ახალქალაქის მაზრა
ახალქალაქის მაზრა (რუს. Ахалкалакский уезд) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1874 წელს (გამოეყო ახალციხის მაზრას). ადმინისტრაციული ცენტრი — ახალქალაქი, მოიცავდა ახლანდელ ახალქალაქის, ნინოწმინდის და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. ახალქალაქის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართობი — 2739 კმ² (1905), დასახლებული პუნქტი — 111, მოსახლეობა — 84,2 ათ. კაცი (1906) — ქართველები, სომხები, ბერძნები, ქურთები და სხვები. ქართველების ხვედრითი წონა აქ ჯერ კიდევ რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის დროს შემცირდა, შემდგომში რუსეთის იმპერიის კოლონიზატორული პოლიტიკის შედეგად კიდევ უფრო იკლო. მუსლიმ ქართველთა დიდი ნაწილი ოსმალეთის ცენტრალურ რეგიონებში გადასახლდა. მათ ადგილზე რუსეთის იმპერიამ დაამოსახლა ოსმალეთიდან დევნილი ქრისტიანი სომხები და ბერძნები.
1897 წლის აღწერით მოსახლეობის 35,5%-ს შეადგენდნენ თურქები, 22% – სომხები, 18% –აზერბაიჯანელები, 17,7% – ქართველები, 2,5% – რუსები.[1]
1917 წლისთვის მაზრის მოსახლეობა აღემატებოდა 100 ათასს, მათ შორის ქართველები – დაახლოებით 22 ათასი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 287-288.
- ნოზაძე ვ., „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, თბ.: საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 275, ISBN 978-9941-13-771-6.