სინახერიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინახერიბი
Sennacherib throne.png
ასურეთი მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 705
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 680 (40 წელი)
წინამორბედი: სარგონ II
მემკვიდრე: ასარხადონი
დაბ. თარიღი:
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 680
გარდ. ადგილი: ნინევია, მოსული, ნაინავის მუჰაფაზა,ერაყი
შვილები: ასარხადონი, შამაშ-შუმ-უკინი
მამა: სარგონ II
ბაბილონის ბრძოლის სცენა მისი ნინევიის სასახლიდან.

სინახერიბი (ასურ. სინახერება) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 705-680 წლებში. თავისი მამის სარგონ II-გან განსხვავებით, საშინაო პოლიტიკის გატარებისას ყველაფერს არმიის ინტერესებს უმორჩილებდა. ქურუმები და არისტოკრატიის ზედა ფენა გადაიმტერა. ძვ. წ. 702 წელს ჩააქრო ქალაქ ბაბილონის მეთაურობით მოწყობილი აჯანყება. მალე იუდეის მეფე იეზეკიაც აჯანყდა. სინახერიბმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს მაგრამ მალე იძულებული გახდა გამოსასყიდი მიეღო და უკან გაბრუნებულიყო. ძვ. წ. 689 წელს აიღო ბაბილონი, რომელიც მეორეჯერ აუჯანყდა. ადგილობრივი მცხოვრებნი მონებად გაყიდა, ხოლო ქალაქი მთლიანად დაანგრია. სინახარიბმა დედაქალაქი დურ-შარუქინიდან ისევ ნინევიაში გადაიტანა, სადაც დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. ძვ. წ. 680 წელს შეთქმულებმა მოკლეს.

არქეოლოგებმა ინფორმაცია ნინევეში სინახერიბის ანალებშიც ანუ ისტორიულ ჩანაწერებშიც აღმოაჩინეს. ექვსკუთხა თიხის პრიზმაზე გაკეთებული წარწერიდან ვიგებთ, როგორ იკვეხნის ასურეთის მეფე: „იუდეველმა ხიზკიამ არ დაიდგა ჩემი უღელი. ამიტომ ალყაში მოვაქციე და დავიპყარი მისი 46 გამაგრებული ქალაქი, გალავნიანი ციხე-სიმაგრეები, და ირგვლივ მდებარე უამრავი პატარა სოფელი . . .თვითონ ხიზკია, როგორც ჩიტი გალიაში, იერუსალიმში — მის სატახტო ქალაქში გამოვამწყვდიე“. სინახერიბი იმასაც ამბობს, რომ ხიზკიამ მას გაუგზავნა „30 ოქროს ტალანტი, 800 ვერცხლის ტალანტი, ძვირფასი ქვები . . . და ყოველგვარი ძვირფასეულობა“. სინამდვილეში, ის აზვიადებს ხიზკიასგან მიღებული ვერცხლის რაოდენობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ სინახერიბი არაფერს ამბობს იერუსალიმის დაპყრობის შესახებ და არც იმას მოიხსენიებს, ღვთის ჩარევით, როგორ დამარცხდა მისი ჯარი. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ღვთის ანგელოზმა ერთ ღამეში 185 000 ასურელი ჯარისკაცი დახოცა (2 მეფეები 19:35, 36). ერთ-ერთი მკვლევარი, ჯეკ ფინეგანი ამბობს:

ვიკიციტატა
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასურეთის მეფეთა წარწერები ძირითადად ტრაბახის სულშია შესრულებული, არც არის გასაკვირი, რომ სინახერიბი თავისი მარცხის შესახებ არაფერს ამბობს.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]