ბიჟბულიაკის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბიჟბულიაკის რაიონი
Бижбулякский район
Pond on Sedyak river beside village Sedyakbash 02.jpg
დროშა გერბი
Flag of Bizhbulyaksky rayon.svg Coat of Arms of Bizhbulyak rayon (Bashkortostan).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი Bizhbulyak[1]
კოორდინატები 53°41′28″ ჩ. გ. 54°16′20″ ა. გ. / 53.69111° ჩ. გ. 54.27222° ა. გ. / 53.69111; 54.27222
დაარსდა 20 აგვისტო 1930[2]
ფართობი 2133,90 კმ²
სალაპარაკო ენები ბაშკირული, რუსული
მოსახლეობა 23 315 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 10,93 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ჩუვაშები, თათრები, ბაშკირები, რუსები, ერზიანები,
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
ოფიციალური საიტი http://adm-bizhbulyak.ru
Location of Bizhbulyakskiy rayon (Bashkortostan).svg

ბიჟბულიაკის რაიონი (ბაშკ. Бишбүләк районы; რუს. Бижбулякский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ბიჟბულიაკი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჟბულიაკის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთიდან ესაზღვრება ორენბურგის ოლქი. რაიონის ფართობია 2133,90 კმ².

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჟბულიაკის რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.

1963 წლის 1 თებერვალს რაიონი გაუქმდა და შეუერთდა ბელებეევის რაიონს, თუმცა კვლავ აღსდგა 1965 წლის 13 იანვარს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: ჩუვაშები — 35,3 %, თათრები — 26,1 %, ბაშკირები — 22 %, რუსები — 11,8 %, ერზიანები — 3,6 %, სხვა ეროვნების პირები —0,9  %[3].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჟბულიაკის რაიონში არის 86 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 13 სასოფლო დასახლებაში[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]