შინაარსზე გადასვლა

ბელოკატაის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელოკატაის რაიონი
Белокатайский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი Novobelokatay[1]
კოორდინატები 55°42′24″ ჩ. გ. 58°57′29″ ა. გ. / 55.70667° ჩ. გ. 58.95806° ა. გ. / 55.70667; 58.95806
დაარსდა 20 აგვისტო, 1930
ფართობი 3037 კმ²
სალაპარაკო ენები ბაშკირული, რუსული
მოსახლეობა 18 502 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 6,09 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები, ბაშკირები, თათრები
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
ოფიციალური საიტი http://belokatai.ru
ბელოკატაის რაიონი — რუსეთი
ბელოკატაის რაიონი

ბელოკატაის რაიონი (ბაშკ. Балаҡатай районы; რუს. Белокатайский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ნოვობელოკატაი.

ბელოკატაის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩელიაბინსკისა და სვერდლოვსკის ოლქების საზღვარზე. რაიონის ფართობია 3 037 კმ².

ბელოკატაის რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.

2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: რუსები — 49,6 %, ბაშკირები — 43,6 %, თათრები — 5,4 %, სხვა ეროვნების პირები — 1,4  %[2].

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელოკატაის რაიონში არის 46 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 13 სასოფლო დასახლებაში[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]