ტაქალის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაქალის სამეფო
1750 — 1969

ტაქალის მდებარეობა 1800 წელს.
დედაქალაქი არ ჰქონდა განსაზღვრული.
ენა ტეგალი.
 -  მუჰამედ ალ-რუბატაბი (პირველი)
 - 1920 - 199? ადამ II (ბოლო)
ისტორია
 - სენარის სასულთნოს დაცემა. 1750
 - სუდანელი მაჰდების მიერ ტაქალის დაპყრობა. 1884
 - ტაქალის ანგლო-ევიპტურ სუდანში გაერთიანება 1889
 - სუდანის რესპუბლიკის შექმნა 1969

ტაქალი (ან ტეგალი) — სახელმწიფო ნუბიის მთიანეთში, დღევანდელი სუდანის ცენტრალურ ნაწილში. მის გარშემო მდებარე კორდოფანისგან განსხვავებით მთიანი რეგიონი გამოირჩეოდა სინოტივით და მჭიდროდ დასახლებული იყო. ქვეყანა შეიქმნა ტექალის მასივის, რეგიონის ყველაზე მაღალი მთების გარშემო. მისი ადრეული ისტორია უცნობია. ზეპირი გადმოცემების თანახმად ის შეიქმნა სენარის სასულთნოსთან ერთად. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა და სახელმწიფო გვიან XVIII საუკუნეში 1750–1780 წლებში შეიქმნა. მისი პირველი მმართველები ნახევრად მითოლოგიური პიროვნებები არიან.[1]

ითვლება, რომ მისი პირველი მმართველი იყო მუჰამედ ალ-რუბატაბი, რომელმაც დაიწყო ქვეყნის ჩამოყალიბება და მისმა შვილმა ისმაილმა დაასრულა.[1] მიიჩნევა, რომ ის წარმოიქმნა სენარის დაცემისა და დარფურის სასულთნოს გაძლიერების დროს.[1]

მიუხედავად მცირე ზომისა, ქვეყანა ახერხებდა შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა. ტაქალს სენართან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. სიტუაცია არც 1821 წელს ეგვიპტელების მიერ სენარის დაპყრობის შემდეგ შეიცვალა. ეგვიპტეს ტაქალის დამორჩილების სამი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითავ ტექალი ინარჩუნებდა დე-ფაქტო დამოუკიდებლობას, სამაგიეროდ ეგვიპტისთვის უნდა ეხადა ყოველწლიური სიმბოლური გადასახადი და დე-იურე ეგვიპტური სუდანის ნაწილად მიიჩნეოდა.

1884 წელს მუჰამად აჰმადის ძალებმა მოკლეს უმარ I და ქვეყანას 1889 წლამდე მართავდნენ. აჰმადის ინგლისელებთან დამარცხების შემდექ ტაქალმა ისევ აღიდგინა დამოუკიდებლობა, თუმცა ახლა ის ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მოექცა. ბრიტანეთის მხარდაჭერით ტაქალის ტერიტორია და გავლენა კიდევ უფრო გაფართოვდა. ტაქალმა დამოუკიდებლობა საბოლოოდ 1969 წლის გადატრიალბის შემდეგ დაკარგა. დღეისთვის მაკუკებს (ტაქალის ტრადიციული პოლიტიკური ლიდერები) აღარ აქვთ პოლიტიკური ძალაუფლება და წარმოადგენენ მხოლოდ რეგიონის ხალხების რიტუალურ ლიდერებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Janet J. Ewald: Soldier, Traders, and Slaves: State Formation and Economic Transformation in the Greater Nile Valley, 1700-1885. The University of Wisconsin Press, Madison 1990.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Ewald, Janet J. (1990). Soldier, Traders, and Slaves: State Formation and Economic Transformation in the Greater Nile Valley, 1700-1885. Madison: The University of Wisconsin Press. ISBN 0-299-12604-8.