საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით ''„თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის]] საფუძველზე?“''<ref>საქართველოს ეროვნული არქივი. ფონდი 1165, აღწერა 8, საქმე 2934, გვ. 322-323</ref>
 
რეფერენდუმი ჩატარდა [[1991]] წლის [[31 მარტი|31 მარტს]] მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო [[სამხრეთ ოსეთი]]ს ყოფილი ოლქისა და [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] მოსახლეობამაც. [[რეფერენდუმი|რეფერენდუმში]] მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის [[9 აპრილი|9 აპრილს]], საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს [[აშშ]]-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით <ref>[https://www.congress.gov/bill/102nd-congress/senate-resolution/94/text S.Res.94 - A resolution commemorating the two-year anniversary of the Soviet crackdown in Tbilisi, Georgia, on April 9, 1989, and urging the Soviet Union to recognize the will of the Georgian people and the legitimacy of the March 31, 1991, referendum.]</ref> ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.
 
==შედეგები==

სანავიგაციო მენიუ