ბირსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბირსკი
ბაშკ. Бөрө
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 55°25′00″ ჩ. გ. 55°32′00″ ა. გ. / 55.41667° ჩ. გ. 55.53333° ა. გ. / 55.41667; 55.53333
დაარსდა 1663
პირველი ხსენება 1555
ფართობი 77,31 კმ²
ცენტრის სიმაღლე 160
ოფიციალური ენა ბაშკირული და რუსული ენა
მოსახლეობა 46 132 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
სატელეფონო კოდი 34784
საფოსტო ინდექსი 452450-452455
ოფიციალური საიტი admbirsk.ru
ბირსკი — რუსეთი
ბირსკი

ბირსკი (რუს. Бирск; ბაშკ. Бөрө ) — ქალაქი რუსეთში, ბაშკირეთში. ბაშკირეთის ბირსკის რაიონისა და ქალაქ ბირსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ტყე-სტეპის ზონაში, მდინარე ბელაიის ქვემო დინებაში, მის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება წარმოსდგება ჰიდრონიმ ბირისაგან. 2016 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 46 132 ადამიანი. დაარსდა 1663 წელს როგორც ციხესიმაგრე. 1774 წელს ბირსკი აიღეს და დაწვეს სალავატ იულაევის ჯარებმა. მოგვიანებით ხელახლა გააშენეს. ვითარდებოდა როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ ბაშკირეთის სავაჭრო და კულტურული ცენტრი. 1708 წლიდან ყაზანის გუბერნიაში შედიოდა, 1719 წლიდან უფის პროვინციაში, ხოლო 1744 წლიდან ორენბურგის გუბერნიაში. 1781 წლიდან იყო უფის სამეფისნაცვლოს უფის ოლქის ბირსკის მაზრის სამაზრო ქალაქი ბირსკი, 1796 წლიდან ორენბურგის გუბერნიაშია. 1856 წლისათვის ორენბურგის გუბერნიის სამაზრო ქალაქ ბირსშკი იყო 3 ეკლესია, და 388 სახლი. XIX საუკუნის ბოლოსათვის მოსახლეობა ჩართული იყო მიწათმოქმედებაში, მესაქონლეობაში, ნადირობაში, ვაჭრობასა და კუსტარულ ხელობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]