ავტოგოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ავტოგოლი ან გოლი საკუთარ კარშისპორტულ შეჯიბრებათა სხვადასხვა სახეობებში (მაგ. ფეხბურთი, ხელბურთი, ბალახის ჰოკეი და სხვ.) საკუთარ კარში ბურთის გატანა (როგორც წესი შემთხვევით),[1] რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს ეთვლება ანგარიშში.[2]

ფეხბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთში მოქმედი წესებით, რიგ შემთხვევებში ავტოგოლი არ ითვლება. მაგალითად, თუ ბურთი პირველივე შეხებით გავიდა კარში უშუალოდ საჯარიმო დარტმისას, თავისუფალი დარტყმისას, საწყისი დარტყმისას, კარიდან დარტყმისას, კუთხურის ან აუტის ჩაწოდებისას. ყველა ასეთ შემთხვევაში ინიშნება თავისუფალი დარტყმა.[3]

ავტოგოლის ჩათვლა-არჩათვლასთან დაკავშირებულ — ფეხბურთის წესებით გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევას მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა თუ ექნება (მაგალითად, პრაქტიკაში თითქმის წარმოუდგენელია საკუთარ კარში პირველივე შეხებით ბურთის გატანა საწყისი დარტყმისას ან კუთხურის ჩაწოდებისას).[4]

ფეხბურთის წესებით გათვალისწინებულია, ასევე, გარკვეული რეგულირებები. მაგალითად, მცველის ბურთთან შეხების შემთხვევისას: როდესაც თავდამსხმელი უშუალოდ კარის მიმართულებით გზავნის ბურთს, შემდეგ კი ბურთი მოწინააღმდეგის მცველს ეხება და ისე გადის კარში, მაშინ იგი ავტოგოლად არ ჩაითვლება. როდესაც თავდამსხმელი უშუალოდ კარის მიმართულებით არ გზავნის ბურთს, შემდეგ კი მოწინააღმდეგის მცველს ეხება და ისე გადის კარში, ასეთ შემთხვევაში იგი ავტოგოლად ფიქსირდება. რაც შეეხება იმას, გზავნიდა თუ არა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბურთს თავდამსხმელი უშუალოდ კარის მიმართულებით — ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ შეხვედრის მსაჯს გააჩნია.[5]

საფეხბურთო შეჯიბრებების დროს მოთამაშეების მიერ გატანილი ბურთების სტატისტიკის შედგენისას — ავტოგოლი მათ ავტორებს ანგარიშში არ ეთვლებათ და შესაბამისად მათი გათვალისწინება გატანილი ბურთების მაჩვენებლებში ამჟამად არსებული ფეხბურთის წესების მიხედვით არ ხდება.[6]

ცნობილი ავტოგოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო საფეხბურთო ლიტერატურასა თუ ვიდეოთეკაში დაფიქსირებული და აღრიცხული ავტოგოლების რაოდენობამ დიდი ხანია რაც სამნიშნა ციფრს გადააბიჯა. ისტორიაში ავტოგოლების გარეშე თითქმის არ ჩატარებულა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი არცერთი პროფესიონალური საფეხბურთო ტურნირი. ავტოგოლი როგორც წესი კურიოზთან ასოცირდება და მხოლოდ სიხალისეს მატებს სპორტის ამ სახეობას. როგორც ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი ამბობდა: „ფეხბურთი უპირველესად მაყურებლით და მაყურებლისთვის არსებობს და შემდეგ უკვე ყველა სხვა დანარჩენისთვის“.[7] 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ხორხე ვალდანომ ერთხელ განაცხადა: „მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთში დრამატული და კომიკური ასე ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს მხოლოდ ამ შესანიშნავი თამაშის განუმეორებელ სანახაობრივ მიმზიდველობაშია“.[8]

ქვემოთ მოყვანილია ავტოგოლებთან დაკავშირებული სტატისტიკა და მოკლე ინფორმაცია.

