გოგრისებრნი
Jump to navigation
Jump to search
| გოგრისებრნი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Hodgsonia | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Cucurbitaceae | ||||||||||||||
| ||||||||||||||
გოგრისებრნი (ლათ. Cucurbitaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი გართხმული ან მცოცავი ბალახები, იშვიათად ბუჩქები და პატარა ხეებია. აქვთ ხუთწევრიანი, უფრო ხშირად ერთსქესიანი, ფურცლებშეზრდილი ყვავილები; ქვედა სამბუდიანი ნასკვი, ერთი მოკლე, სამი ნალისებრი დინგით დაბოლოებული სვეტი; უმეტესად მრავალთესლიანი გოგრულა ნაყოფი.
ცნობილია 90-მდე გვარი და 760-მდე სახეობა. გავრცელებულია ძირითადად ტროპიკებში. საქართველოში მხოლოდ 2 გვარი — ლეშურა და კიტრანა იზრდება. სამეურნეო მნიშვნელობისაა კიტრი, ნესვი, გოგრა, საზამთრო, აყირო, ლუფა, კოლოქვინტი. ზოგი გოგრისებრნი მაგ. ტლანდიანტა, დეკორატიულია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 201, თბ., 1978 წელი.
- კბვაჭაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 72, თბ., 2012 წელი.