კაპოშვარი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
კაპოშვარი Kaposvár | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მედიე | შომოდი | ||||
| კოორდინატები | 46.36383°00′00″ ჩ. გ. 17.78225°00′00″ ა. გ. / 46.36383° ჩ. გ. 17.78225° ა. გ. | ||||
| მერი | Károly Szita | ||||
| ფართობი | 113,59 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 153 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||
| მოსახლეობა | 67 979 კაცი (2011) | ||||
| სიმჭიდროვე | 598,3 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| სატელეფონო კოდი | (+36)82 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 7400 | ||||
| ოფიციალური საიტი | kaposvar.hu | ||||
კაპოშვარი (უნგრ. Kaposvár; გერმ. Ruppertsburg; თურქ. Kapoşvar; სლოვ. Rupertgrad; ხორვატ. Kapošvar; სერბ. Капошвар) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უნგრეთში, ბალატონის ტბის სამხრეთით. იგი სამხრეთ დუნაისგადაღმა მეორე უდიდესი ქალაქია და წარმოადგენს შომოდის მედიეს ადმინისტრაციულ, სამრეწველო, ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცენტრს. კაპოშვარში ასევე არის რომანულ-კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის რეზიდენცია.
ქალაქი გაშენებულია დედაქალაქ ბუდაპეშტიდან 186 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე კაპოშის ორივე ნაპირზე. ბალატონის ტბიდან დაშორებულია დაახლოებით 50 კმ-ით.
სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან „kapu“ and „vár“, რაც უნგრულად „ჭიშკარსა“ და „ციხეს“ ნიშნავს.
ლეგენდის თანახმად, ქალაქი შვიდ ბორცვზე დაარსდა, რომის მსგავსად. არეალი დასახლებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 5 000 წლისთვის. დაახლოებით ძვ. წ. 400 წლისთვის აქ კელტები დასახლდნენ. ახ. წ. 9-107 წლებში ქალაქი რომის პანონიას მიეკუთვნებოდა. მომდევნო წლებში აქ მრავალი სხვადასხვა ხალხი სახლობდა, ძირითადად გერმანული და ილირიული ტომები. 900 წელს, დამპყრობელ უნგრელებს ამ მიწაზე სლავური და გერმანული სოფლები დახვდათ.