სტერლითამაქის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტერლითამაქის რაიონი
ბაშკ. Стәрлетамаҡ районы
Юрактау - panoramio.jpg
დროშა გერბი
Flag of Sterlitamak rayon (Bashkortostan).png Coat of Arms of Sterlitamak rayon (Bashkortostan).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი სტერლიტამაკი
კოორდინატები 53°37′59″ ჩ. გ. 55°57′00″ ა. გ. / 53.633306° ჩ. გ. 55.950000° ა. გ. / 53.633306; 55.950000
დაარსდა 20 აგვისტო 1930
ფართობი 2221,60[1] კმ²
სალაპარაკო ენები ბაშკირული, რუსული
მოსახლეობა 42 281 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 19,08 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
რუსები, თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები, უკრაინელები, მორდველები
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
სატელეფონო კოდი 3473
ოფიციალური საიტი str-raion.ru
Location of Sterlitamakskiy rayon (Bashkortostan).svg

სტერლითამაქის რაიონი (ბაშკ. Стәрлетамаҡ районы) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (რაიონი) და მუნიციპალური წარმონაქმნი (მუნიციპალური რაიონი) სახელწოდებით მუნიციპალური რაიონი სტერლითამაქის რაიონი (ბაშკ. Стәрлетамаҡ районы муниципаль районы), რომელიც შედის რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სტერლითამაქი (არ შედის რაიონის შემადგენლობაში).

გეოგრაფიული მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალური წარმონაქმნის ფართობი შეადგენს 2221,6 კმ²-ს.

სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგენენ ნავთობის, სუფრის მარილის, კირქვის, ცემენტის თიხის, თაბაშირის, აგურის თიხის, კერამზიტული თიხის, აგურის ნედლეულის, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის, აგრონომიული ნედლეულის საბადოები. კლიმატი ზომიერად კონტინენტალური, თბილი და მშრალია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ბელაია შენაერთებით აშკადარი, სტერლია, კუგანაკომი. მდინარეების ჭალებში ხარობს ალვის ხიანი და მურყანიანი ტყეები მუხის, ცაცხვის და თელის შენარევებით, რომლებსაც უკავიათ რაიონის ტერიტორიის 5,1 %. გავრცელებულია ტუტე და ტიპური შავმიწა, მუქი სერი სუსტად პოდზოლირებული ნიადაგი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი შეიქმნა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად გაუქმდა ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფა და შეიქმნა 48 რაიონი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის თანახმად რაიონის მაცხოვრებლების ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: რუსები — 35,6 %, თათრები — 23,2 %, ბაშკირები — 21,6 %, ჩუვაშები — 12,3 %, უკრაინელები — 2,6 %, მორდველები — 2 %, სხვა ეროვნების წარმომადგენლები — 2,7 %[2].

მუნიციპალურ-ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტერლითამაქის რაიონში 111 დასახლებული პუნქტია 20 სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში[3][4][5]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე კუგანატი
განთიადი
1961 წელს დარგული კედრები

რაიონის ეკონომიკა მრავალდარგობრივია, წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავიათ 189 818 ჰა, მათ შორის 129 312 ჰა — სახნავ-სათესია. სპეციალიზაცია კულტურული მცენარეების მიხედვით: მარცვლეული კულტურები, მზესუმზირის, კარტოფილის და ბოსტნეულის მოყვანა. მეცხოველეობა წარმოდგენილია სარძევე-სახორცე მესაქონლეობით, მეღორეობით, მეფრინველეობით.

2015 წლის 1 იანვრისთვის დარეგისტრირებულია: სასოფლო-სამეურნეო საწარმოო კოოპერატივები — 2, სახელმწიფო უნიტარული საწარმოები — 2, შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებები — 10, მუნიციპალური უნიტარული სასოფლო-სამეურნეო საწარმო — 1, გლეხური (ფერმერული) მეურნეობები — 78, მიმაგრებული 12 148 ჰა სახნავ-სათესი ფართით, მოქალაქეების პირადი სასოფლო-სამეურნეო მეურნეობა — 13 ათასზე მეტი. ყველაზე უფრო მსხვილი საწარმოებია: ООО "АП им.Калинина", ГУСП "Совхоз "Рощинский", ООО "Агрофирма "Салават", ООО "СП "Дружба", ООО "СП"Фрунзе".

