ნობატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნობატია
Ⲛⲟⲩⲃⲁⲇⲓⲁ

სამეფო

350 — დაახ. 650

ქრისტიანული ნობატია სამი სამეფოს პერიოდში.
დედაქალაქი ფარასი.
ენა ძველნუბიური.
ადრეული შუა საუკუნეები
ისტორია
 - დაარსება 350
 - მაკურიის მიერ დაპყრობა. დაახ. 650

ნობატია (ბერძ. Νοβαδἰα, ნობადია; ძველნუბიური: Ⲛⲟⲩⲃⲁⲇⲓⲁ, ნოუბადია) — ანტიკური აფრიკის ქრისტიანული სამეფო ქვემო ნუბიაში, შემდგომ შედიოდა უფრო ძლიერ მაკურიის სამეფოში. არაბულ წყაროებში ხშირად მას ალ-მარისის სახელითაც მოიხსენიებენ.

ნობატიის ადრეული ისტორია წარმოადგენდა ბალანას კულტურის ნაწილს. ნობატია სავარაუდოდ დააარსეს ნობატებმა, რომლებიც 297 წელს რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ რეგიონში გაბატონებული ბლემიების ტომის დასამორჩილებლად ეგვიპტის უდაბნოდან მიიწვია. ნობატიას ისტორიკოსი სილკო იუწყება, რომ ნობატაებმა ბლემიებთან ბრძოლაში მიაღწია წარმატებას და ისინი აღმოსავლეთის უდაბნოში განდევნა. ამ დროს შეიქმნა ნობატიის დედაქალაქი პახორასი (დღევანდელი ფარასი). მალევე ნობატია გახდა ორინტალისტური მართლმადიდებლობის აღმსარებელი ქვეყანა.

ცნობილია, რომ 701 წლისთვის ნობატია უკვე შედიოდა მაკურიის სამეფოს შემადგენლობაში, თუმცა არაა ცნობილი როგორ და კონკრეტულად როდის მოხდა მისი შეერთება. სავარაუდოდ ეს უნდა მომხდარიყო მაკურიაში 652 წელს არაბების შეჭრამდე, რადგან არაბი ისტორიკოსები ნუბიის ტერიტორიაზე იმ დროისთვის მხოლოდ ერთ ქრისტიანულ სახელმწიფოს – მაკურიას მოიხსენიებნ. სავარაუდოდ ის მაკურიის შემადგენლობაში ავტონომიას ნობატიის ეპარქიის სახით ინარჩუნებდა. მას პახორას დომესტიკოსი (საერო, სასულიერო და სამხედრო ხელმძღვანელის წოდება) მართავდა. თავიდან დომესტიკოსები ინიშნებოდენ, თუმცა როგორც ჩანს მოგვიანებით ეს წოდება გადაეცემოდათ მემკვიდრეობით. ყარს-იბრიმის ფორტში აღმოჩენილი ჩანაწერები მოწმობენ დომესტიკის თითქმის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე. ასევე ზოგიერთი არაბი ისტორიკოსი გაერთიანებულ სამეფოს მოიხსენიებს როგორც ნობატიის და მაკურიის სამეფოს, რა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო გარკვეული პერიოდით არსებული ორმეფობით.

ნობატია ნუბიის ეგვიპტესთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონი იყო, ამიტომ ის განსაკუთრებულად განიცდიდა არაბიზაციას და ისლამიზაციას. დროთა განმავლობაში ნობათიის მოსახლეობის უმეტესობა გამუსლიმანდა და მაკურიის გაუქმების შემდეგ მოექცა ბანუ-კანზის არაბული კლანის გავლენაში. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მაკურიის დაცემის შემდეგ ნობატიის ტერიტორიაზე არსებობა განაგრძო ქრისტიანულმა დოტავოს სამეფომ (ძველ ნუბიურიდან ითარგმნება როგორც დოს ქვეშევრდომი), რომელიც 1504 წელს სენარის სასულთნომ დაიმორჩილა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]