შინაარსზე გადასვლა

ქუმერთაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ქუმერთაუ
Күмертау

ქუმერთაუს ლენინის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ბაშკირეთი
მუნიციპალიტეტი ქუმერთაუსი საქალაქო ოლქი
კოორდინატები 52°46′00″ ჩ. გ. 55°47′00″ ა. გ. / 52.76667° ჩ. გ. 55.78333° ა. გ. / 52.76667; 55.78333
დაარსდა 1947
პირველი ხსენება 1947
ამჟამინდელი სტატუსი 1953
ფართობი 170 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 310
კლიმატის ტიპი ზომიერი კლიმატური
ოფიციალური ენა ბაშკირული და რუსული ენა
მოსახლეობა 61 312 კაცი (2016)
ეროვნული შემადგენლობა რუსები, ბაშკირები, თათრები, ჩუვაშები, უკრაინელები
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 34761
საფოსტო ინდექსი 453300
ოფიციალური საიტი admkumertau.ru
ქუმერთაუ — რუსეთი
ქუმერთაუ
ქუმერთაუ — ბაშკირეთი
ქუმერთაუ

ქუმერთაუ (ბაშკ. Күмертау) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში. ქუმერთაუს საქალაქო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

დასახლება დაარსდა 1947 წელს ქვანახშირის საბადოს აღმოჩენასთან დაკავშირებით. 1949 წლამდე დასახლების ოფიციალური სახელი იყო - დასახლებული პუნქტი „ბაშუგლერაზრეზსტროის“ სამშენებლო მოედანზე. არაოფიციალური დასახელება იყო „დასახლება ბაბაი“. 1949 წლის 5 ოქტომბერს რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით უწოდეს ქუმერ-თაუ. 1953 წლის 16 თებერვალს მიიღო ქალაქის სტატუსი. 1965-1990 წლებში ქუმერთაუს რაიონის ცენტრი იყო.

მდებარეობს ბაშკირეთის სამხრეთ ნაწილში. ქალაქ უფიდან სამხრეთით 250 კმ-ში და ქალაქ სტერლითამაქიდან ასევე სამხრეთით 102 კილომეტრში. ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება ბაშკირული სიტყვისაგან „күмертау“ და ნიშნავს „ნახშირის მთას“.

2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 61,1 %, ბაშკირები — 19 %, თათრები — 13 %, ჩუვაშები — 3,7 %, უკრაინელები — 2 %, სხვა — 2,2 %[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]