ალვის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალვის სამეფო
სამეფო

Flag of None.svg
VII-საუკუნე — 1504 Flag of None.svg
Christian Nubia.png
ქრისტიანული ალვის სამეფო სამი სამეფოს პერიოდში.
დედაქალაქი სობა
ენა ძველნუბიური.
შუა საუკუნეები
ისტორია
 - დაარსება VII-საუკუნე
 - მაკურიის მიერ დაპყრობა. 1504

ალვა ან ალოდიაქრისტიანული ნუბიის სამი სამეფოდან (ნობატია, მაკურია, ალვა) ყველაზე სამხრეთით მდებარე. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო თითქმის ათასი წელი არსებობდა და ამასთანავე ჰქონდა რეგიონში მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და პოლიტიკური ძალა მასზე ბევრი ცნობები არაა შემონახული. უმეტესი ცნობები მოიპოვება ეგვიპტურ წყაროებში ან აღმოჩენილი იქნა არქეოლოგიური ნიმუშების სახით ასუანის კაშხლის მშენებლობის დროს.

სამეფოს წარმოშობის ისტორია უცნობია. მის შესახებ პირველი ჩანაწერი ჩნდება მეროეში. ნასტასენის გამეფებასთან მიძღვნილ სტელაზე, მოხსენებულია რეგიონი ალუტი, რომელიც შეიძლება აღნიშნავდეს ალვის სამეფოს ტერიტორიას.[1] ალვის შესახებ პირველ კონკრეტული ჩანაწერს აკეთებს პლინიუს უფროსი, რომელსაც ალვა შეყავს ნუბიის ქალაქების სიაში. აქსუმის მეფის ეზანას მეფობის პერიოდში ალვა სავარაუდოდ ნობას (ტერიტორია სამხრეთ ნუბიაში) უფრო ექვემდებარებოდა ვიდრე ქუშის სამეფოს.

ალვას ქრისტიანობაზე მოქცევა მოხდა VII საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I–სა და მისი მეუღლის თეოდორას მიერ გაგზავნილი მისიონერების მიერ. იქ ყველაზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა მონოფიზიტურმა ქრისტიანობამ. ალვის სამეფო განვითარდა ნილოსის გასწვრივ და მისი დედაქალაქი იყო სობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალვა შესაძლებელია შედიოდა მაკურიის სამეფოში, თუმცა მის დამოუკიდებლობაზე მოწმობს ალვას ერთ–ერთი მეფის დავითის საფლავის ქვა.[2]

ალვას შესახებ ყველაზე ბევრ ცნობას გვაწვდის X-საუკუნის მოგზაური იბნ-ხაუკალი, ის ალვას აღწერს როგორც მაკურიაზე ბევრად დიდ და მდიდარ სამეფოდ, რომელიც გადაჭიმული იყო ეთიოპიიდან კორდოფანამდე.

ალვა ეგვიპტისგან სხვა ნუბიურ სახელმწიფოებზე შორს იყო და შესაბამისად სხვებზე გვიან გამუსლიმანდა. ალვას დაცემა დაიწყო XIII საუკუნეში. მამლუქი ემისარების ინფორმაციით რეგიონი ცხრა მმართველს შორის იყო დაყოფილი. ალვას საბოლოო დაცემად მიიჩნევა XVI საუკუნის დასაწყისში ფუნჯების მიერ რეგიონის დაპყრობა. როგორც ჩანს ალვა სენარის სასულთნოში გარკვეულ ავტონომიას ინარჩუნებდა. ალვას მოსახლეები ცნობილი იყვნენ სახელით აბდალაბები და ჰქონდათ ნახევრად ავტონომიური დონგოლას სამეფო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mohi El-Din Abdalla Zarroug The Kingdom of Alwa University of Calgary Press, 1991. pg. 7
  2. P.L. Shinnie, Ancient Nubia (London: Kegan Paul International, 1996), p. 133.