მარსელოXX მუნდიალის პირველი „გოლის“ ავტორი, უკანა პლანზე ხორვატი ივან პერიშიჩი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Own goal (soccer) a goal that results when a player inadvertently knocks the ball into the goal he is defending — Own goal (a goal scored by a player accidentally playing the ball into his own team's net. Abbreviation: o.g) (General Sporting Terms, soccer) — A goal scored by a defender on his or her team's goal by a mistaken play, such as a misdirected pass. TheFreeDictionary.com წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  2. ელერდაშვილი, ალექსანდრე (2006). ავტოგოლი (საკუთარ კარში გატანილი გოლი ფეხბურთში) — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად (შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. პირველი გამოცემა. თბილისი : ფანტაზია, 2006) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  3. ფიფას ცირკულარი No.1302; გვ.3 (31 მაისი, 2012). FIFA Circular 1302 p.3 (Zurich, 31 May 2012). FIFA წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  4. Thomas, Andi (14 აპრილი, 2016). The rules of soccer are changing! You can't score an own goal from a corner anymore sbnation.com წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  5. IFAB (April 2016). Revision of The Laws of the Game: Summary of the Law changes for 2016/17 effective from 1 June 2016. pp. 53, 55. არქივი (18 აპრილი 2016). web.archive.org წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  6. Cooper, Keith (17 აპრილი, 1997). When Own Goals Don't Really Count FIFA Magazine (illustrated by Olé Andersen) FIFA წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  7. Always the right word (24 აპრილი, 1998). João Havelange steered FIFA into the golden age of football. FIFA. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  8. Valdano, Jorge — Jorge Valdano Quotes. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  9. 2014 FIFA World Cup, First stage, Group A — Brazil 3–1 Croatia (12 June 2014) Arena de Sao Paulo, Sao Paulo (Brazil) — FIFA წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  10. This was the first occasion in FIFA World Cup history on which an own goal (which was also the first ever own goal scored by Brazil in World Cup finals) opened scoring in the tournament. — Brazil 3–1 Croatia (12 June 2014) (12 ივნისი, 2014). YouTube წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  11. Own-goal: Cristiano Ronaldo scored the winner but for the wrong team. Granada 1–0 Real Madrid (3 February, 2013) (3 თებერვალი, 2013) YouTubeYouTube წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  12. Elkington, Mark — Ronaldo finds the net again... but this time the wrong one as champions lose more ground on Barca — Cristiano Ronaldo scored the first own-goal of his career to send Real Madrid to a shock 1-0 defeat at Granada in on Saturday, further damaging their already slim hopes of retaining the title. Daily Mail. London. 2 February 2013. Daily Mail Sport წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  13. «Реал» на выезде проиграл «Гранаде» в матче 22-го тура чемпионата Испании. Победу клуба из Андалусии принес автогол лучшего снайпера «сливочных» Криштиану Роналду. «Гранада» обыграла «Реал», не нанеся ни одного удара в створ 3 февраля 2013. sport.mail.ru წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  14. Rudolf Jozef ("Ruud") Krol FIFA Profile — Ruud Krol (born 24 March 1949)FIFA წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  15. 1974 FIFA World Cup, Group matches, Group 3 — Bulgaria 1–4 Netherlands (23 June 1974) Westfalenstadion, Dortmund (FRG) — FIFA. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  16. Wright, Chris — Classic moments: Chris Nicholl scors all 4 goals in Aston Villa’s 2–2 draw with Leicester City, 1976 (17 სექტემბერი, 2013) — When Villa played Leicester at Filbert Street in Division One back in March of 1976, Nicholl managed to grab himself to score four goals from defence – though, sadly for him, the game ended in a 2–2 draw. Now, our maths can be a little shonky at times, but we make that two goals and two own-goals. Who Ate All The Pies წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  17. Chris Nicholl scoring all 4 goals in a 2–2 draw against Leicester City — Leicester City 2–2 Aston Villa (20 March 1976). AFS. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  18. Andrés Escobar Saldarriaga FIFA Profile — Andrés Escobar (born 13 March 1967)FIFA. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  19. 1994 FIFA World Cup, Group matches, Group A — USA 2–1 Colombia (22 June 1994) Rose Bowl, Los Angeles (USA) — FIFA. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  20. Carlisle, Jeff — A bad day at the office January 21, 1995, was an ordinary day for most people, but for Germinal Ekeren defender Stan Van Den Buys it was a day he set one of the most dubious records in soccer history as he managed to comlpete a hat trick of own goal in a match against Anderlecht. Every one of them was crucial as well, with Anderlecht. Every one of them was crucial as well with Anderlecht prevailing 3–2. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  21. Stan Van Den Buys is a former Belgian professional football player, who is most notable (or notorious) for scoring three own goals in one match whilst playing for Germinal Ekeren against Anderlecht in the 1995–96 season of the Belgian Jupiler League (Anderlecht won 3–2) enacademic.com წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  22. Stan Van Den Buys (Germinal Ekeren) fotballen.eu წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  23. საკუთარ კარში გოლების გატანის რეკორდი დაამყარა ბელგიელმა სტენ ვან დენ ბიუისმა. 