia Records
პროდიუსერი მერაია კერი, ჯეიმზ ჰარის III და ტერი ლუისი
მერაია კერი — სინგლების ქრონოლოგია
„Crybaby“/„Can't Take That Away (Mariah's Theme)“
(2000)
Against All Odds (Take a Look at Me Now)
(2000)
„Loverboy“
(2001)

„Against All Odds“ ერთ-ერთი სინგლია მერაია კერის ალბომიდან Rainbow. მისი პროდიუსერები არიან კერი, ჯეიმზ ჰარის III და ტერი ლუისი. იგი გამოვიდა 2000 წლის 3 ოქტომბერს.

სიმღერა აშშ-ში კომერციული ან რადიო სინგლის სახით არ გამოსულა. იგი უკანასკნელი სინგლია, რომელიც მერაიამ Columbia Records-სთან თანამშრომლობით ჩაწერა. სიმღერა რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო ოცეულში შევიდა, საუკეთესო შედეგი კი ნორვეგიის ჩარტში აჩვენა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. „Against All Odds“ კერიმ ცოცხლად არაერთხელ შეასრულა, მათ შორის თავის ძველ სკოლაში გამართულ მინი-კონცერტზე, სახელად „The Mariah Carey Homecoming Special“.

მერაია კერისა და Westlife-ის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე თვის შემდეგ, 2000 წლის სექტემბერში კერისა და Westlife-ის დუეტი გამოვიდა, როგორც ამ უკანასკნელის მეორე ალბომის Coast to Coast პირველი სინგლი. მერაიას სიმღერა ხელახლა არ ჩაუწერია, თუმცა მის სოლო ვერსიასთან შედარებით მუსიკა ოდნავ შეცვლილია. გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში სიმღერა უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე კერის სოლო ვერსია.[2] ამ ქვეყნებში მან პირველი ადგილი დაიკავა, გაერთიანებულ სამეფოში კი იგი კერის მეორე #1 სინგლი გახდა. საერთო ჯამში, გაერთიანებულ სამეფოში სიმღერის 375,000 ეგზემპლარი გაიყიდა.[3] სიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წერენ კერი და Westlife მას სტუდიაში და როგორ მოგზაურობენ ისინი კუნძულ კაპრიზე. გაერთიანებულ სამეფოში ასევე გამოვიდა ამავე ვერსიის Westlife-ის ქავერი.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stark, David (2002-11-16). „Collin's Writing Yields Hits For Many“. Billboard: 38. ციტირების თარიღი: 2011-09-03.
  2. Bronson, Fred (2000-11-18). „Found The 'Love' Of A Westlife Time“. Billboard: 124. ციტირების თარიღი: 2011-09-03.
  3. Mariah Carey official top 20 best-selling singles in the UK დაარქივებული 2011-06-06 საიტზე Wayback Machine. MTV. retrieved: 2010-05-03.
  4. Westlife Against All Odds UK DOUBLE CD SINGLE SET (166322). Eil.com (2000-09-22). ციტირების თარიღი: 2011-11-12.