შინაარსზე გადასვლა

ანაქსიმანდროს მილეტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანაქსიმანდრე)
ანაქსიმანდროს მილეტელი
ძვ. ბერძნ. Ἀναξίμανδρος
დაბ. თარიღი ძვ. წ. 610[1] [2]
დაბ. ადგილი მილეტი[3] [2]
გარდ. თარიღი ძვ. წ. 546[3] [4]
გარდ. ადგილი მილეტი, ძველი საბერძნეთი
მოქალაქეობა მილეტი
საქმიანობა ფილოსოფოსი[2] [5] , ასტრონომი[5] , მათემატიკოსი, გეოგრაფი[2] , ფიზიკოსი და მწერალი[6]
განთქმული მოსწავლეები პითაგორა და ანაქსიმენეს მილესელი[7]
მამა Praxiades
გავლენა მოახდინეს

ანაქსიმანდროს მილეტელი,[8] ანაქსიმანდრე მილეტოსელი, ანაქსიმანდრე მილეტელი[9] (ძვ. ბერძნ. Ἀναξίμανδρος; დ. ძვ. წ. 610, მილეტი — გ. ძვ. წ. 546, იქვე) — ძველბერძენი ფილოსოფოსი, ნატურფილოსოფიის მილეტის სკოლის წარმომადგენელი, თალესის მოწაფე, პრაქსიადეს ძე.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანაქსიმანდროსის რუკა, რომელზეც აღნიშნულია მდ. ფაზისიც

პირველმა შემოიღო ფილოსოფიაში „არქეს“ ცნება, რაც ნიშნავს ყოველივეს საფუძველს. მან სამყაროს არქედ, მისი ერთიანობის პრინციპად, გამოაცხადა აპეირონი – განუსაზღვრელობა, უსასრულობა. ანაქსიმანდროსის შრომის „ბუნების შესახებ“ მოღწეული ფრაგმენტების მიხედვით, მარადიული, დაურღვეველი და დაუშრეტელი აპეირონული მასალა არის სამყაროს დასაწყისი და დასასრული, მისი წარმმართველი ძალა; ის უთვისებრიოა, მაგრამ ამავე დროს – უსასრულოდ მრავალი (მათ შორის ერთმანეთის საწინააღმდეგო) თვისების „ყოფიერებაა“. აპეირონული წონასწორობიდან, რაც ანაქსიმანდროსის აზრით არის აბსოლ. სამართლიანობა, მოძრაობის გზით გამოიყოფა ხილვადი სინამდვილე. ამ გამოყოფას ანაქსიმანდროსი ახასიათებს როგორც უსამართლობას. არსებობს აპეირონის ცნების იდეალისტური ინტერპრეტაციებიც (ი. ბემე, ფ. ქ. ბაადერი, ს. ტრუბეცკოი). ანაქსიმანდროსი თვლიდა, რომ დედამიწა არის სამყაროს უძრავი ცენტრი. მან საფუძველი ჩაუყარა ციურ სფეროთა თეორიას, შეადგინა პირველი გეოგრაფიული რუკა და პირველმა გააკეთა საბერძნეთში მზის საათი.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დარქვეს ანაქსიმანდროსი.

სვიდას მიხედვით:

  • ბუნების შესახებ (Περὶ φύσεως)
  • დედამიწის ირგვლივ (Γῆς περίοδος)
  • უძრავ სხეულებზე (Περὶ τῶν ἀπλανῶν)
  • სფერო (Σφαῖρα)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Любкер Ф. Anaximander // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 86.
  2. 1 2 3 4 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 87. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. 1 2 Анаксимандр // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. Iа. — С. 692–693.
  4. 1 2 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
  5. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118645102 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  7. Любкер Ф. Anaximenes // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 86.
  8. ახალი წესების მიხედვით დაბოლოება «-ρος» იკითხება, როგორც „-როსი“ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2023.  გვ. 35.
  9. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985.  გვ. 31.