შოთა ნონიკაშვილი
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 2001 | ||
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
| სიმაღლე | 187 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
| საკლუბო ინფორმაცია | |||
| მიმდინარე კლუბი | ლნზ ჩერკასი | ||
| ნომერი | 55 | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| საბურთალო | |||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2020–2024 | საბურთალო | 99 | (20) |
| 2024– | ლნზ ჩერკასი | 17 | (1) |
| ეროვნული ნაკრები‡ | |||
| 2017–2018 | საქართველო 17-წ. | 16 | (3) |
| 2019–2020 | საქართველო 19-წ. | 12 | (0) |
| 2021–2023 | საქართველო 21-წ. | 7 | (0) |
| 2024– | საქართველო | 1 | (0) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 მარტი, 2025 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 7 სექტემბერი, 2024 | |||
შოთა ნონიკაშვილი (დ. 10 იანვარი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უკრაინის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ ჩერკასის ლნზ-ს ნახევარმცველი.[1][2]
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიონალური კარიერა 2020 წელს თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 13 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „საბურთალო“ და თბილისის „მერანი“ დაუპირისპირდნენ, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 0–0 დამთავრდა. შოთა ნონიკაშვილი თამაშში შეხვედრის 66-ე წუთზე ალვინ ტერას ნაცვლად ჩაერთო.[3]
თავისი პირველი გოლი 2021 წლის 14 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში გაიტანა. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ, ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 4–3 დამთავრდა. შოთა ნონიკაშვილმა მატჩის მე-16 წუთზე გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ, ამავე შეხვედრაში, პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მეორე ბურთიც შეაგდო, რითაც თავისი საკლუბო გოლების სიის დასაწყისშივე დუბლი გაიფორმა.[4]
„საბურთალოში“ გატარებული 5 სეზონის შემდეგ იგი ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა, რომელიც 2024 წლის სეზონში „იბერია 1999-ის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და რვა გატანილი ბურთით ბომბარდირებს შორისაც გაერია.[5]
თავისი ბოლო შეხვედრა „იბერია 1999-ის“ მაისურით მან 2024 წლის 19 აგვისტოს ჩაატარა. ეს იყო „სამტრედიასთან“ გამართული ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩი, რომელიც თბილისელებმა 3–1 მოიგეს.[6]
იმავე წლის 23 აგვისტოს შოთა ნონიკაშვილი უკრაინის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ ჩერკასის ლნზ-ს შემადგენლობაში ჩაირიცხა. თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელის, ესპანელი სპეციალისტის ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით მოასპარეზე უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი ქართველმა ნახევარმცველმა 2027 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა.[7][8][9]
თავისი ახალი კლუბის შემადგენლობაში პირველად 26 აგვისტოს, ლვივის „კარპატის“ წინააღმდეგ გამართულ უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის საშინაო შეხვედრაში ითამაშა. მატჩი „ჩერკასი არენაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა. შოთა ნონიკაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 73 წუთი დაჰყო მოედანზე.[10]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2024 წლის 7 სექტემბერს, ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა, როდესაც მატჩის 75-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილი შეცვალა. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[11][12]
სანაკრებო მატჩები და გოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| № | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 07.09.2024 | თბილისი | საქართველო | 4–1 | ერთა ლიგა | [13] |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს თასი: 2021, 2023
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2022[14]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოთა ნონიკაშვილი — საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
- შოთა ნონიკაშვილი — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
- შოთა ნონიკაშვილი — უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე
- შოთა ნონიკაშვილი — საფეხბურთო კლუბ ჩერკასის ლნზ-ს ოფიციალურ საიტზე
| თემატური საიტები |
|---|
| AFS · Eurosport · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA |
| მედია |
|---|
| 1tv.ge · Lelo.ge დაარქივებული 2024-09-16 საიტზე Wayback Machine. |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შოთა ნონიკაშვილი კარიერას „ჩერკასში“ გააგრძელებს
- ↑ Шота Нонікашвілі - гравець ЛНЗ. ua-football.com.
- ↑ Iberia 1999 0–0 Merani Tbilisi / E-Liga 13.09.2020. soccerway
- ↑ Dinamo Tbilisi 4–3 Iberia 1999 / E-Liga 14.03.2021. soccerway
- ↑ ნონიკაშვილმა უკრაინულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
- ↑ Dinamo Iberia 1999 3–1 Samtredia / E-Liga 19.08.2024. soccerway
- ↑ შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გუნდში გადავიდა. sportall.ge
- ↑ შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გუნდში გადავიდა დაარქივებული 2024-09-16 საიტზე Wayback Machine. . news.ge
- ↑ შოთა ნონიკაშვილი უკრაინის ჩემპიონატში ითამაშებს
- ↑ LNZ Cherkasy 2–1 Karpaty Lviv / Premier League. soccerway
- ↑ Georgia 4–1 Czechia game report. ESPN.
- ↑ საქართველოს ნაკრები და დებიუტანტები. Setanta Sports.
- ↑ Georgia 4–1 Czechia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Dinamo Batumi 0–0 Iberia 1999 / Super Cup. soccerway