შინაარსზე გადასვლა

თებე (ეგვიპტე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თებე.
ძველი თებე და მისი ნეკროპოლისი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ეგვიპტის დროშა ეგვიპტე | ქვეყნის დროშა2 | name = ეგვიპტის დროშა ეგვიპტე | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, vi
რეგიონი არაბული ქვეყნები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 87
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 87
ინგლ.რუს.ფრ.

თებე (ძვ. ბერძნ. Θῆβαι; არაბ. طيبة‎) — ბერძნული სახელი ძველი ეგვიპტის ქალაქისა, რომელიც მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 800 კმ-ით სამხრეთით, მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, თანამედროვე ქალაქ ლუქსორის ადგილას. ნილოსოს დასავლეთ ნაპირის სიახლოვეს მდებარეობს თებეს ნეკროპოლისი.

თებე დასახლებული იყო ძვ. წ. 3 200-იან წლებში.[2] ის იყო ოთხიდან ერთ-ერთი ეგვიპტუსი ნომის — ვასეტის დედაქალაქი. ვასეტი წარმოადგენდა ეგვიპტის ცენტრს მე-11 მე-18 დინასტიების მმართველობისას. ამ დროს ჰატშეფსუტმა ააგო წითელი ზღვის ფლოტი, რათა გაეადვილებინა ვაჭრობა თებეს წითელი ზღვის ნავსადგურ ელიმსა და აკაბის ყურის თავში მდებარე ეილათს შორის. ვაჭრები ყიდდნენ და ყიდულობდნენ საკმეველს, მურს, სოდას, ასფალტს, ძვირფას ქსოვილებს, ღვიის ზეთს და სპილენძის ამულეტებს. მე-19 დინასტიის დროს, მმართველობა თებედან ნილოსის დელტაში გადაიტანეს. არქეოლოგიური ნაშთები ეგვიპტური ცივილიზაციის თავის სიმაღლეზე ყოფნის დროის გასაოცარ მტკიცებულებებს წარმოადგენენ. ბერძენმა პოეტმა ჰომეროსმა თებეს კეთილდღეობა თავის ილიადაში განადიდა.

დღეისათვის მიიჩნევა, რომ სამარხი ტაძრები და საფლავები, რომლებიც ნილოსოს დასავლეთ სანაპიროზეა აღმოჩენილი, თებეს ნაწილს შეადგენდა.

1979 წელს, უძველესი ქალაქის ნაშთები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: