სუდანის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე არსებობდა რამდენიმე ანტიკური ხანის სამეფო.

ტერმინი სუდანი მომდინარეობს არაბულიდან: bilād as-sūdān "შავი ხალხის მიწა",[1][2] ტერმინი ზოგადად ცენტრალური და დასავლეთი აფრიკის აღსანიშნავად გამოიყენება, განსაკუთრებით საჰელის რეგიონისთვის.

სუდანის თანამედროვე რესპუბლიკა 1956 წელს, 1899 წლიდან არსებული ანგლო-ეგვიპტური სუდანის საზღვრებში ჩამოყალიბდა. 1899 წლამდე ტერმინი სუდანი არ აღნიშნავდა სახელმწიფო ერთეულს, არამედ გამოიყენებოდა რეგიონის აღსანიშნავად.

დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე ისტორიის ადრეულ პერიოდში, ნილოსის სანაპიროზე არსებობდა ქუშის სამეფო. რომლის ისტორიაც გადაჯაჭვული იყო ძველი ეგვიპტის ისტორიასთან და ხშირად ერთ პოლიტიკურ ერთეულსაც წარმოადგენდნენ. ეგვიპტესთან სიახლოვის გამო ის მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაშიც, სამეფო VI საუკუნეში გაქრისტიანდა, ხოლო VII საუკუნეში გახდა მუსლიმანური. ქრისტიანული მემკვიდრეობის გამო ძველი ნუბიური წარმოადგენს ნილო-საჰარულ ენათა შორის უძველესს, რომელზეც არსებობს ჩანაწერები (უძველესი ჩანაწერები თარიღდება IX საუკუნით).

1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სუდანი შიდა კონფლიქტებში ჩეფლო: სუდანის პირველი სამოქალაქო ომი (1955-1972), სუდანის მეორე სამოქალაქო ომი (1983-2005), 2011 წლის 9 ივლისს სამხრეთი სუდანის დამოუკიდებლობისთვის სწრაფვის გამო მდგომარეობის ესკალაცია, დარფურის კონფლიქტი (2003-2010).

პრეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. VII ათასწლეულში ნეოლითის ხანის ადამიანებმა სუდანის ტერიტორიაზე ტალახის აგურის სოფლები შექმნეს. ისინი ნილოსის ნაპირებზე მისდევდნენ მარცვლეულის შეგროვებას, ნადირობას, მეთევზეობას და ასევე მესაქონლეობასაც.[3] V ათასწლეულში დაიწყო საჰარის დაშწობა და ხალხის მიგრაცია. ამ ორმა ხალხმა შემდეგ ათასწლეულებში შექმნა ქუშის სამეფო, რომლის დედაქალაქიც იყო კერმა (ძვ. წ. 1700). ანთროპოლოგიური და არქეოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ პრე-დინასტიურ პერიოდში ნუბია და ზემო ეგვიპტის მოსახლეობა გენეტიკურად და კულტურალდ ახლოს იყო. ასევე ორივეგან ფარაონების ინსტიტუტი დაახლოებით ერთ პერიოდში ძვ. წ. 3300 წლისთვის განვითარდა.[4] წითელი ზღვის სხვა ქვეყნბთან ერთად სუდანი მიიჩნევა ერთ–ერთ იმ ქვეყანად რომელსაზ ძველი ეგვიპტელები უწოდებდნენ პუნტს ("ღმერთის მიწა"), რომლის შესახებაც ჩნაწერები პირველად დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს ჩნდება.[5]

ძველი დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუშის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ქუშის სამეფო.
ნუბიური პირამიდები.

ჩრდილოეთი სუდანის შესახებ ისტორიული ცნობები გვხვდება ეგვიპტურ წყაროებში, სადაც ასუანიდან ნილოსის მდინარის სათავისკენ მდებარე ტერიტორიას უქოდებენ ქუშს. თითქმის ორი ათასწლეულის მანძილზე ქუშის სამეფო განიჩდიდა თავისი ჩრდილოელი მეზობლის (ეგვიპტის ძველი სამეფოს) გავლენას და მოქცეული იყო მის კულტურულ არეალში.

