სუდანის პირველი სამოქალაქო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სუდანის პირველი სამოქალაქო ომი
თარიღი 18 აგვისტო, 1955 - 27 მარტი, 1972
მდებარეობა სამხრეთი სუდანი
შედეგი ადის-აბების შეთანხმება; სამხრეთ სუდანს ავტონომია მიენიჭა
მხარეები
Flag of Sudan.svg სუდანი სამხრეთი სუდანის განმათავისუფლებელი მოძრაობა
მეთაურები
ისმაილ ალ-აზჰარი
ჯაფარ ნიმეირი
ჯოზეფ ლაგუ
გორდონ მუორტატ მაიენი
ძალები
12 000[1] 10 000[1]
დანაკარგები
100 000 სამხედრო და 400 000 სამოქალაქო დაიღუპა[2]

სუდანის პირველი სამოქალაქო ომი (ინგლ. First Sudanese Civil War) — სამოქალაქო ომი სუდანში ქრისტიანულ სამხრეთსა და მუსულმანურ ჩრდილოეთს შორის. 1953 წელს დიდმა ბრიტანეთმა და ეგვიპტემ დადეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სუდანის თვითგამორკვევის უფლებას. დამოუკიდებლობისაკენ გარდამავალი პერიოდი დაიწყო 1954 წელს პარლამენტის გახსნით. ბრიტანეთ-ეგვიპტის შეთანხმების თანახმად სუდანმა დამოუკიდებლობა მიიღო 1956 წლის 1 იანვარს დროებითი კონსტიტუციით. აშშ იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა ახალი ქვეყნის დამოუკიდებლობა[2].

მაგრამ ყველა სამთავრობო დაწესებულება გარდამავალ პერიოდში განთავსდა ჩრდილოეთ სუდანის ტერიტორიაზე. ბრიტანელებმა ვერ შეძლეს ხელისუფლების თანაბარი განაწილება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის, რაც გახდა მომავალი კონფლიქტის წინაპირობა. ხარტუმში არაბებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ქვეყნის ფედერალური მმართველობის სისტემა, რამაც გამოიწვია სამხრეთის ქრისტიანული მოსახლეობის შეიარაღებული აჯანყება. სამხრეთელებმა თავი მოტყუებულად იგრძნეს და დაიწყეს თავდასხმა სამთავრობო ჯარებზე, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთი ნაწილის დამოუკიდებლობას. ეს ომი 1955-1972 წლებში, 17 წელი მიმდინარეობდა[2].

ამ 17 წლის განმავლობაში სამხრეთ სუდანის ლიდერები აგიტაციას ატარებდნენ მოსახლეობაში ავტონომიის ან დამოუკიდებლობის შესახებ. სამოქალაქო ომი დასრულდა 1972 წელს ადის-აბების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. სუდანის სამხრეთმა ნაწილმა მიიღო ფართო რეგიონალური ავტონომია. სამხრეთელები მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები იყვნენ, რამაც 10 წლის შემდეგ ახალი სამოქალაქო ომი გამოიწვია[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Assefa, Hizkias. 1987. Mediation of Civil Wars, Approaches and Strategies – The Sudan Conflict. Boulder, Colorado: Westview Press.
  • Eprile, Cecil. War and Peace in the Sudan, 1955 – 1972. David and Charles, London. 1974. ISBN 0-7153-6221-6.
  • Johnson, Douglas H. 1979. "Book Review: The Secret War in the Sudan: 1955–1972 by Edgar O'Ballance". African Affairs 78 (310):132–7.
  • O'Ballance, Edgar. 1977. The Secret War in the Sudan: 1955–1972. Hamden, Connecticut: Archon Books. (Faber and Faber edition ISBN 0-571-10768-0).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 John Pike. Sudan Civil War. Globalsecurity.org. წაკითხვის თარიღი: 6 December 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Sudan - First Civil War. წაკითხვის თარიღი: 2011-07-06.