სერგეი ბაგაფში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სერგეი ბაღაფში)
Jump to navigation Jump to search
სერგეი ბაგაფში
სერგეი ბაგაფში
სერგეი ბაგაფში
სეპარატისტული აფხაზეთის მეორე „პრეზიდენტი“
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 წლის 12 თებერვალი – 2011 წლის 29 მაისი
ვიცე-პრეზიდენტი   რაულ ხაჯიმბა (2009-მდე); ალექსანდრე ანქვაბი (2009-დან)
წინამორბედი ვლადისლავ არძინბა

სეპარატისტული აფხაზეთის მეორე „პრემიერ-მინისტრი“
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1997 წლის 29 აპრილი – 1999 წლის 20 დეკემბერი
პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა
წინამორბედი გენადი გაგულია
მემკვიდრე ვიაჩესლავ ცუგბა

დაბადებული 1949 წლის 4 მარტი
სოხუმი, საქართველო
გარდაცვლილი 2011 წლის 29 მაისი
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება აფხაზი
ხელმოწერა Sergei Bagapsh Signature.svg

სერგეი ბაგაფში (აფხ. Сергеи Багаҧшь; დ. 4 მარტი, 1949, სოხუმი, საქართველო — გ. 29 მაისი, 2011, მოსკოვი, რუსეთი[1][2][3]) — აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების „პრეზიდენტი“ 2005 წლიდან 2011 წლამდე, ხოლო 1997-1999 წლებში — „პრემიერ-მინისტრი“.

„პრემიერ-მინისტრობამდე“ იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.

2004 წლის არჩევნებამდე ბაგაფში სეპარატისტული მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი იყო. 2004 წლის 20 ივლისს ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ „ამცაჰარა“ და „გაერთიანებული აფხაზეთი“ ის საერთო კანდიდატად წამოაყენა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სერგეი შამბას ნაცვლად. არჩევნებში ბაგაფშის მთავარი ოპონენტი რაულ ხაჯიმბა იყო.

აფხაზეთის საარჩევნო კომისიამ თავდაპირველად ხაჯიმბა ცნო გამარჯვებულად, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით გამოაცხადა, რომ ბაგაფშმა 50.3%-ით გაიმარჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია შენობაში შემოვარდნილი ხაჯიმბას მხარდამჭერთა ზეწოლის ქვეშ. პარალელურად ბაგაფშის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა საარჩევნო კომისიის შენობის წინ, რომლებიც იმუქრებოდნენ რომ ბაგაფშის ინაუგურაციას მაინც ჩაატარებდნენ 2004 წლის 6 დეკემბერს. შინა არეულობის თავიდან ასაცილებლად ბაგაფში და ხაჯიმბა აღწევენ შეთანხმებას არჩევნების შედეგები გააუქმონ და ახალ არჩევნებში გაერთიანებული მანდატით იყარონ კენჭი.

ახალი არჩევნები 2005 წლის 12 იანვარს ჩატარდა, რომლის შედეგად გამარჯვებული ბაგაფშისა და ხაჯიმბას კოალიცია გამოდგა. შეთანხმების თანახმად ბაგაფში კენჭს იყრიდა პრეზიდენტად, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად.

2011 წლის 29 მაისს ბაგაფში 62 წლის ასაკში მოსკოვში ფილტვის კიბოს ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა[1][2][3].

დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ჯგერდაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სამოქალაქო პანაშვიდზე სოხუმში ჩავიდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ხელმძღვანელი ედუარდ კოკოითი.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა“, ახალი ამბები, პორტალი „ჯი-ეიჩ-ენი“, 29 მაისი, 2011. წაკითხვის თარიღი: 29 მაისი, 2011. 
  2. 2.0 2.1 გარდაიცვალა სერგეი ბაგაფში“, ახალი ამბები, რადიო „თავისუფლება“, 29 მაისი, 2011. წაკითხვის თარიღი: 29 მაისი, 2011. 
  3. 3.0 3.1 Президент Абхазии Багапш умер в Москве“, НОВОСТИ, «Газета.Ru», 29 მაისი, 2011. წაკითხვის თარიღი: 29 მაისი, 2011. (რუს.) 
  4. Багапша похоронили в родовом селе / Лента.Ру