დაახლოებით ძვ. წ. 1700 წელს ეგვიპტე დაიმორჩილეს ქანაანელმა ჰიქსოსებმა. ეგვიპტესთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ დღევანდელი დონგოლის მიდამოებში აღმოცენდა ქუშის სამეფო და შექმნა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კულტურა. ჰიქსოსების განდევნისა და ეგვიპტის ახალი სამეფოს შექმნის შემდეგ, იაჰმეს I–მა ისევ დაიქვემდებარა ქუში და აქცია ეგვიპტის პროვინციად, რომელსაც მეფისნაცვალი განაგებდა.

ძვ. წ. XI საუკუნეში ფარაონების მმართველობა დასუსტდა და ეგვიპტემ დაკარგა ქუშზე კონტროლი. ეგვიპტელების წასვლიდან მომდევნო 300 წლის მანძილზე აღარ მოიპოვება ინფორმაცია ქუშის შესახებ. ძვ. წ. VIII საუკუნიდან ქუში ნაპატას (ქალაქ სახელმწიფო) წინამძღოლობით გამოჩნდა როგორც ახალი ძალა, რომელმაც დაიწყო ეგვიპტეზე თავისი ძალაუფლების გავრცელება. აახლოებით ძვ. წ. 750 წელს ქუშის მეფე კაშტამ აიღო თებე და დაიმორჩილა ზემო ეგვიპტე. მისმა მემკვიდრემ პიანხიმ მიაღწია ნილოსის დელტამდე რითიც მთლიანი ეგვიპტე დაიქვემდებარა. მან ჩამოაყალიბა XXV დინასტია. ახლო აღმოსავლეთზე ბატონობის სურვილმა XXV დინასტიასა და ასურეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ბოლო ქუში ფარაონი ტაჰარქა (ძვ. წ. 688-663), დაამარცხა და ახლო აღმოსავლეთიდან განდევნა ასურეთის იმპერატორმა სინახერიბმა. სინახერიბის მემკვიდრე ასარხადონი უფრო შორს წავიდა და ძვ. წ. 674 წელს ეგვიპტეში შეიჭრა. მან დაამარცხა ტაჰარქა და ეგვიპტე უცბად დაიმორჩილა. ტაჰარქა დაბრუნდა ნუბიაში, ხოლო ეგვიპტე ასურეთის ვასალი გახდა რომელსაც ეგვიპტელი დედოფალი მართავდა. მოგვიანებით ტაჰარქმა შეძლო თებეს ახება და ეგვიპტეზე კონტროლის ნაწილობრივ აღდგენა, თუმცა ასარხადონის მემკვიდრემ ასურბანიფალმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ტაჰარქმა და განდევნა ეგვიპტიდან. ტაჰარქის მემკვიდრემ ტანუტამონმა კიდევ ერთხელ სცადა ეგვიპტის დაბრუნება, თუმცა ისევ სასტიკად დამარცხდა ასურელებთან, რითიც ნუბია/ქუშის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანული ნუბია სამი სამეფოს პერიოდში.

ქრისტიანული ნუბია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VI საუკუნიდან ქუშის სამეფოს მემკვიდრედ სამი პოლიტიკური ერთეული ჩამოყალიბდა. ჩრდილოეთით ნობატია, რომლის დედაქალაქიც იყო ფარასი. დღეისთვის ნობატია მოქცეულია ეგვიპტის ფარგლებში. მაკურას სამეფო ცენტრით დონგოლაში, რომელიც თანამედროვე ქალაქიდან 150 კილომეტრით უფრო სამხრეთით მდებარეობდა. ალვას სამეფო, რომელიც ძველი მეროეს მიდამოებში მდებარეობდა. სამივე სამეფოს განაგებდა მებრძოლი არისტოკრატია.

ნუბიის წარმატებული სამეფოების შესახებ ჩანაწერები მოიპოვება ბერძენ, ეგვიპტელ და კოპტ ავტორების ჩანაწერებში, რომლებიც VI საუკუნეში ნუბიელი მეფეების გაქრისტიანებას აღწერენ. ტრადიციის მიხედვით ბიზანტიის დედოფლის თეოდორას გამოგზავნილმა მისიონერებმა ნუბიაში სახარების ქადაგება 540 წელს დაიწყეს. ნუბიის მეფეებმა მიიღეს მონოფიზიტური ქრისტიანობა და გაერთიანდნენ ალექსანდრიის კოპტური საპატრიარქოს ქვეშ ნუბიის ეკლესიაში.

