ისმაილ ალ-აზჰარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისმაილ ალ-აზჰარი
ისმაილ ალ-აზჰარი
სუდანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ივნისი, 1965 – 25 მაისი, 1969
წინამორბედისირ ალ-ხათიმ ალ-ხალიფა
მემკვიდრეჯაფარ ნიმეირი

სუდანის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1954 – 1956
მემკვიდრეაბდულა ხალილი

დაბადებული20 ოქტომბერი, 1900
ომდურმანი, სუდანი
გარდაცვლილი26 აგვისტო, 1969
ხართუმი
რელიგიასუნიტური ისლამი

ისმაილ ალ-აზჰარი (არაბ. إسماعيل الأزهري‎‎; დ. 20 ოქტომბერი, 1900 – გ. 26 აგვისტო, 1969) — სუდანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა 1900 წელს. სწავლობდა სუდანის და ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში. 1940-1945 წლებში (ხანგამოშვებებით) იყო კონგრესის თავმჯდომარე. 1945-1952 წლებში იყო პარტია ალ-აშიკას ხელმძღვანელი. 1952-1969 წლებში კვლავ პარტიულ თანამდებობებზეა.

1954-1956 წლებში სუდანის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრია, ხოლო 1956 წლის იანვარ-ივლისში პირველი ეროვნული მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 1965-1969 წლებში კი ქვეყნის მეთაური.

გარდაიცვალა 1969 წლის 26 აგვისტოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]