დასახლებული პუნქტი
იერსახე
დასახლებული პუნქტი — მოსახლეობის გაერთიანება განაშენიანებული მიწის ნაკვეთზე. დასახლებული პუნქტის აუცილებელი პირობაა მისი მუდმივი გამოყენება სამოსახლოდ. დასახლებული პუნქტი მოსახლეობის გეოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი მეცნიერული კატეგორიაა. მის მრავალგვარობას, მატერიალურ ფორმებს განსაზღვრავს საერთო სოციალურ-ეკონომიკური პირობები და საწარმოო ძალთა დონე. ამავე დროს დასახლებული პუნქტის საერთო სახე, მისი ნაგებობები ასახავს მატერიალური კულტურის ეროვნულ ხასიათს, ხალხის ტრადიციებს. დასახლებული პუნქტის ბუნებრივი გარემოცვა გავლენას ახდენს მის მატერიალურ ფორმირებაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 394.