ნუბიის გაქრისტიანებამ ხელი შეუწყო მის დაახლოვებას ხმელთაშუა ზღვის კულტურებთან. ქრისტიანობის გაძლიერება ასევე ხელს უწყობდა მოსახლეობაში წიგნიერების გავრცელებას. ლიტურგიაში ბერძნულის გამოყენებამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა ნუბიური ენა, რომელსაც ჰქონდა კოპტური და ბერძნული სიმბოლოებისგან შედგენილი დამოუკიდებელი დამწერლობა. VII საუკუნიდან ნუბიაში არაბული ხდება დომინანტი ენა, თუმცა სასაუბრო ბერძნული ნუბიაში XII საუკუნემდე მაინც შენარჩუნდა.

ნუბიის ქრისტიანულმა სახელმწიფოებმა მათი განვითარების პიკს IX-X - საუკუნეებში მიაღწიეს. VII საუკუნიდან ეგვიპტე დაიპყრეს მუსლიმანმა არაბებმა. ისინი დევნიდნენ ადგილობრივ ქრისტიან კოპტებს, რაც არ აძლევდა საშუალებას ნუბიელებს ქონოდათ ურთიერთობა ალექსანდრიის საპატრიარქოსთან. ამან გამოიწვია ნუბიის ეკლესიის დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსგან იზოლაცია.

სუდანის ისლამიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტეში ისლამი 640–იან წლებში გავრცელდა. 651 წლიდან ეგვიპტის მმართველმა არაბებმა დაიწყეს სამხრეთით ექსპანსია, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და მოუწიათ მაკურიის სამეფოსთან ბაქტის სახელით ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულებამ დაახლოებით 700 წელი გაძლო. ნილოსსა და წითელ ზღვას შორის არსებული ოქროსა და ზურმუხტის საბადოები იზიდავდა არაბ მაღაროელებსა და ვაჭრებს. ხელშეკრულების მიუხედავად რეგიონის არაბიზაცია მაინც მოხდა და XIII საუკუნეში დაეცა მაკურიის სამეფო, რომელსაც მალევე მის სამხრეთით არსებული ალვის სამეფოც მიყვა.

XVI საუკუნეში სამხრეთში მცხოვრებმა ფუნჯების ტომმა დაიპყრო ალვა, გააერთიანა ნუბიის გარკვეული ნაწილი და შექმნა სენარის სასულთნო. მისგან დასავლეთით წარმოიქმნა დარფურის სასულთნო ხოლო მათ შორის ნუბიის მთიანეთში ტაქალის სამეფო. გავრცელებული იყო სასულთნოს მოწყობის ფეოდალური ტიპი, ფუნჯების მმართველთველი კლასი ფართოდ იყენებდა მონების შრომას. სასულთნოს შემოსავლის ძირითად წყაროს რეგიონში ვაჭრობა წარმოადგენდა.[6]

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქული მმართველობა, მაჰდიზმი და კონდომინიუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1820–21 –წლებში სუდანის ჩრდილოეთი ნაწილი დაპყრეს ოსმალებმა. მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში რეგიონზე კონტროლს ოსმალური ეგვიპტე ინარჩუნებდა. მათ სამხრეთი სუდანის ტერიტორიაზე შექმნეს პროვინცია ექვატორია.

1881 წელს მუჰამად აჰმადმა თავი მაჰდიდ (სულიეტი წინამძღოლი) გამოაცხადა და დაიწყო ბრძოლა დასავლეთ და ცენტრალურ სუდანში მცხოვრები ტომების გასაერთიანებლად. მისმა მიმდევრებმა აიღეს სახელი ანსარი (მიმდევარი), რომელსაც დღემდე იყენებს უდიდესი პოლიტიკური უმა პარტია. ოსმალოების ექსპლუატაციით შეწუხებული მოსახლეობის მხარდაჭერით აჰმადმა შეძლო 1885 წლის 26 იანვარს ხარტუმი აიღო. ხარტუმის ბიტანელი მმართველი ჩარლზ ჯორჯ გორდონი და რამდენიმე ათასი მოსახლე სიკვდილით დასაჯეს.

