შინაარსზე გადასვლა

კეჩკემეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კეჩკემეტი
Kecskemét

ქალაქის მერია და ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
მედიე ბაჩ-კიშკუნი
კოორდინატები 46°54′22″ ჩ. გ. 19°41′23″ ა. გ. / 46.90611° ჩ. გ. 19.68972° ა. გ. / 46.90611; 19.68972
მერი Klaudia Szemerey-Pataki[1] [2] [3]
ფართობი 321,36 კმ²
ცენტრის სიმაღლე 105±1 მეტრი
ოფიციალური ენა უნგრული ენა
მოსახლეობა 114 226 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 338,98 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +76
საფოსტო ინდექსი 6000
ოფიციალური საიტი kecskemet.hu
კეჩკემეტი — უნგრეთი
კეჩკემეტი

კეჩკემეტი (უნგრ. Kecskemét) — ქალაქი ცენტრალურ უნგრეთში; ქვეყნის სიდიდით მერვე ქალაქი და ბაჩ-კიშკუნის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი.

კეჩკემეტი მდებარეობს დედაქალაქ ბუდაპეშტისა და უნგრეთის მესამე უდიდეს ქალაქის — სეგედის შუა მონაკვეთში; ორივე მათგანისგან დაშორებულია 86 კილომეტრით. ასევე თითქმის თანაბარი მანძილები აშორებს ქვეყნის ორ უდიდეს მდინარეს — დუნაისა და ტისას. სეგედთან ერთად წარმოადგენს სამხრეთის დიდი ვაკის ცენტრს.

სახელი მომდინარეობს უნგრული სიტყვა kecske-დან, რაც „თხას“ ნიშნავს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად არეალში აღმოჩენილი ადამიანთა კვალი ხუთი ათასი წლის წინანდელია.

ქალაქი გაშენებულია ზღვის დონიდან 120 მეტრზე. მის დასავლეთით არსებული ტერიტორია დაფარულია ქვიშის დიუნებით. XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში არსებული საძოვრები გამოილია; მზარდმა მეცხოველეობამ გაანადგურა მცენარეული საფარი და ქვიშის გადაადგილებამ ქალაქს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ნიადაგის საფარის განახლების მიზნით რგავენ ხეხილსა და ვაზს.

ქალაქის კლიმატი კონტინენტური მშრალია, ხანდახან უკიდურესად. ყველაზე თბილი თვის, ივლისის საშუალო ტემპერატურა 20,9 °C-ია, ყველაზე ცივის, იანვრის კი −1,9 °C.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Mától Szemereyné Pataki Klaudia Kecskemét polgármestere — 2014.
  2. Kecskemét települési választás eredményeiNational Election Office, 2014.
  3. Kecskemét települési választás eredményeiNational Election Office.