ფრანსისკო მადეროს ქუჩა
ფრანსისკო მადეროს ქუჩა (ესპ. Calle Francisco I. Madero) ან უბრალოდ მადეროს ქუჩა — გეოგრაფიული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე საფეხმავლო ქუჩა მეხიკოში, მთავარი გასასვლელი ქალაქის ისტორიულ ცენტრში. აქვს აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება სოკალოდან ეხე-სენტრალისაკენ. ქუჩა იწყება ხუარესის გამზირიდან, რომელიც იქვე ახლოს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას — რეფორმის გამზირს უერთდება.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუჩას სახელი ეწოდა მექსიკის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის — ფრანსისკო იგნასიო მადეროს პატივსაცემად, რომელიც ხელახლა არჩევის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი იყო, შემდეგ კი მექსიკის პრეზიდენტი გახდა, თუმცა სულ მალე, 1913 წელს იგი მოკლეს.
ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და პოპულარული გზა იყო ჯერ კიდევ კოლონიური ხანიდან; დააპროექტა ესპანელმა ალონსო გარსია ბრავომ. მადერო ერთ-ერთი პირველი ქუჩა იყო, რომელიც აცტეკების დედაქალაქ ტენოჩტიტლანის ნანგრევებზე აშენებულ ახალ ქალაქში გაიყვანეს.
მეცხრამეტე საუკუნეში, მადერო უკვე იყო მეხიკოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული ქუჩა. მის გასწვრივ გაიხსნა მაღაზიები, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე ფუნქციონირებს, მაგალითად „Pastelería El Globo“ და „Sombreros Tardán“. ქუჩის ზედა ნაწილში, 1896 წლის 14 აგვისტოს, ძმებ ლუმიერების დილერებმა, ფერდინანდ ბონ ბენარდმა და გაბრიელ ვეირემ მექსიკის ისტროიაში პირველი კინოჩვენება მოაწყვეს.[1]
სხვადასხვა ისტორიკოსთა ქრონიკებში საუბარია მადეროს ქუჩის პოპულარობასა და მისი, როგორც სოციალური შეხვედრების ადგილის მნიშნელობაზე.
სახელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა დროს, ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთს თავისი სახელი ჰქონდა. ამჟამინდელი სახელი 1914 წლის 8 დეკემბრის დილას ფრანსისკო პანჩო ვილიამ უწოდა მას შემდეგ, რაც მისი ჯარი და ემილიანო საპატას სამხრეთის განმათავისუფლებელი არიმია მეხიკოში შევიდა.[2][3]
ფეხით მოსიარულეთა ქუჩა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წელს, ისტორიული ცენტრის სამმართველოს კოორდინატორმა ალეხანდრო მორენომ გამოაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლებას სურდა მადერო ფეხით მოსიარულეთქ ქუჩად გადაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივას ქუჩის გასწვრი მდებარე მაღაზიათა მეპატრონეების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობა მოჰყვა, სულ მალე მადრეო ფეხით მოსიარულეებით გადაივსო და იქ მდებარე უძრავი ქონების ფასმაც საგრძნობლად მოიმატა.[4]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მადეროს ქუჩა
-
მადეროს ქუჩა
-
მადეროს ქუჩა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Leal, Juan Felipe (2006). 1896: El vitascopio y el cinematógrafo en México: Anales del Cine en México, 1895-1911 (Spanish). Juan Pablos editor, S.A.. ISBN 9705500045.
- ↑ Verónica Zárate Toscano. (21 November 2005) La patria en las paredes o los nombres de las calles en la conformación de la memoria de la Ciudad de México en el siglo XIX Spanish. ციტირების თარიღი: 24 March 2011.
- ↑ Negrete Álvarez, Claudia (1 January 2006) Valleto hermanos. Mexico: UNAM. ISBN 9703231640.
- ↑ Kazis, Noah. How Mexico City Fought and Cajoled to Reclaim Streets for Pedestrians (19 March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 2 November 2014.