აჰმადი 1885 წელს დაიღუპა, მისი საქმე გააგრძელა აბდალაჰი იბნ მუჰამადმა, რომელმაც ეთიოპიის მიმართულებით სუდანის ტერიტორიების გაფართოება დაიწყო. აღმოსავლეთ ეთიოპიაში წარმატების მიღწევის პარალელურად მან ჯარი ეგვიპტის წინააღმდეგ გაგზავნა. სადაც ის ბრიტანელებმა დაამარცხეს.

1898 წელს სუდანში შეიჭრა ეგვიპტურ–ბრიტანული ჯარი ჰერბერტ კიტჩენერის ხელმძღვანელობით. 1899 წელს სუდანი ეგვიპტურ–ბრიტანული მმართველობის ქვეშ კონდომინიუმად გამოცხადდა.

ბრიტანული კონტროლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ანგლო-ეგვიპტური სუდანი.

1896 წელს ბელგიურმა ექსპედიციამ მიითვისა სამხრეთი სუდანის ნაწილი, რომელისაც შემდგომ ეწოდა ანკლავი ლადო. ანკლავი ლადო, ოფიციალურად ბელგიური კონგოს ნაწილი იყო. 1896 ბელგიისა და ბრიტანეთის შეთანხმების საფუძველზე, ანკლავი ლადო ბრიტანეთის განმგებლობაში 1909 წლის დეკემბერში ლეოპოლდ II–ის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა.

ამავდროულად საფრანგეთს სამხრეთ სუდანში ჰქონდა პრეტენზია ბაჰრ-ელ-ღაზალის და კოდოკის რეგიონებზე. 1896 წლისთვის საფრანგეთს იქ ჰყავდა განთავსებული ადმინისტრაცია და გეგმავდა მათ ფრანგული დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში მოქცევას. ამის გამო საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის ფაშოდის ინციდენტით ცნობილი საერთაშორისო კონფლიქტიც კი გამწვავდა. 1899 წელს საფრანგეთი დათანხმდა ეს ტერიტორიები ანგლო-ეგვიპტური სუდანისთვის გადაეცა.

1898 წლისთვის დღევანდელი სუდანის და სამხრეტი სუდანის მთლიანი ტერიტორია შედიოდა ანგლო–ეგვიპტური მმართველობის ქვეში, თუმცა ისინი კონდომინიუმის ცალ-ცალკე პროვინციებს წარმოადგენდნენ. ადრეული 1920–იანი წლებიდან ამ ორ პროვინციას შორის არსერბობდა საპასპორტო კონტროლი, მათ ასევე ჰქონდათ გაყოფლილი ადმინისტრაციული და ეკონომიკური საქმიანობა. სამხრეთში ოფიციალურ ენებს წარმოადგენდა: ინგლისური, დინკა, ბარი, ნუერი, ლატუკო, შილუკი, ზანდე და პარი. ჩრდილოეთ სუდანში კი მხოლოდ ინგლისური და არაბული.

1943 წლიდან ბრიტანეთმა დაიწყო ჩრდილოეთ სუდანის თვითმართველობაზე გადასვლისთვის მომზადება. ჩამოაყალიბეს 6 პროვინცია: ხართუმი, კორდოფანი, დარფური და სამიც აღმოსავლეთ დასავლეთ და ცისფერი ნილოსის რეგიონები. 1946 წლიდან ბრიტანეთმა შეცვალა დამოკიდებულება: სამხრეთი სუდანი და სუდანი გააერთიანა ერთ პოლიტიკურ ერთეულად. სამხრეთი სუდანის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შესახებ 1947 წელს ჯუბას კონფერენციაზე შეატყობინეს. 1948 წლიდან, ბიტანელების მიერ დანიშნული 13 დელეგატი მონაწილეობდა სუდანის საკნონმდებლო ორგანოს მუშაობაში. სამხრეთელების უკმაყოფილებას იწვევდა პოლიტიკურ და სამთავრობო წრეებში მათი შეზღუდული მონაწილეობა, ასევე არსებობდა ენობრივი ბარიერიც. რაც გახდა მომავალში სამხრეთ სუდანის და სუდანის დაპირისპირების მიზეზი.

