აფრიკის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფრიკის ისტორია კაცობრიობის ისტორიის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. გენეტიკური და ლინგვისტური მონაცემების საფუძველზე საბუთდება, რომ უძველესი ადამიანი აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობდა. შესაბამისად აფრიკის ისტორია უძველესია კონტინენტების ისტორიებს შორის.

უძველესი დრო[რედაქტირება]

თანამედროვე საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე არის მონადირე–შემგროვებლობითი და ადრეული მესაქონლეობითი კულტურათა კვალი. საჰარის უდაბნოდ გადაქცევის შემდეგ ჩრდილუეთ აფრიკის მოსახლეობის კონცენტრირება მოხდა მდინარე ნილოსის მიდამოებთან, აქ შემდეგ ძველი ეგვიპტის კულტურას ჩაეყარა საფუძველი. 6000 წლისთვის გაჩნდა ორგანიზებული აგროკულტურა. სუბ–საჰარულ აფრიკაში მიწათმოქმედი ბანტუს ხალხი იწყებს სამხრეთით მიგრაციას, მათ თანდათან შეავიწროეს განვითარებული კოზიანური მოსახლეობა (ბუშმენები, ჰოტენტოტები) და საბოლოოდ მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია დაიკავეს.

ევროპულ კოლონიზაციამდე[რედაქტირება]

გიზა, ძველი ეგვიპტე

დაახლოებით 3100 ჩვ.წ. ყალიბდება ძველი ეგვიპტის სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის ერთერთი კერა, რომელმაც ფარაონების მმართველობის ქვეშ სიძლიერის და სიმდირის მწვერვალს ჩვ.წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში მიაღწია (ე.წ. ახალი სამეფო (1567-1085 ჩვ.წ.)).

ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ფინიკიელების, ბერძნების და მოგვიანებით ძველი რომაელების კოლონიები. კართაგენი, თავდაპირველად ერთერთი ესეთი კოლონია, ჩვ.წ. 2 საუკუნეში მისი რომის რესპუბლიკის მიერ განადგურებამდე თავად გადაიქცა უძლიერეს კოლონიურ სახელმწიფოდ. ძვ.წ. 5 საუკუნემდე აფრიკის ხმელთაშუა სანაპირო რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ დაიპყრეს ვანდალებმა, ნაწილი კი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა. მე–7 საუკუნიდან ჩრდილოეთ აფრიკამ არაბების დაყრომებთან დაკავშირებით განიცადა ისლამიზაცია

სუბ–საჰარულ აფრიკაში ევროპელების გამოჩენამდე არ არსებობდა დიდი პოლიტიკური გაერთიანებები. თუმცა ადგილებში არსებობდა მეტ–ნაკლებად ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, აღსანიშნავად დასავლეთ აფრიკაში, დიდი ტბების რაიონში (ბუგანდა), ასევე აღმოსავლეთ აფრიკაში (დიდი ზიმბაბვე).

ევროპული კოლონიზაცია[რედაქტირება]

აფრიკა, 1913

ევროპელების მიერ აფრიკის კოლონიზაცია დაიწყო ჯერ კიდევ მე–15 საუკუნესი. ადრეული კოლონისტებიდან აღსანიშნავია პორტუგალიელები შემდეგ კი ჰოლანდიელები. პორტუგალიელებმა, რომლებიც ძირითადად მონებით ვაჭრობით იყვნენ დაკავებული, აფრიკის სანაპიროებზე რამდენიმე პორტი დააარსეს. აფრიკელი მონების დიდი ნაკადი მიედინებოდა ევროპელების მიერ ახლად აღმოჩენილ ამერიკისკენ. მე–17 საუკუნეში ჰოლანდიელებმა დაიწყეს აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, რის შედეგადაც თანამედროვე სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა პირველი მუდმივი ევროპული კოლონია. მე–18 საუკუნის დასაწყისიდან აფრიკილ კოლონიზაციის ლიდერობა თანდათან გადავიდა ბრიტანელების და ფრანგების მხარეს. მე–19 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი აფრიკის გადანაწილებაში აქტიურად ჩაერთვნენ გერმანია, იტალია და სხვები. მე–20 საუკუნის დასაწყისისთვის აფრიკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დანაწილებული იყო ევროპელების მიერ.

კოლონიზაციამ ძირეულად შეცვალა აფრიკის ტერიტორია. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელდა ქრისტიანობა, გაიხსნა მისიონერული სკოლები, დაარსდა და მკვეთრად გაიზარდა ქალაქების მნიშვნელობა, აფრიკა ჩაერთო საერთაშორისო ვაჭრობაში, ეს ყველაფერი მიმდინარეობდა აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მასიური ჩაგვრის, უუფლებობის და ექსპლუატაციის ფონზე.

ახალი დრო[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო აფრიკის დეკოლონიზაცია. 60–იან 70–იან წლებში ყოფილი კოლონიების უმრავლესობას მიენიჭათ დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელსაც მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის მასიური გენოციდი მოჰყვა . ბევრ ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმი. პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფციის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების უგულველყოფა, სიღარიბე, ეს ყველაფერი აფრიკული სახელმწიფოების წინაშე მდგარი ტიპიური პრობლემებია, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.