შინაარსზე გადასვლა

ანაქსიმენესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანაქსიმენე)
ანაქსიმენესი
ძვ. ბერძნ. Ἀναξιμένης
დაბ. თარიღი ძვ. წ. 585[1]
დაბ. ადგილი მილეტი[1]
გარდ. თარიღი ძვ. წ. 525[1] ან ძვ. წ. 528[2]
გარდ. ადგილი მილეტი
საქმიანობა ფილოსოფოსი[1] , ასტრონომი, მწერალი[3] , პროზაიკოსი[4] და natural philosopher[5]

ანაქსიმენესი,[6] ანაქსიმენე[7] (ძვ. ბერძნ. Ἀναξιμένης ὁ Μιλήσιος; ძვ. წ. 585, მილეტი ― გ. ძვ. წ. 525, იქვე) — ძველი ბერძნები ფილოსოფოსი. ევრისტრატეს ძე. შესაძლოა მოღვაწეობდა ანაქსიმანდრეს პერიოდში, რომლის მოწაფე და მეგობარი უნდა ყოფილიყო.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის ამტკიცებდა, რომ ჰაერი (აირი), მისი შემადგენლობის ნაირსახეობებით და მისი უნივერსალური ყოვლისმომცველობა, მისი ასოციაცია სიცოცხლისა და ზრდის ფენომენთან, არის წყარო ყველაფრისა რაც არსებობს. ყველაფერი ჰაერია განსხვავებული სიმკვრივის ხარისხით, და ის სიმხურვალისა (რომელიც აფართოებს) და სიცივის (რომელიც კუმშავს) გავლენით ის დასაბამს აძლევს არსებობის სხვადასხვა ფორმებსა და ფაზებს. ეს პროცესი გარდამავალია და ორი მიმართულებით ვითარდება, სიმხურვალესა თუ სიცივის უპირატესობაზე დამოკიდებულებით. ამგვარად ჩამოყალიბდა დედამიწის ვრცელი დისკო, რომელიც ცირკუმამბიენტურ (circumambient) აირზე ტივტივებს. მსგავსმა კონდენსაციამ წარმოქმნა მზე და ვარსკვლავები; ხოლო ამ ციურ სხეულთა ცეცხლოვანი ბუნება მათი მოძრაობის სისწრაფის შედეგია. მისი სიტყვებია:

„ისევე როგორც ჩვენი სული, თავად აირი, ამთლიანებს ჩვენს სხეულს, ასევე სუნთქვა და ჰაერი ასაზრდოებს მთელ სამყაროს.“

რა გამოერჩევს სამ მილეტელ ფილოსოფოსს - თალესს, ანაქსიმანდრსა და ანაქსიმენეს - სხვათაგან, არის ის, რომ მათ თეორიული ადამიანი რეალობა გახადეს. აზროვნება მისი საწყისი ფორმიდან გამოეყო მითოლოგიურ შეხედულებებს (მითოსს) და გადავიდა თეორიულ აზროვნებაში (ლოგოსი). ამის შემდეგ მთავარი საგანი გახდა უნივერსალურისა და საერთოს განსაზღვრება. ამიერიდან ყველაფერი სამყაროში შესაძლებელია აიხსნას ადამიანთა ფიქრებითა და აზროვნებით. ამ შეხედულებამ განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა პითაგორელებზე.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ანაქსიმენესი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 4 Notable Names Database — 2002.
  2. https://ia802200.us.archive.org/11/items/jean-brun-books/Les%20pr%C3%A9socratiques%20by%20Jean%20Brun%20%28z-lib.org%29.pdf — გვ. 21.
  3. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  4. Národní autority České republiky
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #118649043 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2023.  გვ. 35.
  7. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2023.  გვ. 35.