პოსტ-კოლონიალური ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წელს პირველი პარლამენტის ინაგურაციით დაიწყო სუდანის თვითმათველობის პროცესი. 1955 წლის 18 აგვისტოს სამხრეთ სუდანში, კერძოდ ტორიტში დაიწყო ჯარის ამბოხება. მათ შეუერთდნენ სამხრეთელი აჯანყებულები და გადაიზარდა პირველ სამოქალაქო ომში.[7] 1955 წლის 15 დეკემბერ სუდანის პრემიერმა ისმაილ ალ-აზჰარმა გააკეთა განცხადება, რომ სუდანი დამოუკიდებლობას 4 დღეში გამოაცხადებდა. 19 დეკემბერს სუდანის პარლამენტმა დამოუკიდებლობას მხარი ერთსულოვნად დაუჭოირა. ბრიტანეთის დაეგვიპტის მთავრობებმა სუდანის დამოუკიდებლობა 1956 წლის 1 იანვარს აღიარეს.[8] აშშ იყო იმ პირველ ქვეყნრბს შორის რომელმაც სუდანის დამოუკიდებლობა აღიარა. სუდანის ოფიციალურმა მავრობამ სამხრეთს შესთავაზა ფედერალური მოწყობის სისტემა, მიუხედავად ამისა სამოქალაქო ომი 1972 წლამდე (17 წელი) გაგრძელდა.

სუდანმა პირველი კონსტიტუციის მიღება მხოლოდ 1968 წელს შეძლო.

მეორე სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყებულები დარფურში.

მთვავრობის ისლამიზაციისკენ მიმართული პოლიტიკის გამო 1983 წელს მეორე სამოქალაქო ომი დაიწყო. ხანგრძლივი ომის შემდეგ 2005 წელს მთავრობა სამხრეთთან დათმობაზე წავიდა.

1985 წლის 6 აპრილს ოფიცრების ჯგუფმა აბდელ რაჰმან სვარ ალ-დაჰაბის ხელმძღვანელობით მოაწყო სამხედრო გადატრიალება, ჩამოაგდო ჯაფარ ნიმეირი რომელიც ეგვიპტეში გაიქცა. სამ დღეში აბდელ რაჰმანმა გამოაცხადა 15 კაციანი გარდამავალი სამხედრო საბჭოს შექმნის შესახებ. 1986 წელს სუდანის პრემიერ-მინისტრმა სადიქ ალ-მაჰდიმ შექმნა კოალიციური მთავრობა რომელშიც შედიოდნენ: სუდანის ნაციონალური უმა პარტია, დემოკრატიული უნიონისტური პარტია, ნაციონალურ ისლამისტური ფრონტი და ოთხი სამხრეთული პარტია. მიუხედავად ამისა სადიქის მმართველობა არ იყო ეფექტური, მისი პერიოდი გამოირჩეოდა კორუფციის გაღრმავებით და სამთავრობო სტრუქტურების მოშლით. ერთ წელიწადში სადიქმა დაითხოვა კოალიციური მთავრობა.

2003 წელს დარფურის დასავლეთ რეგიონში სუდანის განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და სამართლიანობისა და თანასწორობის მოძრაობამ დაიწყეს აჯანყება. აჯანყებულები მთავრობას დარფურის უგულვებელყოფაში ადანაშაულებდნენ. ბრძოლებმა ასობით ათასი ადმინის დევნილად გადაქცევა გამოიწვია. მათი უმეტესობა მზობელ ჩადიში გადავიდა. 2004 წლის 18 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1564 რომლის მიხედვითაც სუდანის მთავრობა არ იცავდა დარფურის მოსახლეობას ეთნიკური წმენდისგან. 2005 წლისთვის სუდანში აფრიკის კავშირის სამშვიდობო ჯარების რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 7000 კაცს.

2003 და 2004 წელს მოლაპარაკებების შემდეგ სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანის მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ სუდანი ისარგებლებდა 6 წლის მანძილზე ავტონომიით და შემდეგ რეფერენდუმის გზით გადაწყდებოდა სამხრეთი სუდანის დამოუკიდებლობის საკითხს. სამშვიდობო ხელშეკრულებას საბოლოოდ ხელი ნაირობში 2005 წლის 9 იანვარს შემდეგი პირობებით მოეწერა:

  • სამხრეეთს ექნება ავტონომია 6 წლის განმავლობაში, რომლის შემდეგაც ჩტარდება რეფერენდუმი.
  • თუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე იქნება უარყოფითი პასუხი ჩრდილოეთი და სამხრეთი შექმნიან 39 000–იან ერთიან არმიას.
  • ნავთობის საბადოებიდან შემოსავალი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის თანაბრად განაწილდება.
  • სამსახურებრივი პოზიციები ცენტრალურ ხელისუფლებაში განაწილდება 70/30–ზე.
  • ჩრდილოეთში მოქმედებს ისლამური კანონი, ხოლო სამხრეთში გადაწყვეტილებას მიიღებს არჩეული პარლამენტი.

თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 31 აგვისტოს მიღებული გაეროს 1706 რეზოლუციის თანახმად დარფურში 17 300 მშვიდობისმყოფელი უნდა გაეგზავნათ, თუმცა სუდანის ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოხერხდა. სუდანის ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევის საშუალებით მოხერხდა.

2009 წელს საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ ომარ ალ-ბაშირი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დაადანაშაულა.

2009–2010 წლებში სამხრეთ კორდოფანში მომთაბარე ტომებს შორის გამწვავებულ კონფლიქტებს ათასობით ადამიანის სიკვდილი და ლტოლვილობა მოყვა.

2010 წლის 15 იანვარს სუდანსა და ჩადის შორის ხელი მოეწერა ჰარმონიის აღდგენის ხელშეკრულებას, რითიც დასრულდა მათ შორის მიმდინარე ხუთ წლიანი ომი.[9]

2010 წლის თებერვალში დარფურის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და დასრულდა დარფურის კონფლიქტი.

2011 წლის თებერვალში ჩატარდა სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვითაც სუდანი გაიყო და ჩამოყალიბდა სამხრეთი სუდანის რესპუბლიკა.

2011 წლის 6 ივნისს სამხრეთ კორდოფანში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის. 20 ივნისს ორივე მხარე შეთანხმდა კონფლიქტის ზონიდან ჯარების გაყვანაზე და იქ ეთიოპიელი მშვიდობისმყოფელები ჩადგნენ.[10]

2011 წლის 9 ივლისს სამხრეთი სუდანი გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა.[11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Abbas, Mekki. The Sudan question: the dispute over the Anglo-Egyptian condominium, 1884-1951 (1952)
  • Duncan, J.S.R. The Sudan: a record of achievement (1952), from the British perspective
  • Gee, Martha Bettis (2009). Piece work/peace work : working together for peace and Sudan : mission study for children and teacher’s guide. Women’s Division, General Board of Global Ministries, United Methodist Church. ISBN 978-1-933663-34-0. 
  • Holt, P.M., and M.W. Daly. History of the Sudan: From the Coming of Islam to the Present Day (6th es. 2011)
  • Kramer, Robert S. ed. Historical Dictionary of the Sudan (2nd ed. 2013) excerpt and text search
  • Warburg, Gabriel. Sudan Under Wingate: Administration in the Anglo-Egyptian Sudan (1899-1916) (1971)
  • Woodward, Peter. Sudan 1898-1989 the Unstable State (1990)
  • Woodward, Peter, ed. Sudan After Nimeiri (2013); since 1984 excerpt and text search

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopædia Britannica. "Sudan".
  2. Department of Arts of Africa, Oceania, and the Americas. Trade and the Spread of Islam in Africa. In Heilbrunn Timeline of Art History. New York: The Metropolitan Museum of Art, 2000 – (October 2001).
  3. "Early History", Helen Chapin Metz, ed. Sudan A Country Study. Washington: GPO for the Library of Congress, 1991.
  4. S.O.Y. Keita. "Studies and Comments on Ancient Egyptian Biological Relationships". STOR. Retrieved on 2011-02-07.
  5. Simson Najovits, Egypt, trunk of the tree, Volume 2, (Algora Publishing: 2004), p.258.
  6. Krump on the City of Sinnar THE SUDANESE TRAVELS OF THEODORO KRUMP by Jay Spaulding, 1974.
  7. Egypt Bids Britain Act In Sudan Revolt“, The New York Times, 22 August 1955. 
  8. Dispatch, London. “Sudan Lower House Votes Independence Declaration; FREEDOM ASKED BY SUDAN HOUSE“, The New York Times, 20 December 1955. 
  9. World Report 2011: Chad. Human Rights Watch. წაკითხვის თარიღი: 6 June 2011.
  10. North and South Sudan agree to demilitarize Abyei
  11. Martell, Peter. “BBC News - South Sudan becomes an independent nation“, BBC. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.