სოლონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლონი
Solon.jpg

სოლონის ბიუსტი
დაიბადა ძვ. წ. 638
ათენი , საბერძნეთი
გარდაიცვალა ძვ. წ. 558
ათენი , საბერძნეთი
დაბერება
ცხოვრობს საბერძნეთი
ეროვნება ბერძენი
სხვა სახელები Σόλων , Sólōn
საქმიანობა პოეტი , მხედართმთავარი და კანონმდებელი
მშობლიური ქალაქი ათენი
ტიტული არქონტი
ცნობილია იყო გამოჩენილი პოეტი, მხედართმთავარი და კანომდებელი
წლები ძვ. წ. 594-593
წინამორბედი ფილომბროტი
მომდევნო დროპიდი
რელიგიური მრწამსი პოლითეისტი

სოლონი (ძვ. ბერძნ. Σόλων; დ. ძვ. წ. 638 — გ. ძვ. წ. 558) — გამოჩენილი ათენელი პოეტი, მხედართმთავარი, რეფორმატორი და კანონმდებელი იყო. დემოკრატიას პირველად ფუძე მან ჩაუყარა. მან დაწერა კანონები, რომლებიც აწყობდა ხალხის დაბალ ფენას ანუ დემოსს. სოლონს თვლიდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ ადამიანს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლონი დაიბადა ათენში ძვ. წ. 638 წელს. ის დაიბადა ძველად წარჩინებულ, მაგრამ იმ დროისთვის გაღატაკებულ ოჯახში. ამის გამო ის ეწეოდა საზღვაო ვაჭრობას. იგი მომავალში ჩინებული პოეტი, მთავარსარდალი და რეფორმატორი გახდა. მისი ინიციატივითა და სარდლობით ათენმა მეგარას წაართვა კუნძული სალამინი. სოლონი გარდაიცვალა ძვ. წ. 558 წელს.

სოლონის პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლონი იყო ერთ-ერთი უპირველესი ატიკელი პოეტი. ის წერდა ელეგიებსა და იამბებს.

სოლონის რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლონის პროფილის ბარელიეფი ა.შ.შ-ს წარმომადგენელთა პალატის სახლზე
  • სოლონმა აკრძალა ბერძნის მიერ ვლში მყოფი ბერძნის მონად გაყიდვა და ყველა მონად გაყიდული ბერძენი სამშობლოში დააბრუნა.
  • სოლონმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღარიბი მოქალაქე შეიძლებოდა მონად გაყიდულიყო
  • სოლონმა გააუქმა მძიმე დასჯები მცირე დანაშაულების დროს. სიკვდილით დასჯა კი მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულის დროს ხდებოდა.
  • სახალხო კრებაზე, სოლონის რჩევით, დამტკიცდა წესი, რომ ყველა ათენელს შეეძლო სამართლის ძიება.
  • სოლონმა დააწესა, რომ როდესაც შინაური მღელვარება იქნებოდა და ათენელი, რომელიც არც ერთ მხარეს არ მიემხრობოდა, ჩამოერთმებოდა მოქალაქის უფლება.
  • სოლონის წესის მიხედვით, ყველა მშობელი ვალდებული იყო შვილისათვის რაიმე ხელობა ესწავლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს შეეძლო უარი ეთქვა მამის რჩენაზე.

სოლონის დახარისხების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლონმა მოქალაქეების დახარისხება დაიწყო არა მათი წარმოშობის მიხედვით, არამედ მათი ქონების მიხედვით (ტიმოკრატია) და დაყო ოთხ ჯგუფად:

  • I - მსხვილი მონათმფლობელები, მსხვილი ვაჭრები - მათი უფლებები : მაღალი თანამდებობა - მათი მოვალეობები: მაღალი სახელმწიფო გადასახადები
  • II - შეძლებული გლეხობა და ვაჭრები - მათი უფლებები: საშუალო თანამდებობა - მათი მოვალეობები: ცხენოსანი ჯარისკაცი
  • III - ღარიბი გლეხობა, ხელოსნები და მეთევზეები - მათი უფლებები: სახალხო კრებაში მონაწილეობა - მათი მოვალეობები: ფეხოსანი ჯარისკაცი
  • IV - დაქირავებული მუშები - უუფლებოები - მოვალეობები: მეზღვაურები და მსუბუქად აღჭურვილი ჯარისკაცცები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვიკიციტატის ლოგო ვიკიციტატაში არის სტატია: სოლონი.
  • A. Andrews, Greek Society, Penguin, 1967
  • J. Blok and A. Lardinois (eds), Solon of Athens: New Historical and Philological Approaches, Leiden, Brill, 2006
  • Cary, Cambridge Ancient History, Vol. III, Cambridge Uni. Press, 1925
  • Connor, The New Politicians of Fifth-Century Athens, Princeton, 1971
  • W. Connor et al. Aspects of Athenian Democracy, Copenhagen, Museum Tusculanam P., 1990
  • R. Develin, Historia, Vol. 26, 1977
  • V. Ehrenberg, From Solon to Socrates: Greek History and Civilization, Routledge, 1973
  • J. Ellis and G. Stanton, Phoenix, Vol. 22, 1968, 95-99

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: