მუნიციპალური რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუნიციპალური რაიონი[1] ან მუნიციპალური ოლქი[2] — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც მოიცავს მკაცრად განსაზღვრულ ტერიტორიას იქ მცხოვრები მოსახლეობით. ეს ტერიტორია შეიძლება იყოს ქალაქი, სოფელი, მცირე სოფლების ჯგუფი ან სასოფლო რაიონი.

რუსეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში მუნიციპალური რაიონი — მუნიციპალური წარმონაქმნის ერთ-ერთი ტიპია, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ფორმაა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საქალაქო, სასოფლო დასახლებებს და, შესაძლებელია, სოფლებშორის ტერიტორიებს (რუსული მუნიციპალური სამართალი), რომლებიც გაერთიანებულები არიან საერთო ტერიტორიით.[3]

მუნიციპალური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი დასახლებული პუნქტია, რომელიც განსაზღვრულია ადგილობრივი ტრადიციებისა და ჩამოყალიბებული სოციალური ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით და რომელშიც მდებარეობს შესაბამისი მუნიციპალური წარმონაქმნის წარმომადგენლობითი ორგანო.

ტერმინი «მუნიციპალური რაიონი» გაჩნდა 2003 წლის 6 ოქტომბრის № 131-ФЗ «რუსეთის ფედერაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზების საერთო პრინციპების შესახებ» ფედერალური კანონის მიღების შემდეგ.

როგორც წესი, მუნიციპალური რაიონები შექმნილია ადმინისტრაციული რაიონების საზღვრებში, რომლებიც არსებობენ რუსეთის ფედერაციის სუბიექტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის და ძირითადად 1920—1950 წლებში ჩამოყალიბებულ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში. ზოგიერთ შემთხვევაში რაიონების ტერიტორიაზე შექმნილი იქნა საქალაქო ოლქები, რასაც მოჰყვა ან ადმინისტრაციული რაიონების გაუქმება საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკური) დაქვემდებარების ქალაქების სასარგებლოდ (მაგალითად მოსკოვის ოლქში), ან ადმინისტრაციული რაიონების შენარჩუნებისას მათ საზღვრებში წარმოიქმნა საქალაქო ოლქები (როგორც მაგალითად მაგადანის ოლქში). სვერდლოვსკის ოლქში ზოგიერთი ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიებზე შეიქმნა ორ-ორი მუნიციპალური წარმონაქმნი: მუნიციპალური რაიონიც და საქალაქო ოლქიც. პერმის მხარის მუნიციპალური რაიონები შეიქმნა სამხარეო დანიშნულების ზოგიერთი ქალაქების ტერიტორიებზე.

მუნიციპალური რაიონის უფლებამოსილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 ფედერალური კანონის — «რუსეთის ფედერაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზების საერთო პრინციპების შესახებ» — 15-ე თავში განსაზღვრულია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს მუნიციპალური რაიონების დონეზე. პირველ რიგში მათ მიეკუთვნება სამედიცინო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია რაიონის ტერიტორიაზე, დასახლებული პუნქტების უზრუნველყოფა კომუნიკაციებთან მიერთებაში, არქივების, ბიბლიოთეკების ორგანიზაცია. მუნიციპალური რაიონების კომპეტენციაში შედის რაიონის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების ქსელის განვითარება და შენახვა, სატრანსპორტო მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების უტილიზაციის და გადამუშავების ორგანიზაცია. მუნიციპალური რაიონი პასუხისმგებელია საკუთარ ტერიტორიაზე მუნიციპალური პოლიციის მეშვეობით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ორგანიზებაზე.

დღეისათვის მუნიციპალური რაიონები უმრავლეს შემთხვევაში ბიუჯეტის განმკარგავები არიან საკუთარი რაიონის მთელ ტერიტორიაზე, დასახლებული პუნქტების ტერიტორიების ჩათვლით: რაიონში შემავალ სასოფლო დასახლებებს არ გააჩნიათ ბიუჯეტი, აქვთ მხოლოდ დანახარჯების ხარჯთაღრიცხვები. კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალური რაიონი მისი ბიუჯეტის სახსრების საფუძველზე ასევე ახორციელებს მასში შემავალი დასახლებული პუნქტების საბიუჯეტო უზრუნველყოფის დონის გათანაბრებას.

რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 1 იანვრისათვის რუსეთში არსებობს 1829 მუნიციპალური რაიონი[4], 2011 წლის 1 იანვრისათვის — 1824 მუნიციპალური რაიონი[5], 2012 წლის 1 იანვრისათვის — 1821 მუნიციპალური რაიონი[6], 2013 წლის 1 იანვრისათვის — 1817 მუნიციპალური რაიონი[7], 2014 წლის 1 იანვრისათვის — 1815 მუნიციპალური რაიონი[8].