1995–96 სეზონზე „ანდერლეხტისა“ და „ჟერმინალ ეკერენის“ შეხვედრის დროს მან 3 ავტოგოლი გაიტანა. მატჩი დამთავრდა ანგარიშით 3–2 „ანდერლეხტის“ სასარგებლოდ, ამასთან წაგებულმა გუნდმა გაიტანა ხუთივე გოლი, მოგებულმა კი — არცერთი. სტან ვან დენ ბიუისის ავტოგოლები („ჟერმინალ ეკერენი") (2 მარტი, 2012) წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  24. Onvergetelijke owngoals — Stan van den Buys is de recordhouder van meeste owngoals in één match. In het seizoen '95–'96 verloor Germinal Ekeren met 3–2 van Anderlecht en alle paars-witte goals waren gescoord door Van den Buys. (20 აგვისტო, 2010) nieuwsblad.be წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  25. Nov. 1, 2002: This score from Madagascar is absolutely mind-blowing for soccer, but there's a catch. In a protest of perceived officiating bias, Stade Olympique l'Emyrne repeatedly kicked the ball into its own net while Adema's players reportedly stood there and watched. SOE's coach received a three-year suspension from the country's soccer federation, and four players were suspended for the rest of the season. — AS Adema 149–0 Stade Olympique l'Emyrne (1 ნოემბერი, 2002) ESPN წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  26. Nov. 29, 2002: SOE lost the match 149-0 to AS Adema in the last game of the league championship on October 31, the players protesting at what they thought was biased refereeing. The GuardianTeam punished for 149–0 own-goal farce (29 ნოემბერი, 2002) The Guardian წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  27. A league match in Madagascar has produced a result that has to be a new world record. BBC149–0 scoreline sets new record (1 ნოემბერი, 2002) — Newly-crowned Madagascan champions AS Adema thrashed their arch-rivals Stade Olympique I'Emyrne 149–0 in a top national league game. BBC Sport წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  28. Football Matches That Broke Records For Most Goals Scored — AS Adema vs Stade Olympique de l'Emyrne: 31st October 2002 (2 მარტი, 2017) Arbroath’s huge win would hold on to the record for the most goals in a single game of football for a total of 117 years, until the record was eventually beaten by Antananarivo rivals AS Adema and SO l’Emyrne, two teams in the Madagascan top flight, the THB Champions League in 2002. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  29. Nov. 1, 2002: The world record for goals scored in senior football, which has stood steadfast ever since Arbroath thumped Bon Accord 36-0 in 1885, has been smashed by a team from Madagascar. The GuardianMadagascan champions win 149–0 (1 ნოემბერი, 2002) The English Football Association believe that the 149-0 scoreline represents a new world record. „I certainly think it's a world record,“ said the FA's historian David Barber. The Guardian წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  30. Guinness World Records 2013 — Most own goals in a domestic league football match (1 ივლისი, 2015) On 31 October 2002, in a league fixture in Madagascar, Stade Olympique l'Emyrne (SOE) lost 149–0 to AS Adema — with every goal an own goal! This unusual tactic was in protest against a refereeing decision that went against SOE in a previous play-off match. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  31. Liam Robert Bridcutt NFT Profile — Liam Bridcutt (born 8 May 1989) Bridcutt started his career with Chelsea, but did not make a league appearance for the London club. He was loaned to Yeovil Town, Watford and Stockport County, before moving to Brighton & Hove Albion in 2010. National-Football-Teams.com წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  32. Lewis Dunk Soccerbase Profile — Lewis Carl Dunk (born 21 November 1991) (19 თებერვალი, 2012) — English professional footballer who plays as a centre back for Premier League club Brighton & Hove Albion. Soccerbase წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  33. Johnston, Neil (19 თებერვალი, 2012). Three own goals helped Liverpool ease past Brighton to secure an FA Cup quarter-final tie against Stoke. — Bridcutt then scored his second own goal as a result of an error by keeper Brezovan. BBC Sport წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  34. Three own goals helped Liverpool ease past Brighton to secure an FA Cup quarter-final tie against Stoke — Liverpool 6–1 Brighton — FA Cup 5th Round (19.02.12) (19 თებერვალი, 2012). YouTube წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2018.
  35. Premier League. (Fratton Park). Portsmouth 3–1 Crystal Palace (11 September 2004). AFS. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  36. Wilson, Steve (20 დეკემბერი, 2011). Top 10 own goals of all time (Tony Popovic) — „Popovic was not a man known for flair and invention, but the Aussie hardman did release a more artistic bent when scoring an own goal for Palace against Portsmouth that took a leaf out of the Gianfranco Zola book of classy finishes“. telegraph.co.uk წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.
  37. TomboCaseyTV. (19 დეკემბერი, 2011). Most Beautiful Own Goal Ever!! (Tony Popovic) YouTubeYouTube წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2018.