მექსიკის სენატი (ესპ.Cámara de Senadores ან Senado) – მექსიკის ორპალატიანი კონგრესის ზედა პალატა. 1990 წლის რეფორმების შემდეგ სენატის წევრთა რაოდენობაა 128, რომელთაც ირჩევენ 6 წლის ვადით.
ორ-ორი წევრი 31 შტატიდან და ფედერალური რაიონიდან არჩეულია არჩევნებში გამარჯვებული უმრავლესობის ქვოტით;
თითო-თითო წევრი 31 შტატიდან და ფედერალური რაიონიდან არჩეულია არჩევნებში მეორე ადგილზე გასული უმცირესობის ქვოტიდან;
დანარჩენი 32 სენატორის ადგილი კი გაყოფილია არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის პროპორციული სისტემით.