კორდოფანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორდოფანიპლატო სუდანში, მდინარე თეთრი ნილოსის დასავლეთით. საშუალო სიმაღლე 500–1000 მეტრი. წარმოადგენს აფრიკის კამბრიულისწინა კრისტალური ბაქნის შვერილს. აგებულია ნუბიის ქვიშაქვებით (მთა ტემადინგა, 1460 მ). დანაწევრებულია ხევებით, ჰავა სუბეკვატორულია. იცის ზაფხულის წვიმები (300–500 მმ წელიწადში). გავრცელებულია წითელ-მურა ნიადაგები. დაფარულია სავანით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]