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რაიონის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულია და მოქმედებს 1395 საწარმო სუბიექტი. საწარმო სუბიექტების საერთო რაოდენობიდან: 18 საშუალო საწარმო, 82 მცირე, 261 მიკროსაწარმო, 78 გლეხური ფერმერული მეურნეობა და 957 ინდივიდუალური მეწარმე.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონს კვეთს რკინიგზის ხაზი უფა — ორენბურგი, საავტომობილო გზები: ფედერალური Р-240 უფა — ორენბურგი, რეგიონალურები რაევსკი — სტერლითამაქი, სტერლითამაქი — ბელორეცკი — მაგნიტოგორსკი, სტერლითამაქი — სტერლიბაშევო, სტერლითამაქი — ფედოროვკა.

განათლება, კულტურა და სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 22 საბავშვო ბაღი და 18 სკოლასთან არსებული 22 სკოლამდელი ჯგუფი. რაიონის სკოლამდელი განათლების სისტემას წარმოადგენს 29 საერთოგამანათლებელი სკოლა (მათ შორის 15 ფილიალი), 1 დაწყებითი სკოლა, 1 დაწყებითი სკოლა-საბავშვო ბაღი, 1 ძირითადი საერთოგამანათლებელი სკოლა. ბავშვთა დამატებითი განათლების დაწესებულებები (2 საბავშვო სპორტული სკოლა, ნორჩი ტექნიკოსების სადგური, ბავშვთა ხელოვნების რაიონული სახლი) ახორციელებენ საკუთარ საგანმანათლებლო მოღვაწეობას 7 ძირითადი მიმართულებით. რაიონის სასკოლო ბაზაზე მოქმედებს ბავშვთა დამატებითი საგანმანათლებლო 152 გაერთიანება. რაიონში ფუნქციონირებს კუგანაკის საბავშვო სახლი, საბავშვო გამაჯანსაღებელი ბანაკი "Колос".

სპორტის მოყვარულთა განკარგულებაშია 139 სპორტული ნაგებობა, აქედან: 37 სპორტული დარბაზი, სადაც მუშაობს 39 სექცია სპორტის 14 სახეობაში, 94 ღია სპორტული მოედანი, 2 საცურაო აუზი, 3 სასროლო ტირი. ამას გარდა, სკოლამდელ დაწასებულებებში ფუნქციონირებს 14 მისადაგებული სპორტული დარბაზი, 20 სპორტული მოედანი, რომლებიც აღჭურვილები არიან სპორტული და მოძრავი თამაშებისათვის.

სამუშაოეებს რაიონის მოსახლეობის ჯანდაცვაზე ახორციელებს ქალაქ სტერლითამაქის ბაშკირეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება "ქალაქის საავადმყოფო № 4", 4 სასოფლო საავადმყოფო, 4 საექიმო ამბულატორია, 43 ფელდშერულ-აკუშერული პუნქტი, 4 სასწრაფო დახმარების სადღეღამისო ქვესადგური.

მოსახლეობის თავისუფალი დროის ორგანიზებით დაკავებულია 80-ზე მეტი კულტურის დაწესებულება. 2 კულტურის სასახლე, 30 სოფლის კულტურის სახლი, 7 სოფლის კლუბი, მუნიციპალური ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა (2 ცენტრალური ბიბლიოთეკა და 37 სოფლის ბიბლიოთეკა-ფილიალი), 2 საბავშვო მუსიკალური სკოლა, ხელოვნების სკოლა.

4000-ზე მეტი ეგზემპლარის ტირაჟით გამოდის გაზეთი "Сельские нивы" რუსულ და თათრულ ენებზე. რაიონის ტერიტორიაზე მოქმედებს 15 რელიგიური გაერთიანება: 7 ქრისტიანული, 8 მუსულმანური.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Республика Башкортостан. Общая площадь земель муниципального образования
  2. Итоги Всероссийской переписи населения по Республике Башкортостан (pdf). Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-03-09. წაკითხვის თარიღი: 2013-03-05.
  3. Закон Республики Башкортостан Об изменениях в административно-территориальном устройстве Республики Башкортостан в связи с объединением отдельных сельсоветов и передачей населенных пунктов (Принят Государственным Собранием — Курултаем Республики Башкортостан 18 ноября 2008 года)
  4. сайт Администрации Стерлитамакского муниципального района
  5. Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан
  6. Необычное захоронение Чумарово-I
  7. Курганный могильник Чумарово-I
  8. Забытая реальность. «Курганный могильник Чумарово-1»
  9. Панорама мемориала
  10. Мемориальный комплекс
  11. Панорама мемориала 20 сентября 2014
  12. Минниахмет Муталов. Башкирские метеориты
  13. Полуночный дозор
  14. Рашида Краснова. Роман с камнем
  15. Открытие мечети в деревне Кантюковка
  16. Мечеть в деревне Кантюковка, Республика Башкортостан
  17. В столетнем селе Стерлитамакского района начала действовать мечеть
  18. Юрактау. Республика Башкортостан
  19. Стерлитамакские шиханы
  20. Виртуальный Башкортостан - Юрактау