ლიტორალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიტორალის ზონა

ლიტორალი (< ლათ. litoralis – ნაპირისა) — ზღვის ფსკერის ეკოლოგიური ზონა, რომელიც მიქცევისა და მოქცევის შედეგად დღე-ღამეში ორჯერ იფარება წყლით და შიშვლდება.

ფსკერის დახრისა და მიქცევ-მოქცევის ამპლიტუდის მიხედვით ლიტორალი შეიძლება რამდენიმე მეტრიდან მრავალ კილომეტრამდე სიგანისა იყოს. გრუნტის ხასიათის გათვალისწინებით განასხვავებენ ლამიან, ქვიშიან, ქვიან და კლდოვან ლიტორალებს.

ზოგი უცხოელი მკვლევარი ლიტორალს უწოდებს ზღვის ფსკერს 200 მ (მცენარეთა გავრცელების ზონა), ზოგი კი 40-50 მ (ტალღების მოქმედების ქვედა საზღვარი) სიღრმემდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.