დემოკრიტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემოკრიტე
Bust of an unknown Greek - Museo archeologico nazionale di Napoli.jpg
დაბ. თარიღი 460-იანები (ძვ. წ.)[1][2]
დაბ. ადგილი აბდერა
გარდ. თარიღი 360-იანები (ძვ. წ.)
განთქმული მოსწავლეები ჰიპოკრატე, მეტროდორუს ხიოსელი და ნესას ხიოსელი
Democritus ვიკისაწყობში

დემოკრიტე (ბერძნ. Δημόκριτος; დ. დაახლ. ძვ. წ. 460, აბდერა — გ. დაახლ. ძვ. წ. 370) — ბერძენი ფილოსოფოსი. ატომიზმისა და მატერიალური ფილოსოფიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დემოკრიტეს ზედმეტ სახელად მცინარე ფილოსოფოსსაც უწოდებდნენ. წარმოშობით იყო ქალაქ აბდერიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმოგზაურა ეგვიპტეში, ბაბილონში, სპარსეთში, არაბეთში, ინდოეთსა და ეთიოპიაში. დემოკრიტე იყო ენციკოპედიური განათლების მქონე ფილოსოფოსი, მას აქვს დაწერილი მრავალი თხზულება, მაგრამ დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები.

დემოკრიტეს მოძღვრების გამოსავალს წარმოადგენდა ბუნება ე.ი. მრავალ და მოძრავ საგანთა არსებობა. მისი აზრით, საჭიროა სიმრავლის, მოძრაობის, თვალხილული საგნების ახსნა და არა უარყოფა, რასაც ელეტებთან ქონდა ადგილი. თუ პარმენიდე გამოდიოდა გარკვეული აქსიომატური დებულებიდან და შემდეგ ასკვნიდა სიმრავლისა და მოძრაობის არარსებობას, დემოკრიტემ საწინააღმდეგო გზა აირჩია, მიიღო ბუნების — სიმრავლისა და მოძრაობის არსებობა და შეეცადა მათი პირობების მონახვას ანუ მათ ახსნას. თუ არსებობს არარსი მაშინ შეიძლება არსებობდეს მოძრაობა და სიმრავლე, მაგრამ არარსი არ არსებობს, მაშასადამე, არც მოძრაობა და სიმრავლე არ არსებობს, ფიქრობდნენ ელეატები, დემოკრიტე ეთანხმება ელეატებს იმაში, რომ მოძრაობისა და სიმრავლის პირობა არის არარა, სიცარიელე. არ უნდა მტკიცება იმას, რომ მოძრაობა და სიმრავლე არსებობს, ეს არის ფაქტი. თუ არსებობს მოძრაბა და სიმრავლე, მაშინ აუცილებლობით უნდა არსებობდეს მათი პირობა — სიცარიელე, ამით დასაბუთებულია სიცარიელეს არსებობა. რომ არ არსებობდეს სიცარიელე, მაშინ მოძრაობას გასაქანი არ ექნებოდა, ის არ იარსებებდა, რომ არ არსებობდეს სიცარიელე, მაშინ არც სიმრავლე იარსებებდა, რადგან სიმრავლეს ქმნის საზღვარი ერთეულებს შორის,საზღვარი კი სიცარიელეა. არსებობს მოძრაობა და სიმრავლე, მაშასადამე, არსებობს სიცარიელე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილოსოფიის ისტორია. თბილისი, 1962 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]