მესოამერიკული პირამიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მესოამერიკული პირამიდები ან პირამიდის ფორმის სტრუქტურები უძველესი მესოამერიკული არქიტექტურის მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად მსგავსი ფორმისა, ეს სტრუქტურები სუსტ არქიტექტურულ მსგავსებას ამჟღავნებს ეგვიპტურ პირამიდებთან. მესოამერიკული ნიმუშები როგორც წესი, საფეხურებიანი პირამიდებია, რომელთა მწვერვალზეც ტაძარია განთავსებული და ისინი უფრო მეტ მსგავსებას მესოპოტამიურ ზიქურათებთან ამჟღავნებს, ვიდრე ძველი ეგვიპტის პირამიდებთან. მესოამერიკის რეგიონისა და ზოგადად მთელი მსოფლიოს უდიდესს პირამიდას მოცულობის თვალსაზრისით წარმოადგენს ჩოლულის დიდი პირამიდა მექსიკაში, პუებლის შტატში. ზოგიერთი კლასიკური მესოამერიკული პირამიდა დაკავშირებულია ისტორიებთან ტყუპი გმირის შესახებ, ფრთოსან გველ კეცალკოატლთან, მესოამერიკულ კრეაციონისტულ მითებთან, რიტუალურ მსხვერპლშეწირვებთან და ა. შ. პირამიდებზე როგორც წესი, დატანილია იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშები.[1]

აცტეკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცტეკები, მდიდარი მითოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ხალხი, ცენტრალურ მექსიკაში XIV, XV და XVI საუკუნეებში დომინირებდა.[2] მათი დედაქალაქი იყო ტეოტიუაკანი, რომელიც გაშენებული იყო ტესკოკოს ტბის ნაპირებთან, თანამედროვე მეხიკოს სიახლოვეს. ისინი დაკავშირებულნი იყვნენ მექსიკის აუზის მოწინავე კულტურებთან, მაგალითად ტეოტიუაკანის კულტურასთან, რომელთა ნაგებობათა სტილიც აცტეკებმა გადაიღეს და თავისებურად გარდაქმნეს.

[3]

მაიას პირამიდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ხალხს სამხრეთ მექსიკასა და ცენტრალური ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში (გვატემალა, ბელიზი, დასავლეთი ჰონდურასი და სალვადორი) დაახლოებით 3 000 წლოვანი ისტორია აქვს. არქეოლოგიური მასალის საფუძველზე დასტურდება, რომ მაიას ხალხმა საცერემონიო არქიტექტურის მშენებლობა დაახლოებით 3 000 წლის წინ დაიწყო. უძველესი მონუმენტები შედგება უბრალო სამარხი მიწაყრილებისაგან, რომლებიც პრე-კლასიკური პერიოდის საფეხურებიანი პირამიდების წინაპრად ითვლება. საფეხურებიანი დიზაინის შესაქმნელად, პირამიდებში გამოყენებულია გამოკვეთილი ქვები. მრავალი ეს ნაგებობა გამოირჩევა მწვერვალზე არსებული პლატფორმით, რომელზეც განთავსებული იყო მაიას ღვთაებებთან დაკავშირებული ტაძრები. პირამიდის მსგავსი მრავალი სტრუქტურა ასევე აშენდა ძლევამოსილ მმართველთა სამარხის ფუნქციით. მაიას პირამიდული სტრუქტურები ფორმებისა და ფუნქციების დიდი სახესხვაობით გამოირჩევა, რაც რეგიონისა და პერიოდის სხვაობაზეა დამოკიდებული.

[4]

პურეპეჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარასკების სახელმწიფო კოლუმბამდელი კულტურა იყო, რომელიც მდებარებდა თანამედროვე მექსიკის მიჩოაკანის შტატის ტეროტორიაზე. რეგიონი ამჟამად დასახლებულია პურპეჩას ხალხის თანამედროვე შთამომავლებით. პურპეჩების არქიტექტურა გამოირჩევა T-ს ფორმის საფეხურებიანი პირამიდებით.

ტეოტიუაკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეოტიუაკანის ცივილიზაცია, რომელიც ძვ. წ. 300 - ახ. წ. 500 წლებში ყვაოდა, თავისი დიდების მწვერვალზე მესოამერიკის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. ტეოტიუაკანის კულტურა დაახლოებით ახ. წ. 550 წლისთვის დაემხო, რასაც რამდენიმე მსხვილი ქალაქი-სახელმწიფო მოჰყვა, მაგალითად, შოჩიკალკო, ჩოლულა და შემდეგ საცერემონიო ქალაქი ტულა.

ტოლტეკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოლტეკების ძეგლი ტულა-დე-ალიენდე თანამედროვე მეხიკოს შტატში, მესოამერიკული ცივილიზაციების ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ხუთიარისუანი პირამიდაა.[5][6]

კლასიკური ვერაკრუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური ვერაკრუსის კულტურის სახელგანთქმული პირამიდაა ელ-ტახინი, რომელიც თავის მეზობლებთან შედარებით პატარაა, თუმცა ბევრად უფრო რთული ნაგებობაა.

საპოტეკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპოტეკები მესოამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კულტურაა, რომლებიც ოახაკის ველის რეგიონს ძვ. წ. პირველი ათასწლეულიდან ახ. წ. XIV საუკუნემდე განაგებდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Koontz, Rex (2013). Mexico: From the Olmecs to the Aztecs. New York, New York: Thames and Hudson. ISBN 9780500290767. 
  2. The Aztecs/Mexicas. წაკითხვის თარიღი: 2006-12-27.
  3. Mayan Ruins (2013-05-19). წაკითხვის თარიღი: 2015-10-26.
  4. Mayan Ruins (2013-05-19). წაკითხვის თარიღი: 2015-10-26.
  5. Coe, Michael, D (2013). Mexico: From the Olmecs to the Aztecs. New York, New York: Thames and Hudson, გვ. 170-176. ISBN 978-0-500-29076-7. 
  6. Mayan Ruins (2013-05-19). წაკითხვის თარიღი: 2015-10-26.