მუნიციპალური ოლქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს მოსკოვში შეიქმნა 125 მუნიციპალური ოლქი. სანქტ-პეტერბურგში ასევე არსებობს 81 მუნიციპალური ოლქი. 2014 წელს სევასტოპოლში შეიქმნა 10 მუნიციპალური ოლქი.

დომინიკელთა რესპუბლიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომინიკელთა რესპუბლიკაში მუნიციპალური რაიონი (ესპ. distrito municipal) — მუნიციპალიტეტია, რომელიც შედგება ერთზე მეტ საქალაქო ცენტრისაგან.

ირლანდიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირლანდიაში 2014 წლის «სახელმწიფო მართვის ადგილობრივი ორგანოების რეფორმის შესახებ» კანონის თანახმად 2014 წლის 1 ივლისიდან შექმნილია მუნიციპალური რაიონები (ინგლ. municipal district), როგორც სახელმწიფო მართვის ადგილობრივი ორგანოების სისტემის ნაწილი ადრე არსებული ქალაქის საბჭოს ნაცვლად. ირლანდიაში მუნიციპალური რაიონი მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც დგას საგრაფოებზე დაბლა დუბლინის საგრაფოს და სამ შენარჩუნებულ ქალაქის საბჭოს გოლუეის, დუბლინის და კორკის გარდა. 4 მუნიციპალური რაიონი: კლონმელი, დროჰედა, სლაიგო და უექსფორდი — საქალაქო რაიონებია (რაიონები ბორო; ინგლ. borough district), ლიმერიკი და უოტერფორდი — მეტროპოლიტენური რაიონებია (ინგლ. metropolitan district)[9].

კანადაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადაში მუნიციპალური რაიონი (ინგლ. municipal district (M.D.)) — არჩევითი საბჭოს მიერ მართული სასოფლო მუნიციპალიტეტის ტიპია ალბერტას პროვინციაში[10]. კანადის სტატისტიკური სამსახური იყენებს 64 მუნიციპალური რაიონს ალბერტას პროვინციაში და 12 მუნიციპალური რაიონს ახალი შოტლანდიის პროვინციაში, როგორც სააღწერო ქვეოლქებს სტატისტიკური მიზნებისათვის[11]. 1933—1946 წლებში ქალაქ ფლინ-ფლონს მანიტობას პროვინციაში ასევე ჰქონდა მუნიციპალური რაიონის სტატუსი[12].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Л. П. Кураков, В. Л. Кураков, А. Л. Кураков, Муниципальный район // Экономика и право: словарь-справочник, М.: Вуз и школа, 2004.
  2. Л. П. Кураков, В. Л. Кураков, А. Л. Кураков, Муниципальный округ // Экономика и право: словарь-справочник, http://dic.academic.ru/dic.nsf/dic_economic_law/8321/МУНИЦИПАЛЬНЫЙ, М.: Вуз и школа, 2004.
  3. А. К. Голиченков., Муниципальный район // Экологическое право России: словарь юридических терминов., М.: Городец, 2008.
  4. Росстат. База данных показателей муниципальных образований. Характеристика субъектов Российской Федерации по типам муниципальных образований и видам муниципальных учреждений на 1 января 2010 года.
  5. Росстат. Распределение муниципальных учреждений по типам муниципальных образований на 1 января 2011 года.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-28. ციტირების თარიღი: 2017-11-13.
  6. Росстат. Распределение муниципальных учреждений по типам муниципальных образований на 1 января 2012 года.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-21. ციტირების თარიღი: 2017-11-13.
  7. Росстат. Распределение муниципальных учреждений по типам муниципальных образований на 1 января 2013 года.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-17. ციტირების თარიღი: 2017-11-13.
  8. Росстат. Распределение муниципальных учреждений по типам муниципальных образований на 1 января 2014 года.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-11. ციტირების თარიღი: 2017-11-13.
  9. Local Government Reform Act 2014. Department of the Environment, Community and Local Government (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-15.
  10. Types of Municipalities in Alberta. Government of Alberta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-15. ციტირების თარიღი: 2015-02-15.
  11. Interim List of Changes to Municipal Boundaries, Status, and Names: From January 2, 2012 to January 1, 2013. Statistics Canada (2013). ციტირების თარიღი: 2015-02-15.
  12. Gordon Goldsborough. (2015-01-01) Manitoba Municipalities: Flin Flon. Manitoba Historical Society. ციტირების თარიღი: 2015-02-15.